აკადემიის მეთაურის ბრიგადის გენერალ მამია ბალახაძის მიმართვა 2026 წელი

ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეთაურის ბრიგადის გენერალ მამია ბალახაძის მიმართვა 2026 წელი

საქართველოს წინაშე არსებული უსაფრთხოების თანამედროვე გარემო და სახელმწიფოს წინაშე მდგომი გამოწვევები განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს ეროვნული თავდაცვის სისტემას. ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცება და თავდაცვისუნარიანობის მდგრადი განვითარება პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად შეძლებს სახელმწიფო მომავალი თაობის ოფიცერთა პროფესიულ, ინტელექტუალურ და ზნეობრივ ჩამოყალიბებას. ამ პროცესში გადამწყვეტ როლს ასრულებს სამხედრო საგანმანათლებლო სისტემა, რომლის ამოცანაა ისეთი სამხედრო ლიდერების აღზრდა, რომლებიც ფლობენ თანამედროვე სამხედრო ცოდნას, კრიტიკული და სტრატეგიული აზროვნების უნარს, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების პასუხისმგებლობას და მზადყოფნას - უანგაროდ ემსახურონ საქართველოსა და მის ეროვნულ ინტერესებს, შესაბამისად:

დემოკრატიული, ძლიერი და წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობისთვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის უზრუნველყოფა ეროვნული ფასეულობების, ღირებულებების, ლიდერისთვის დამახასიათებელი აუცილებელი უნარ-ჩვევების, საუკეთესო სამხედრო და აკადემიური განათლების მქონე, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოფიცერთა შემადგენლობით.

აღნიშნული ამოცანის შესრულების მიზნით, აუცილებელია აკადემიაში უზრუნველყოფილ იქნას იუნკერთა სასწავლო ბატალიონის, უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების, სწავლებების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის, სპორტისა და ფიზიკური მომზადების განყოფილების, ბიბლიოთეკის, სპორტული კომპლექსის, ინოვაციების, სამეცნიერო-კვლევითი, საგამოცდო და დისტანციური სწავლების ცენტრების ეფექტიანი ფუნქციონირება.

აკადემიის საქმიანობა დაფუძნებული უნდა იყოს იუნკერზე/მსმენელზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნაზე. აკადემიაში დასაქმებულმა მაღალი კვალიფიკაციის მქონე სამხედრო/სამოქალაქო მოსამსახურეებმა, ინსტრუქტორებმა, სამეცნიერო, აკადემიურმა და მოწვეულმა პერსონალმა, უნდა უზრუნველყონ იუნკერთა და მსმენელთა აღზრდა შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: სამშობლო, ღირსება, ერთგულება, სიმამაცე, პატივისცემა, პატიოსნება, ცოდნა და უანგარო სამსახური.

მომავალი ღირსეული და პროფესიონალი ოფიცრების აღზრდისთვის აკადემია ახორციელებს ლიდერობის პროგრამას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სამხედრო ლიდერის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება და განვითარება. აღსანიშნავია, რომ აკადემიაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ამოცანით მართვის ფილოსოფიის გააზრებას და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას. „ამოცანით მართვის“ კულტურის დანერგვით აკადემიის კურსდამთავრებულებს, შემდგომში როგორც უმცროს მეთაურებს საჭიროების შემთხვევაში შეეძლებათ ინიციატივის გამოჩენა, გონივრული რისკების აღება და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება.

ოფიცრის საწყისი სამხედრო განათლების სტანდარტების მისაღწევად აკადემიაში დანერგილია და ხორციელდება სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამები და სამხედრო კურსები (სამხედრო საქმე), რომლებშიც ძირითადი აქცენტი უნდა გაკეთდეს სამხედრო პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება-გაძლიერებაზე.

აღსანიშნავია, რომ აკადემია ახორციელებს ისეთ სამხედრო სწავლებებს, როგორებიც არის: მარტოხელა მებრძოლის, სამთო მომზადების, წყალზე მომზადების, აერომობილური მომზადების კურსებს, ზამთრის ტაქტიკურ სწავლებას რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში, ახლო მანძილზე სროლებს (სტრესული სროლები), უპილოტო საფრენი აპარატების (დრონები) სწავლებას, HC2 Patrool-ის სწავლებას, სიმულაციური ტაქტიკურ სწავლებას JTEC-ში და სხვ.

აღნიშნულ კურსებს/სწავლებებს იუნკერები ქვეყნის მასშტაბით თავდაცვის ძალების შესაბამის ბაზებზე გაივლიან.

აკადემია, როგორც სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მუდმივად დგას მრავალმხრივი გამოწვევების წინაშე. ჩვენს მიერ ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარე, უპირველეს მიზანს წარმოადგენს, აკადემიის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. აკადემიის მიზანია იუნკერებისა და მსმენელებისათვის ისეთი სახის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიცემა, რაც დააკმაყოფილებს თავდაცვის სისტემაში არსებულ საჭიროებებს. გარდა ამისა, აკადემია მუდმივად უნდა იყოს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე საგანმანათლებლო სივრცეში არსებულ მოთხოვნებთან თანხვედრაში.

აკადემია ბოლონიის პროცესის მიზნების მისაღწევად წარმატებით ახორციელებს: სწავლა/სწავლების ხარისხის მუდმივ განვითარებას, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ინტერნაციონალიზაციას, პარტნიორი ქვეყნების საგანმანათლებლო დაწესებულებებთან უწყვეტ თანამშრომლობას, იუნკერების/მსმენელებისა და აკადემიის პირადი შემადგენლობის გაცვლით პროგრამებს საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში. ზემოხსენებული აქტივობების მეშვეობით, აკადემია სრულად აკმაყოფილებს საგანმანათლებლო პროგრამების მიმართ არსებულ როგორც შიდასახელმწიფოებრივ, ისე საერთაშორისო სტანდარტებს.

აკადემიის პირადმა შემადგენლობამ, როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პირებმა კიდევ უფრო მეტად უნდა გაითავისონ აკადემიის მნიშვნელობა და როლი მომავალი სამხედრო ლიდერების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, რაც უზრუნველყოფს აკადემიის მზაობას - წარმატებით გაართვას თავი მის წინაშე არსებულ ყველა გამოწვევას.

2025 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანალიზის შემდგომ, 2026 წლისათვის აკადემიის საქმიანობის გაუმჯობესებისა და განვითარებისათვის აკადემიის ძირითად პრიორიტეტებს წარმოადგენს ინსტიტუციური განვითარება, ნატო-ს აკრედიტაცია, არსებული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება და სამაგისტრო პროგრამაზე სამხედრო, სახელმწიფოს უსაფრთხოების სფეროში დასაქმებული და სამოქალაქო პირების მიღება. ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაზე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაუმჯობესება, დისტანციური სწავლების ცენტრის კიდევ უფრო განვითარება, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება და ერთობლივი საერთაშორისო პროექტების განხორციელება. ასევე, იუნკერთა/მსმენელთა სამხედრო მომზადების დონის ამაღლება და მათთვის ახალი კურსების შეთავაზება.

2025 წელს შექმნილ ოკუპაციის მუზეუმს, გაერთიანებული საქართველოს მეფეების, ქართველთა ლაშქრობების და ბრძოლების, სამხედრო ძალების ევოლუციის, უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ ქართველი ერის ბრძოლის ისტორიის, ქართული ფორტიფიკაციისა და საბრძოლო იარაღის განვითარების სასწავლო-შემეცნებით სივრცეებს დაემატება ახალი სასწავლო სივრცეები. აგრეთვე გაგრძელდება პირად შემადგენლობაზე ზრუნვა, სოციალური პაკეტის გაუმჯობესება, სტიპენდიების მატება, ბაზის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ლოჯისტიკური განვითარება, აკადემიის შესახებ ცნობადობის ამაღლების ღონისძიებები და სხვა.

ჩემთვის დიდი პატივია ვემსახურო ჩვენს ქვეყანას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალებს სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეთაურის რანგში. ჩვენ, აკადემიის სამეთაურო რგოლი, პირად შემადგენლობასთან ერთად, ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა მიღწეულ იქნას აკადემიის მიერ დასახული მიზნები და ამოცანები.

აკადემიის წინაშე დასახული მიზნებისა და ამოცანების უზრუნველსაყოფად, წარმოგიდგენთ 2026 წლის ხედვას, როგორც სახელმძღვანელო დოკუმენტს.

იხილეთ:https://shorturl.at/OHe0p

დეტალურად
რუმინეთის სახმელეთო ძალების აკადემიის წარმომადგენლები აკადემიაში

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულმა თავდაცვის აკადემიამ უმასპინძლა რუმინეთის ნიკოლაე ბალჩესკუს სახელობის სახმელეთო ძალების აკადემიის და უნგრეთის ლუდოვიკას საჯარო სამსახურის ეროვნული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების თანამშრომლებს და „ერასმუს+“ პროგრამის კოორდინატორებს.

აკადემია მჭიდროდ თანამშრომლობს აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ორმხრივი თანამშრომლობისა და „ერასმუს+“ პროგრამის ფარგლებში.

ვიზიტის დროს განხორციელდა სამუშაო შეხვედრები აკადემიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან, რომლის დროსაც მოხდა მიმდინარე თანამშრომლობის საკითხების შეჯამება და სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვა, რაც მეტად მნიშვნელოვანია აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების და შემდგომი განვითარებისათვის.

დეტალურად
კურსი „სტრატეგიული ოპერაციები ტერორიზმისა და ამბოხებულთა წინააღმდეგ“

სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებისთვის წარმატებით ჩატარდა ნატოს სტანდარტებით შექმნილი ხუთდღიანი სასწავლო კურსი „სტრატეგიული ოპერაციები ტერორიზმისა და ამბოხებულთა წინააღმდეგ“.

კურსში მონაწილეობა მიიღო თავდაცვის სამინისტროს სისტემის 19-მა წარმომადგენელმა თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფებიდან.

კურსის მიზანი იყო მონაწილეთათვის თეორიული ცოდნის გადაცემა და პრაქტიკული უნარების გაღრმავება, რათა მათ შეძლონ ეფექტურად გაუმკლავდნენ ტერორიზმისა და ამბოხებული მოძრაობებისგან მომდინარე საფრთხეებს. სწავლების შინაარსი ითვალისწინებდა თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევებზე რეაგირებისთვის აუცილებელი სტრატეგიული ხედვის, ანალიზისა და ოპერაციული დაგეგმვის უნარების განვითარებას.

სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.

ეროვნული თავდაცვის აკადემია მომავალშიც გააგრძელებს ნატოს სტანდარტებით შექმნილი სასწავლო პროგრამების განხორციელებას, რაც ხელს შეუწყობს თავდაცვის ძალების წარმომადგენელთა უწყვეტ განვითარებას.

დეტალურად
სასწავლო კურსი „ეფექტური კომუნიკაცია“

სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის წარმატებით ჩატარდა სასწავლო კურსი „ეფექტური კომუნიკაცია“.

სასწავლო კურსი განხორციელდა სამ ეტაპად და მასში მონაწილეობა მიიღო სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის 44-მა თანამშრომელმა.

კურსის მიზანს წარმოადგენდა ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული სამხედრო და სამოქალაქო პერსონალისთვის.

სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.

ეროვნული თავდაცვის აკადემია მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი ტიპის სასწავლო კურსების ორგანიზებას, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის განათლების მიღების ხელმისაწვდომობას და ხელს შეუწყობს სამხედრო მოსამსახურეების და სამოქალაქო პერსონალის უწყვეტი განვითარების შესაძლებლობას.

დეტალურად
პარტნიორობა მშვიდობისთვის კონსორციუმის დისტანციური სწავლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიამ, ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში უმასპინძლა პარტნიორობა მშვიდობისთვის კონსორციუმის დისტანციური სწავლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრას თემაზე: „დისტანციური სწავლების და ხელოვნური ინტელექტის როლი სამხედრო მზადყოფნისა და სწავლების გაუმჯობესებაში“.
შეხვედრაში ეროვნული თავდაცვის აკადემიასთან ერთად  მონაწილეობა მიიღეს ათი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა.
ღონისძიება გახსნა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ზურაბ ზერეკიძემ.
აღნიშნული შეხვედრა მიზნად ისახავდა ნატოს მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის ციფრული განათლების სფეროში ცოდნის გაზიარებას, ახალი ტენდენციების განხილვას და ერთობლივი სტრატეგიების შემუშავებას.
სამუშაო შეხვედრის ძირითადი საკითხები მოიცავდა: ციფრული სასწავლო მასალების გაზიარებას მოკავშირე ქვეყნებს შორის, ახალი სტრატეგიების განხილვასა და პრაქტიკულ მიდგომებს, დისტანციური სწავლების როლს ინფორმაციულ და ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებაში, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს სამხედრო მომზადებაში.
შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს დისტანციური სწავლებისა და ხელოვნური ინტელექტის როლზე სამხედრო მომზადების გაუმჯობესებაში და განიხილეს, თუ როგორ შეიძლება ახალი ტექნოლოგიების ეფექტური ინტეგრაცია თავდაცვის სფეროში.

დეტალურად
აშშ-ს ფლორიდის შტატში ქ. ორლანდოში გამართული ინდუსტრიული სწავლების კონფერენცია

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიასა და ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის კოლეჯს შორის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, აშშ-ს ფლორიდის შტატში, ქ. ორლანდოში გამართულ ინდუსტრიული სწავლების, სიმულაციისა და განათლების კონფერენციაზე დაესწრნენ ეროვნული თავდაცვის აკადემიის დისტანციური სწავლების ცენტრის უფროსი ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი სხირტლაძე და დისტანციური სწავლების ცენტრის სწავლების ადმინისტრატორი ნინო კანდელაკი.

აღნიშნული კონფერენცია მსოფლიოში უდიდესი ღონისძიებაა მოდელირების, სიმულაციისა და ტრენინგის მიმართულებით, რომელიც მოიცავს კვლევითი სტატიების პრეზენტაციებს, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოფენებს და სხვა. ღონისძიების ორგანიზატორია აშშ-ის ეროვნული ტრენინგისა და სიმულაციის ასოციაცია, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას სწავლების, განათლების ანალიზისა და მასთან დაკავშირებული დისციპლინების მიმართულებით.

ღონისძიების ფარგლებში აკადემიის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს სასწავლო ტექნოლოგიების გლობალური პარტნიორობის ქსელის დირექტორატის შეხვედრაში, სადაც დისტანციური სწავლების ცენტრის უფროსმა წარადგინა მოხსენება ცენტრის საქმიანობისა და მიღწევების შესახებ.

დეტალურად
აკადემიის დისტანციური სწავლების რიგით მესამე საერთაშორისო კონფერენცია

სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიამ და ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის კოლეჯმა (NDUC) ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში 2024 წლის 16-17 ოქტომბერს ქ. თბილისში, სასტუმრო ჰილტონ გარდენ ინნ - ში ჰიბრიდულ ფორმატში ჩაატარეს დისტანციური სწავლების რიგით მესამე საერთაშორისო კონფერენცია თემაზე - „ დისტანციური სწავლების გამოწვევები და მომავალი“, სადაც მონაწილეობა მიიღეს ათი ქვეყნის წარმომადგენლებმა და მათ შორის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულმა პირებმა. კონფერენცია გახსნა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ.

კონფერენციას ესწრებოდნენ ბრიგადის გენერალი ულე ანდერს უე, რომელიც წარმოადგენდა ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის კოლეჯს და ბულგარეთის რაკოვსკის სახელობის ეროვნული თავდაცვის კოლეჯის რექტორი გენერალ მაიორი სტაიკო პროკოპიევი.

კონფერენციაზე ისაუბრეს დისტანციური სწავლების ისეთ აქტუალურ საკითხებზე როგორიცაა: მოტივაცია, კიბერუსაფრთხოება, ხელოვნური ინტელექტი, ახალი ტექნოლოგიები და სხვა.

კონფერენციის დასასრულს მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება, იდეები, ინოვაციური მიდგომების დისტანციური სწავლების შესახებ და დაგეგმეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

დეტალურად
სემინარი დისტანციური სწავლების შესაძლებლობების განვითარება

სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული  თავდაცვის აკადემიის თანამშრომლებისთვის, აკადემიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ნატოს თავდაცვის განათლების განვითარების პროგრამის ელექტრონული აკადემიის (NATO DEEP eAcademy) წარმომადგენელმა ჩაატარა სემინარი თემაზე: დისტანციური სწავლების შესაძლებლობების განვითარება. სემინარის მიზანი იყო თანამედროვე საგანმანათლებლო პრაქტიკების და ტექნოლოგიების გამოყენება სამხედრო განათლებაში, რაც ხელს შეუწყობს დისტანციური სწავლების შესაძლებლობების გაძლიერებას ეროვნული თავდაცვის აკადემიაში. სემინარი მოიცავდა ისეთ აქტუალურ თემებს როგორიცაა: თავდაცვის განათლების განვითარების პროგრამის ელექტრონული აკადემიის საუკეთესო პრაქტიკები სამხედრო განათლებაში, ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოები, CAMEL-T&T პროგრამის მაგალითი თუ როგორ შეიძლება ტექნოლოგიური მიღწევები გამოყენებულ იქნეს სამხედრო სწავლებისას.

დეტალურად
აკადემიის დისტანციური სწავლების ცენტრის თანამშრომლები სამუშაო ვიზიტით პოლონეთში

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დისტანციური სწავლების ცენტრის თანამშრომლები - ვიცე-პოლკოვნიკი რომან ჯავრიშვილი, ნინო კანდელაკი და სალომე პოპიაშვილი პოლონეთში სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ. ერთობლივი პრაქტიკული სამუშაო შეხვედრა - ILIAS BOOTCAMP ქალაქ ოლსტინში  ნატოს თავდაცვის განათლების განვითარების პროგრამის ელექტრონული აკადემიისა (NATO DEEP E-academy) და  პოლონური ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა. სამუშაო შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სწავლების მართვის სისტემის ILIAS სასწავლო პლატფორმის ადმინისტრირებისათვის საჭირო  ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. სამუშაო შეხვედრა მოიცავდა აქტუალურ საკითხებს, რაც აუცილებელია სასწავლო პლატფორმის ეფექტიანად მართვისთვის.

სამუშაო შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ საქართველოს, უკრაინისა და  ტუნისის წარმომადგენლები.

მსგავსი სამუშაო შეხვედრები მიზნად ისახავს პარტნიორ ორგანიზაციებთან ურთიერთანამშრომლობას, ასევე, მონაწილეებს გამოცდილების გაზიარების საშუალებას აძლევს.

დეტალურად
აკადემიაში მიმდინარე ნატოს ინსტიტუციური აკრედიტაციის მოპოვების პროცესის შესახებ

სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მიმდინარეობს ღონისძიებები ნატოს ინსტიტუციური აკრედიტაციის მოპოვების მიზნით. დაგეგმილი აქტივობების დასრულების შემდეგ მოხდება  აკადემიის ორგანიზაციული და სასწავლო პროცესების მართვის ციკლის შესაბამისობა ნატო-ს სტანდარტებთან და მიღებული იქნება ინსტიტუციურ აკრედიტაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება.
აკადემიის, ხილვა უკვე შესაძლებელია ნატოს ხარისხის უზრუნველყოფის საინფორმაციო  პორტალზე (NATO QA HUB)
https://qa.sidecloud.net/newcomers/national-defence-academy-georgia

დეტალურად
ყოველწლიური კონფერენცია შვედეთში ქალაქ ჰალმშტადში

შვედეთში, ქ. ჰალმშტადში ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის კოლეჯის მოწვევით ეროვნული თავდაცვის აკადემიის დისტანციური სწავლების ცენტრის თანამშრომლები ვიცე-პოლკოვნიკი რომან ჯავრიშვილი და ნინო კანდელაკი, შტაბის G-5 თანამშრომელი დაჩი მამულაშვილი დაესწრნენ დისტანციური სწავლების მე-12 ყოველწლიურ კონფერენციას (NORDEFCO ADL 2024).

კონფერენციას ესწრებოდა 14 ქვეყნის 120 წარმომადგენელი. მთავარ მომხსენებლებად წარმოდგენილი იყვნენ პირები სკანდინავიური ქვეყნებიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან, გაერთიანებული სამეფოდან, ნიდერლანდებიდან, იტალიიდან და რუმინეთიდან.

დისტანციური სწავლების კონფერენციის ძირითადი მიმართულებები გახლდათ: დისტანციური სწავლების სასწავლო ინსტრუმენტები, სწავლების მეთოდოლოგია, ტექნოლოგია, ანიმაციების და გრაფიკის დამზადება, ვიდეო ლექციების შემუშავება, სასწავლო ტექნოლოგიების პრაქტიკული გამოყენება და შერეული დისტანციური სასწავლო კურსების შემუშავება.

კონფერენციის განმავლობაში გარდა მთავარი მომხსენებლებისა, მიმდინარეობდა პარალელური სასესიო შეხვედრები, რომელიც საშუალებას აძლევდა დამსწრე აუდიტორიას გარკვეული დიალოგების და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამოვლინების. ასევე წარმოდგენილი იყო ვირტუალური რეალობის გამოფენის სივრცე, სადაც უშუალოდ მიმდინარეობდა პრაქტიკული გამოყენება სხვადასხვა ტექნოლოგიების.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები სასწავლო დაწესებულებებს შორის ავითარებს სოციალურ და კომუნიკაციურ უნარებს, მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ, რაც შეიძლება მეტი ცოდნა თანამედროვე ტექნოლოგიური გამოწვევების შესახებ და შეიძინონ გამოცდილება მსგავს სფეროებში.

დეტალურად
სამუშაო ვიზიტი ბულგარეთში

2024 წლის აპრილის პერიოდში, ეროვნული თავდაცვის აკადემიის დელეგაცია, აკადემიის რექტორის, ბრიგადის გენერალ მამია ბალახაძის ხელმძღვანელობით, ერასმუს + პროგრამის ფარგლებში სამუშაო სახის ვიზიტით ბულგარეთის რაკოვსკის ეროვნული თავდაცვის კოლეჯში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში აკადემიის დელეგაცია დაესწრო ბულგარეთის რაკოვსკის ეროვნული თავდაცვის კოლეჯში გამართულ სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც ეძღვნებოდა ბულგარეთის ნატოში გაწევრიანების 20 წლისთავს. აღნიშნულ კონფერენციას ესწრებოდნენ სხვადასხვა ორგანიზაციებისა და უცხოური სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები.
ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლებს რაკოვსკის ეროვნული თავდაცვის კოლეჯის რექტორმა, გენერალ-მაიორმა თოდორ დოჩევმა უმასპინძლა. ვიზიტის განმავლობაში გაიმართა სამუშაო სახის შეხვედრები, სადაც მხარეებმა მემორანდუმის ფარგლებში არსებულ და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.

დეტალურად
დანიის სამეფოს თავდაცვის ატაშეს ვიზიტი აკადემიაში

ეროვნული თავდაცვის აკადემიას სამუშაო ვიზიტით დანიის სამეფოს თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი იენს ერიკ ჰიორტი და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესტუმრნენ. მათ აკადემიის რექტორის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ლევან ქავთარაძემ და რექტორის მოადგილემ, პოლკოვნიკმა დავით რაზმაძემ უმასპინძლეს.

სამუშაო შეხვედრაზე მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. დანიელმა სტუმრებმა აკადემიის ინფრასტრუქტურაც დაათვალიერეს. რექტორის პირველმა მოადგილემ დანიის თავდაცვის ატაშეს მადლობა გადაუხადა დანიური მხარის მიერ ეროვნული თავდაცვის აკადემიისთვის გაწეული მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. აღსანიშნავია, რომ ეროვნული თავდაცვის აკადემია დანიის სამეფო თავდაცვის კოლეჯთან სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მიმართულებით თანამშრომლობს. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, მიმდინარე წელს ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციის ჩატარება იგეგმება.

მსგავსი სახის შეხვედრები ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას უწყობს ხელს და გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად.

დეტალურად
სამუშაო ვიზიტი ნორვეგიაში

2024 წლის 12-16 თებერვალს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე თანმხლებ პირებთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის კოლეჯში, რომელთანაც აკადემიას მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს, როგორც გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, ასევე დისტანციური სწავლების განვითარების მიმართულებით.

აკადემიის რექტორის სამუშაო ვიზიტი ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის კოლეჯში დაიწყო შეხვედრით კოლეჯის შტაბის უფროსთან, ბრიგადის გენერალ ოულე ანდერს ოუისთან. შეხვედრის დროს, მასპინძელმა მხარემ აკადემიის წარმომადგენლებს გააცნო პრეზენტაცია ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის კოლეჯის, მისი ხარისხის მართვის სისტემის, დისტანციური სწავლების, აკადემიური კურსების მხარდაჭერის და სამხედრო ოპერაციების ახალი სამაგისტრო პროგრამის შესახებ. მომდევნო დღეს კი, ვიზიტი  გაგრძელდა ნორვეგიის ომის კოლეჯში.

ვიზიტის განმავლობაში დაიგეგმა ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის კოლეჯის მე-3 ერთობლივი დისტანციური სწავლების საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ჩატარდება მიმდინარე წლის ოქტომბერში. ნორვეგიელი კოლეგების მიერ მოხდა გამოცდილების გაზიარება კოლეჯის საერთაშორისო პროგრამების შესახებ და გამოიკვეთა თანამშრომლობის ახალი სფეროები.

ვიზიტის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, რომელსაც ხელი მოაწერეს აკადემიის რექტორმა ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ და კოლეჯის შტაბის უფროსმა ბრიგადის გენერალმა ოულე ანდერს ოუიმ. ოფიციალური შეხვედრების გარდა, ვიზიტი ასევე დატვირთული იყო კულტურული ღონისძიებებით, რომლის დროსაც აკადემიის წარმომადგენლებმა მოინახულეს მასპინძელი ქვეყნის კულტურული და ისტორიულ ადგილები.

დეტალურად
სამუშაო ვიზიტი პოლონეთში

2024 წლის 26 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით  ქ. ვარშავაში და ქ. ოლშტინში (პოლონეთის რესპუბლიკა), ნატოს თავდაცვის განათლების განვითარების პროგრამის, ელექტრონული აკადემიის (NATO DEEP E-Academy) ორგანიზებით, ჩატარებულ გაფართოებულ  სასწავლო სემინარში, მონაწილეობა მიიღო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოადგილემ პოლკოვნიკმა დავით რაზმაძემ, დისტანციური სწავლების ცენტრის უფროსმა ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი სხირტლაძემ, უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის უფროსმა ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა კლიმიაშვილმა და იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაურმა ვიცე-პოლკოვნიკმა მანუჩარ დვალიშვილმა.

დეტალურად
სამუშაო ვიზიტი ნორვეგიაში

2024 წლის 12-16 თებერვალს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე თანმხლებ პირებთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის კოლეჯში, რომელთანაც აკადემიას მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს, როგორც გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, ასევე დისტანციური სწავლების განვითარების მიმართულებით.

დეტალურად
სასწავლო ვიზიტი ნატოს სკოლა ობერამერგაუს სწავლების სისტემური მიდგომის კურსზე

2024 წლის 22 იანვრიდან 26 იანვრის ჩათვლით, NATO-ს სკოლა ობერამერგაუს ორგანიზებით განხორციელდა NATO სისტემური მიდგომა ტრენინგებთან მიმართებაში/SYSTEM APPROACH TRAINING COURSE - NATO SCHOOL OBERAMERGAU

დეტალურად
სასწავლო ვიზიტი ნატოს სკოლა ობერამერგაუს ელექტრონული სწავლების დიზაინის კურსზე

2023 წლის 2 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით ნატოს სკოლის ორგანიზებით განხორციელდა  NATO-ს ელექტრონული სწავლების დიზაინის კურსი / NATO eLearning Instructional Design Course (S7-126-B), სადაც მიწვეული ვიყავი როგორც მსმენელი ეროვნული თავდაცვის აკადემიის დისტანციური სწავლების ცენტრიდან. NATO-ს სკოლის ორგანიზებით პროგრამას უძღვებოდნენ ნატოს სკოლის დისტანციური სწავლების ცენტრის დირექტორი და მოწვეული დისტანციური სწავლების ამერიკელი და გერმანელი ისტრუქტორები.

დეტალურად
სამსახურთაშორისი/ინდუსტრიული ტრენინგის, სიმულაციისა და განათლების კონფერენცია (I/ITSEC) 2023

2023 წლის 24 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით აშშ-ის შტატ ფლორიდაში, კერძოდ ორლანდოში გაიმართა სამსახურთაშორისი/ინდუსტრიული სწავლების, სიმულაციისა და განათლების კონფერენცია (I/ITSEC).

დეტალურად
რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენცია

სსიპ-დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიამ და ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის კოლეჯმა (NDUC), ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში 2023 წლის 10-11 ოქტომბერს ქ. თბილისში (სასტუმრო ბილტმორში) ჩატაარეს ჰიბრიდულ რეჟიმში რიგით მეორე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია თემაზე - „დისტანციური სწავლება, გამოწვევები და მომავალი“, სადაც მონაწილეობა მიიღეს სხვადასხა ქვეყნის წარმომადგენლებმა, მათ შორის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულმა პირებმა.

დეტალურად
ვიზიტი მე-11 დისტანციური სწავლებების კონფერენციაზე

2023 წლის 20 მაისიდან 27 მაისის ჩათვლით ქ. გოლში (ნორვეგიის სამეფო), ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის ორგანიზებით, ჩატარებულ „მე-11 დისტანციური სწავლებების კონფერენციაში" (11th NORDEFCO ADL Conference), მონაწილეობა მიიღო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოადგილემ პოლკოვნიკმა დავით რაზმაძემ, რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსმა პოლკოვნიკმა იმედა გვრიტიშვილმა და დისტანციური სწავლების ცენტრის უფროსმა ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი სხირტლაძემ.

დეტალურად
სასწავლო ვიზიტი ნატოს სკოლა ობერამერგაუს ელექტრონული სწავლების დიზაინის კურსზე

2023 წლის 6 თებერვლიდან 24 თებერვლამდე გერმანიის ქალაქ ობერამერგაუში დისტანციური სწავლების ცენტრის თანამშრომელმა, მთავარმა სპეციალისტმა სალომე პოპიაშვილმა, მონაწილეობა მიიღო ნატოს სკოლა ობერამერგაუს ელექტრონული სწავლების დიზაინის კურსში.

დეტალურად
განხორციელდა დისტანციური სწავლების ცენტრის ინოვაციური და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა

სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დისტანციური სწავლების ცენტრი თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული სამხედრო და სამოქალაქო პირებისთვის, წარმატებით ახორციელებს დისტანციურ სწავლების კურსებს.

დეტალურად
საერთაშორისო კონფერენცია „დისტანციური სწავლება, გამოწვევები და შესაძლებლობები“

სსიპ დავით აღმაშენებლის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში არსებულმა დისტანციური სწავლების ცენტრმა და ნორვეგიის უნივერსიტეტის თავდაცვის უნივერსიტეტის კოლეჯმა (NDUC) ურთიერთ თანამშრომლობის მეშვეობით 2022 წლის 7-8 ნოემბერს განახორციელეს საერთაშორისო კონფერენცია - "დისტანციური სწავლება, გამოწვევები და შესაძლებლობები".

დეტალურად
სამსახურთაშორისი/ინდუსტრიული ტრენინგის, სიმულაციისა და განათლების კონფერენცია 2022

2022 წლის დეკემბერში აშშ-ის შტატ ფლორიდაში, კერძოდ ორლანდოში გაიმართა სამსახურთაშორისი/ინდუსტრიული ტრენინგის, სიმულაციისა და განათლების კონფერენცია (I/ITSEC), რომელსაც დაესწრნენ ეროვნული თავდაცვის აკადმეიის დისტანციური სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი ვიცე-პოლკოვნიკი შალვა გელაძე და ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის პირველი მოადგილე პოლკოვნილკი ლევან ქავთარაძე.

 

დეტალურად
ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის კოლეჯის ვიზიტი აკადემიაში

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, გაცნობითი სახის ვიზიტით, სტუმრად, ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის კოლეჯის (NDUC) წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

დეტალურად
პარტნიორობა მშვიდობის კონსორციუმის დისტანციური სწავლების სამუშაო ჯგუფის ყოველწლიური კონფერენცია

საბერძნეთის ქალაქ ხანიაში გაიმართა პარტნიორობა მშვიდობის კონსორციუმის მიერ ორგანიზებული დისტანციური სწავლების სამუშაო ჯგუფის ყოველწლიური კონფერენცია, რომელში მონაწილეობასაც იღებდნენ ეროვნული სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის დისტანციური სწავლების ცენტრის თანამშრომლები სწავლების კოორდინატორი ნინო კანდელაკი და მთავარი სპეციალისტი სალომე პოპიაშვილი.

დეტალურად
სამსახურთაშორისი/ინდუსტრიული ტრენინგის, სიმულაციისა და განათლების კონფერენცია (I/ITSEC)

2021 წლის დეკემბერში აშშ-ის შტატ ფლორიდაში, კერძოდ ორლანდოში გაიმართა სამსახურთაშორისი/ინდუსტრიული ტრენინგის, სიმულაციისა და განათლების კონფერენცია (I/ITSEC), რომელსაც დაესწრნენ ეროვნული თავდაცვის აკადმეიის დისტანციური სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი ვიცე-პოლკოვნიკი შალვა გელაძე და ელექტრონული სწავლების მართვის სისტემების კურატორი დავით ჯანდიერი.

დეტალურად
ჯეფერსონის ინსტიტუტის ვიზიტი აკადემიაში

2021 წლის 18-19 ოქტომბერს, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა ჯეფერსონის ინსტიტუტის, ნორვეგიის შესაძლებლობების განვითარების პროექტის და უკრაინის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის წარმომადგენლების დელეგაცია. სტუმრებს აკადემიის რექტორის მოადგილემ, პოლკოვნიკმა დავით რაზმაძემ, დისტანციური სწავლების ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად უმასპინძლა.

დეტალურად