სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის დისტანციური სწავლების ცენტრი

დისტანციური სწავლების ცენტრი

დისტანციური სწავლების ცენტრი სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის საგანმანათლებლო ერთეულია, რომელიც ოფიციალურად შეიქმნა 2020 წელს. ცენტრის დაარსების დღიდან აქტიურად მიმდინარეობს სამართლებრივი ბაზის მოწესრიგება, კერძოდ დამტკიცდა დისტანციური სწავლების ცენტრის დებულება და დასაქმებული პირების უფლება-მოვალეობები. თავდაცვის ძალების მეთაურის ბრძანების საფუძველზე შემუშავდა და დამტკიცდა დისტანციური სწავლების შესაძლებლობების განვითარების პოლიტიკა, დისტანციური სწავლების განვითარების სტრატეგია და სამწლიანი სამოქმედო გეგმა.

 

ცენტრის მიზანი

თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დისტანციური სწავლების დანერგვა, განათლების ხელშეწყობა, ხარისხიანი, თანამედროვე და მოქნილი სწავლების უზრუნველყოფის საშუალებების შექმნა, რომელიც დაეფუძნება თანამედროვე ტექნოლოგიებსა და დისტანციური სწავლების პრინციპებს.

 

ცენტრის მთავარი ამოცანა

  • თავდაცვის ძალებისა და თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მომუშავე პერსონალისათვის უწყვეტი, ეფექტური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დისტანციური კურსების დანერგვა, დისტანციური სასწავლო პროცესის ორგანიზება და მხარდაჭერა.
  • სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო პერსონალისათვის განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მხარდაჭერა;
  • ეროვნული თავდაცვის  აკადემიაში დისტანციური სწავლების  სისტემური გამოყენების დანერგვა;
  • ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) სწავლების სტანდარტებთან დაახლოვება.

 

ცენტრის ძირითადი ფუნქციები:

  • დისტანციური კურსების შეთავაზება თავდაცვის ძალებისა და თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მომუშავე სამხედრო და სამოქალაქო პირებისთვის.
  • ცენტრის განვითარების ხელშეწყობა;
  • დისტანციური სწავლების პროცესის დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება;
  • ინოვაციური და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი დისტანციური კურსების მხარდაჭერა განახლებასა და დახვეწაში;
  • დისტანციური სწავლების პროცესის მონიტორინგის უზრუნველყოფა;
  • სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად და სასწავლო კურსებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად, საინფორმაციო უზრუნველყოფისათვის აუცილებელი მასალების, გზამკვლევებისა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება.
  • კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
  • დისტანციური სწავლების პოპულარიზაცია, როგორც ეროვნული  თავდაცვის აკადემიაში, ასევე თავდაცვის ძალებში.