სოციალური ადაპტაცია

    იმისთვის, რომ საჯარო სამსახურმა მოიპოვოს მიუკერძოებელი, ობიექტური და კოლეგიალური უწყების სტატუსი და აიმაღლოს საზოგადოების ნდობა, საჭიროა პასუხობდეს ეთიკური გარემოს შექმნისა და საჯარო მოსამსახურის პროფესიული სტანდარტების დამკვიდრების მოთხოვნებს, რაც საჯარო მოსამსახურის ქცევის წესების, პრინციპებისა და ღირებულებების შესრულებაში გამოიხატება. სწორედ ამას ემსახურება აღნიშნული კურსი და ხელს შეუწყობს მსმენელებმა წარმატებით გამოიყენონ მიღებული ინფორმაცია და უნარ-რჩევები როგორც პროფესიულ საქმიანობაში, ისე პირად ურთიერთობებში. 

    დეტალურად
    ტრენერთა ტრენინგი

    კურსი განკუთვნილია მათთვის,  ვინც ტრენინგების ჩატარებას ახლა იწყებს, ლექტორებისთვის, რომლებსაც კვალიფიკაციის ამაღლება სურთ  ასევე, გამოცდილი ტრენერებისთვის.

    კურსი დაეხმარება ყველას, ვისაც ზრდასრულთა საგანმანათლებლო სფეროში უწევს მუშაობა და თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურის თანამშრომლებთან თუ სტუდენტებთან/იუნკერებთან/მსმენელებთან ყოველდღიურად  აქვს შეხება.

    დეტალურად
    მოტივაცია და მისი გავლენა წარმატების მიღწევაზე

    მოტივაცია არის ყოველი წარმატებული მცდელობის მამოძრავებელი ძალა, ყოველი წარმატების წინაპირობა, მას დიდი გავლენა აქვს ყოველდღიურ ურთიერთობებსა თუ წარმატების მიწევაზე, ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს შესრულებულ სამუშაოში.

    დეტალურად
    გეოსაინფორმაციო სისტემები სამხედრო ტოპოგრაფიაში

    სამხედრო ტოპოგრაფიაში გეოინფორმაციული სისტემების გამოყენების შესწავლა ხელს შეუწყობს ნატოს წევრ და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთავსებადობას, უწყებათაშორის კოორდინაციას, დაზოგავს დროს, ადამიანურ და მატერიალურ რესურს, უზრუნველყოფს მაღალ სიზუსტეს

    დეტალურად
    შეიარაღებული კონფლიქტების სამართალი

    შეიარაღებული კონფლიქტების სამართალი წარმოადგენს ფუნდამენტურ სამართლებრივ ბაზისს ყველა იმ სამხედროსთვის, რომლებიც გეგმავენ და ასრულებენ, როგორც საბრძოლო, ისე სამოქალაქო მხარდაჭერის ოპერაციებს, რადგანაც მათ ზუსტად უნდა იცოდნენ ყველა ის შეზღუდვა და აკრძალვა საომარ სიტუაციაში, რაც იცავს სამხედროებს ომის დანაშაულის ჩადენისაგან. კურსის განმავლობაში მსმენელები გააცნობიერებენ შეიარაღებული კონფლიქტების სამართლის  პრინციპებს.

    დეტალურად
    ქვედანაყოფის მართვის პროცედურები

    კურსის განმავლობაში მსმენელი გაიაზრებს დაგეგმვის ყველა საფეხურსა და მნიშვნელობას საბრძოლო ბრძანების შემუშავების დროს. კურსი აქტუალურია ყველა იმ უმცროსი ოფიცრისა და სერჟანტისთვის, რომლებსაც ყოველდღიურ საქმიანობაში უწევთ ზემდგომისგან მიღებული ბრძანებების დამუშავება და ოცეულის დონეზე მისი შესრულება.

    დეტალურად
  • სამსახურთაშორისი/ინდუსტრიული ტრენინგის, სიმულაციისა და განათლების კონფერენცია (I/ITSEC) 2023

    2023 წლის 24 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით აშშ-ის შტატ ფლორიდაში, კერძოდ ორლანდოში გაიმართა სამსახურთაშორისი/ინდუსტრიული სწავლების, სიმულაციისა და განათლების კონფერენცია (I/ITSEC).

    დეტალურად
  • რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენცია

    სსიპ-დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიამ და ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის კოლეჯმა (NDUC), ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში 2023 წლის 10-11 ოქტომბერს ქ. თბილისში (სასტუმრო ბილტმორში) ჩატაარეს ჰიბრიდულ რეჟიმში რიგით მეორე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია თემაზე - „დისტანციური სწავლება, გამოწვევები და მომავალი“, სადაც მონაწილეობა მიიღეს სხვადასხა ქვეყნის წარმომადგენლებმა, მათ შორის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულმა პირებმა.

    დეტალურად
  • ვიზიტი მე-11 დისტანციური სწავლებების კონფერენციაზე

    2023 წლის 20 მაისიდან 27 მაისის ჩათვლით ქ. გოლში (ნორვეგიის სამეფო), ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის ორგანიზებით, ჩატარებულ „მე-11 დისტანციური სწავლებების კონფერენციაში" (11th NORDEFCO ADL Conference), მონაწილეობა მიიღო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოადგილემ პოლკოვნიკმა დავით რაზმაძემ, რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსმა პოლკოვნიკმა იმედა გვრიტიშვილმა და დისტანციური სწავლების ცენტრის უფროსმა ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი სხირტლაძემ.

    დეტალურად
  • სასწავლო ვიზიტი ნატოს სკოლა ობერამერგაუს ელექტრონული სწავლების დიზაინის კურსზე

    2023 წლის 6 თებერვლიდან 24 თებერვლამდე გერმანიის ქალაქ ობერამერგაუში დისტანციური სწავლების ცენტრის თანამშრომელმა, მთავარმა სპეციალისტმა სალომე პოპიაშვილმა, მონაწილეობა მიიღო ნატოს სკოლა ობერამერგაუს ელექტრონული სწავლების დიზაინის კურსში.

    დეტალურად
  • განხორციელდა დისტანციური სწავლების ცენტრის ინოვაციური და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა

    სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დისტანციური სწავლების ცენტრი თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული სამხედრო და სამოქალაქო პირებისთვის, წარმატებით ახორციელებს დისტანციურ სწავლების კურსებს.

    დეტალურად
  • საერთაშორისო კონფერენცია „დისტანციური სწავლება, გამოწვევები და შესაძლებლობები“

    სსიპ დავით აღმაშენებლის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში არსებულმა დისტანციური სწავლების ცენტრმა და ნორვეგიის უნივერსიტეტის თავდაცვის უნივერსიტეტის კოლეჯმა (NDUC) ურთიერთ თანამშრომლობის მეშვეობით 2022 წლის 7-8 ნოემბერს განახორციელეს საერთაშორისო კონფერენცია - "დისტანციური სწავლება, გამოწვევები და შესაძლებლობები".

    დეტალურად