“მე” კონცეფცია

საკუთარი თავისა და შესაძლებლობების შესწავლა თანამშრომლებს ეხმარება მნიშვნელოვანი უნარებისა და თვისებების გამოვლენაში, რომელიც აუცილებელია პირადი და პროფესიული წარმატებისთვის.

დეტალურად
ეფექტური კომუნიკაცია

ეფექტური კომუნიკაცია, თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა - ნებისმიერი დაწესებულების ეფექტიანი ფუნქციონირების საყრდენს წარმოადგენს. ეს არის კომპლექსური და დინამიური პროცესების ჯაჭვი, რომელიც უზრუნველყოფს ინდივიდებისა და ჯგუფების კოორდინირებულ მოქმედებას და მნიშვნელოვან როლს ასრულებს სოციალიზაციის, გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემების მართვაში. 

დეტალურად
შეიარაღებული კონფლიქტების სამართალი

შეიარაღებული კონფლიქტების სამართალი წარმოადგენს ფუნდამენტურ სამართლებრივ ბაზისს ყველა იმ სამხედროსთვის, რომლებიც გეგმავენ და ასრულებენ, როგორც საბრძოლო, ისე სამოქალაქო მხარდაჭერის ოპერაციებს, რადგანაც მათ ზუსტად უნდა იცოდნენ ყველა ის შეზღუდვა და აკრძალვა საომარ სიტუაციაში, რაც იცავს სამხედროებს ომის დანაშაულის ჩადენისაგან. კურსის განმავლობაში მსმენელები გააცნობიერებენ შეიარაღებული კონფლიქტების სამართლის  პრინციპებს.

დეტალურად
საბრძოლო სტრესი

სტრესი სამხედრო და სამოქალაქო პირებისთვის გარდაუვალი რეალობაა საბრძოლო მოქმედებების დროს. კურსის განმავლობაში მსმენელებს შესაძლებლობა მიეცემათ გააცნობიერონ სტრესის  დადებითი და უარყოფითი  შედეგები და ის გართულებები, რომლებმაც შესაძლოა თავი იჩინონ ნებისმიერი სტრესული სიტუაციის და განსაკუთრებით, საბრძოლო მოქმედებების დროს. კურსის აქტუალობაა - კონფლიქტის იდენტიფიკაციის, მართვისა და თავიდან აცილების ხერხების ცოდნა, მისი არსებობის შემთხვევაში კი, კონსტრუქციული გზით მოგვარება.

დეტალურად
კონფლიქტების მართვა

მსმენელები გააცნობიერებენ თანამედროვე გლობალური უსაფრთხოების გარემოს შექმნაში კონფლიქტის როლს, მისი თავისებურებებს, განვითარების პერსპექტივებს, ძირითად ტენდენციებსა და გამოწვევებს. კურსის განმავლობაში მსმენელები აიმაღლებენ ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოახდინონ კონფლიქტის იდენტიფიკაცია, როგორ უნდა მართონ ის, ასევე თუ რა ხერხები შეიძლება გამოიყენონ კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად და რა კონსტრუქციული გზები შეიძლება მოძებნონ.  

დეტალურად
აკადემიური წერა

წერის უნარი ერთ-ერთი იმ უნართაგანია, რომელიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ადამიანის აკადემიურ და პერსონალურ წარმატებას მთელი ცხოვრების განმავლობაში. ამ უნარების დაუფლება არ არის რთული. მთავარია იმ საკვანძო პრინციპებისა და ხერხების შესწავლა, რომელიც აუცილებელია გამართული, არგუმენტირებული და დამაჯერებელი აკადემიური ტექსტის შესაქმნელად.  

აკადემიური წერის უნარ-ჩვევები - ნებისმიერი დაწესებულების ეფექტიანი ფუნქციონირების საყრდენს წარმოადგენს. ეს არის კომპლექსური და დინამიური პროცესების ჯაჭვი, რომელიც უზრუნველყოფს აკადემიურ სივრცეში გამოყენებული ტექსტების სახეობებისა და მათი შექმნის წესების დაუფლებას. აგრეთვე თეზისების ჩამოყალიბების, პოზიციის არგუმენტირებულად დასაბუთებისა და გამოხატვის წესების დაცვის უნარ-ჩვევების გამომუშავებას.  

სწორედ ამას ემსახურება აღნიშნული დისტანციური კურსი, რაც ხელს შეუწყობს მსმენელებმა წარმატებით გამოიყენონ მიღებული ინფორმაცია და უნარ-რჩევები პროფესიულ საქმიანობაში. 

დეტალურად
გენდერი

მსმენელები გაეცნობიან გენდერის ცნებას, მის კულტურულ და სოციალურ ფაქტორებს, სტერეოტიპებს და გენდერულ მეინსტრიმინგს. უსაფრთოხების სექტორში გენდერული თანასწორობის კანონზომი ერებებს და გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 და თანმდევ რეზოლუციებს; 

დეტალურად
ქვედანაყოფის მართვის პროცედურები

კურსის განმავლობაში მსმენელი გაიაზრებს დაგეგმვის ყველა საფეხურსა და მნიშვნელობას საბრძოლო ბრძანების შემუშავების დროს. კურსი აქტუალურია ყველა იმ უმცროსი ოფიცრისა და სერჟანტისთვის, რომლებსაც ყოველდღიურ საქმიანობაში უწევთ ზემდგომისგან მიღებული ბრძანებების დამუშავება და ოცეულის დონეზე მისი შესრულება.

დეტალურად
სამხედრო ადმინისტრაცია

კურსის განმავლობაში მსმენელები დოკუმენტის პრაქტიკულად შექმნით გააცნობიერებენ სამხედრო ადმინისტრაციის არსს სამსახურეობრივ საქმიანობაში. კურსი აქტუალურია ყველა იმ უმცროს ოფიცერთა კატეგორიისთვის და სამოქალაქო პერსონალისათვის, რომლებსაც ყოველდღიურ საქმიანობაში სამსახურეობრივი შეხება აქვთ მინისტრის ბრძანებებთან და თავდაცვის ძალების მეთაურის მარეგულირებელ დოკუმენტებთან.

დეტალურად