ტრენერთა ტრენინგი

კურსის ხანგრძლივობა - სამი კვირა

TOT.DC. 1002

სასერტიფიკატო კურსი

უფასო

სწავლის სინქრონული და ასინქრონული მეთოდი

კურსის განმახორციელებელი პირი - ს/პ თამარ რემიშვილი

სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი,  სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტი, ტრენერი.

კურსი განკუთვნილია - თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში მომუშავე სამხედრო და სამოქალაქო პირი

განხორციელების პერიოდი:

I ნაკადი: 05.11.2024 – 26.11.2024.

 

კურსის მოკლე აღწერა

კურსი განკუთვნილია მათთვის,  ვინც ტრენინგების ჩატარებას ახლა იწყებს, ლექტორებისთვის, რომლებსაც კვალიფიკაციის ამაღლება სურთ  ასევე, გამოცდილი ტრენერებისთვის.

კურსი დაეხმარება ყველას, ვისაც ზრდასრულთა საგანმანათლებლო სფეროში უწევს მუშაობა და თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურის თანამშრომლებთან თუ სტუდენტებთან/იუნკერებთან/მსმენელებთან ყოველდღიურად  აქვს შეხება.

 

კურსის მიზანი

კურსის მიზანია მსმენელები აღიჭურვონ იმ ცოდნითა და უნარებით, რაც საჭიროა ტრენინგის დაგეგმვის, ეფექტურად ჩატარებისა და შეფასებისთვის;

 

დისტანციური კურსის დასრულების შემდეგ კურს დამთავრებული:

  • ერთმანეთისაგან განასხვავებს  ტრენერის, ფასილიტატორის, ქოუჩის და შემფასებლის ფუნქციებს;
  • იაზრებს სწავლების სრულყოფის მუდმივ ციკლს;
  • გამოიმუშავებს ცოდნის გადაცემის ეფექტურ სტილს;
  • ფლობს ლექციის ჩატარების და ინდ./ჯგუფური მუშაობის პრინციპებს;
  • აყალიბებს ვალიდურ სწავლის/შეფასების მეთოდებს;
  • იცავს ტრენინგის დაგეგმვის ეტაპებს;
  • ქმნის საჭიროებაზე დაფუძნებული ტრენინგის სტანდარტულ  მოდულს;
  • ქმნის ტრენინგის შეფასების კითხვარს; 
  • იაზრებს კირკ-პატრიკის მოდელის მნიშვნელობას.

 

დისტანციური კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:

  • მასწავლებლის როლის პროფილი;
  • ტრენერის ოსტატობის საფუძვლები;
  • მოდერაციის ტექნიკა;
  • ეფექტური სწავლება-სწავლების მეთოდები;