I და II კვარტლის გეგმა კალენდარი
დეტალურად
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი ნორმატიული აქტის ანალიზი

საქართველოს კანონი პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ დღეს განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან თანამედროვე მსოფლიოს ტექნოლოგიური განვითარება, საერთაშორისო მოთხოვ­ნები და ახალი კანონმდებლობა გულისხმობს ცვალებად გარემოს, სადაც მონაცემების დაცვა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა დიდ როლს ასრულებს. კანონმდებლობის ცოდნა მნიშვნელოვანია როგორც ინდივიდებისთვის, ასევე ორგანიზაციებისთვის, რათა უზრუნ­ველყონ როგორც კანონიერება, ისე დასაქმებულის კონფი­დენ­ციალურობის დაცვა.

დეტალურად
თავდაცვის კოდექსი

კურსი აქტუალურია ყველა იმ ოფიცერთა კატეგორიისთვის და სამოქალაქო პერსონალისათვის, რომლებსაც ყოველდღიურ საქმიანობაში სამსახურეობრივი შეხება აქვთ თავდაცვის კოდექსის სამართლებრივ საფუძვლებთან, მინისტრის ბრძანებებთან და თავდაცვის ძალების მეთაურის მარეგულირებელ დოკუმენტებთან.

დეტალურად
საბრძოლო სტრესი და სოციალური ადაპტაცია

მსმენელები შეძლებენ იმ ხერხების გამოყენებას, რომლებიც უზრუნველყოფს პიროვნებასა და გარემოს შორის კომპლექსურ ურთიერთობებს

დეტალურად
ხელოვნური ინტექლექტის გამოყენებით კვლევების ჩატარება

ხელოვნური ინტელექტი წარმოადგენს ფუნდამენტურ ტექნოლოგიურ ინოვაციას, რომელსაც გრძელვადიანი გამოყენების პერსპექტივა და მუდმივი განვითარების პოტენციალი აქვს.

დეტალურად
სამეცნიერო კვლევითი უნარ-ჩვევების გაუმჯობესება

საგანმანათლებლო სასწავლო პროცესის წარმართვისათვის აკადემიური/მოწვეული პერსონალი უნდა ფლობდეს თანამედროვე და ეფექტურ მეთოდებს. სამეცნიერო კარიერისათვის და პოპულარიზაციისათვის აუცილებელია სამეცნიერო პუბლიკაციების შედგენის გარკვეული ტექნიკური ასპექტების ცოდნა

დეტალურად
ემოციური ინტელექტი

თანამედროვე სწრაფად ცვალებად და სტრესულ გარემოში წარმატე­ბისთვის მხოლოდ ინტელექტუალური უნარები აღარ არის საკმარისი. ეფექტური თანამშრომლობა, ლიდერობა, გადაწყვეტილების მიღება და კონფლიქტების მართვა დიდწილად დამოკიდებულია ემოციურ ინტელექტზე

დეტალურად
ელექტრონული ცხრილები (Ms Excel)

წარმოდგენილი კურსი მიზნად ისახავს მსმენელთა ცოდნის გაღრმავებას მონაცემთა ანალიზში, ვიზუალიზაციასა და ფორმულების გამოყენებაში. მონაწილეები შეისწავლიან პრაქტიკულ ხერხებს, რომლებიც მათ დაეხმარება ყოველდღიურ სამუშაო პროცესში დროის დაზოგვაში, შეცდომების შემცირებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის ოპტიმიზაციაში. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ უფრო ეფექტურად იმუშაონ მონაცემებთან, შექმნან დინამიკური ცხრილები, დიაგრამები და ანალიტიკური ანგარიშები, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ორგანიზაციის შიდა ეფექტიანობასა და თანამშრომელთა პროფესიულ კომპეტენციას.

დეტალურად
მონაცემთა დამუშავება და ანალიზი

კურსის მიზანია მსმენელი გაეცნოს მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზის ძირითად თეორიულ და პრაქტიკულ მეთოდებს. კურსის დასრულების შემდეგ, მსმენელს შეეძლება დამოუკიდებლად დაგეგმოს მონაცემთა შეგროვება, შეარჩიოს შესაბამისი ანალიზის ტექნიკები (თანაფარდობა, ტენდენცია, რეგრესია), გამოიყენოს გონივრულობის ტესტები და შეძლოს ანალიზზე დაფუძნებული, ვიზუალურად გამართული, ინფორმაციული ანგარიშის/პრეზენტაციის მომზადება.

დეტალურად
ხელოვნური ინტელექტი (AI) და ჩატბოტები საქმესა და სწავლებაში

ხელოვნური ინტელექტი და ჩატბოტები სულ უფრო აქტიურად გამოიყენება როგორც პროფესიულ საქმიანობაში, ისე საგანმანათ-ლებლო სივრცეში. ტექნოლოგიური განვითარების ფონზე ჩნდება საჭიროება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულმა პირებმა იცოდენენ არამხოლოდ ამ ინსტრუმენტების არსებობა, არამედ შეძლონ მათი ეფექტური და მიზნობრივი გამოყენება ყოველდღიურ საქმიანობაში — იდეების გენერირებიდან რთული ტექსტების ანალიზამდე. ეს კურსი პასუხობს თანამედროვე საჭიროებებს და ეხმარება დაინტერესებულ პირებს, დაეუფლონ იმ უნარებს, რომლებიც აუცილებელია სწრაფად ცვალებად ციფრულ გარემოში წარმატებული საქმიანობისათვის.

დეტალურად
დროის მართვა

თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთათვის საკუთარი თავის მართვის და თვითმოტივირების საკითხებში ცნობიერების ამაღლება

დეტალურად
ტრენერთა ტრენინგი

კურსი განკუთვნილია მათთვის,  ვინც ტრენინგების ჩატარებას ახლა იწყებს, ლექტორებისთვის, რომლებსაც კვალიფიკაციის ამაღლება სურთ  ასევე, გამოცდილი ტრენერებისთვის.

კურსი დაეხმარება ყველას, ვისაც ზრდასრულთა საგანმანათლებლო სფეროში უწევს მუშაობა და თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურის თანამშრომლებთან თუ სტუდენტებთან/იუნკერებთან/მსმენელებთან ყოველდღიურად  აქვს შეხება.

დეტალურად
მოტივაცია და მისი გავლენა წარმატების მიღწევაზე

მოტივაცია არის ყოველი წარმატებული მცდელობის მამოძრავებელი ძალა, ყოველი წარმატების წინაპირობა, მას დიდი გავლენა აქვს ყოველდღიურ ურთიერთობებსა თუ წარმატების მიწევაზე, ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს შესრულებულ სამუშაოში.

დეტალურად
გეოსაინფორმაციო სისტემები სამხედრო ტოპოგრაფიაში

სამხედრო ტოპოგრაფიაში გეოინფორმაციული სისტემების გამოყენების შესწავლა ხელს შეუწყობს ნატოს წევრ და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთავსებადობას, უწყებათაშორის კოორდინაციას, დაზოგავს დროს, ადამიანურ და მატერიალურ რესურს, უზრუნველყოფს მაღალ სიზუსტეს.

დეტალურად
“მე” კონცეფცია

საკუთარი თავისა და შესაძლებლობების შესწავლა თანამშრომლებს ეხმარება მნიშვნელოვანი უნარებისა და თვისებების გამოვლენაში, რომელიც აუცილებელია პირადი და პროფესიული წარმატებისთვის.

დეტალურად
ეფექტური კომუნიკაცია

ეფექტური კომუნიკაცია, თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა - ნებისმიერი დაწესებულების ეფექტიანი ფუნქციონირების საყრდენს წარმოადგენს. ეს არის კომპლექსური და დინამიური პროცესების ჯაჭვი, რომელიც უზრუნველყოფს ინდივიდებისა და ჯგუფების კოორდინირებულ მოქმედებას და მნიშვნელოვან როლს ასრულებს სოციალიზაციის, გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემების მართვაში. 

დეტალურად
სამხედრო ადმინისტრაცია

კურსის განმავლობაში მსმენელები დოკუმენტის პრაქტიკულად შექმნით გააცნობიერებენ სამხედრო ადმინისტრაციის არსს სამსახურეობრივ საქმიანობაში. კურსი აქტუალურია ყველა იმ უმცროს ოფიცერთა კატეგორიისთვის და სამოქალაქო პერსონალისათვის, რომლებსაც ყოველდღიურ საქმიანობაში სამსახურეობრივი შეხება აქვთ მინისტრის ბრძანებებთან და თავდაცვის ძალების მეთაურის მარეგულირებელ დოკუმენტებთან.

დეტალურად
შეიარაღებული კონფლიქტების სამართალი

შეიარაღებული კონფლიქტების სამართალი წარმოადგენს ფუნდამენტურ სამართლებრივ ბაზისს ყველა იმ სამხედროსთვის, რომლებიც გეგმავენ და ასრულებენ, როგორც საბრძოლო, ისე სამოქალაქო მხარდაჭერის ოპერაციებს, რადგანაც მათ ზუსტად უნდა იცოდნენ ყველა ის შეზღუდვა და აკრძალვა საომარ სიტუაციაში, რაც იცავს სამხედროებს ომის დანაშაულის ჩადენისაგან. კურსის განმავლობაში მსმენელები გააცნობიერებენ შეიარაღებული კონფლიქტების სამართლის  პრინციპებს.

დეტალურად
კონფლიქტების მართვა

მსმენელები გააცნობიერებენ თანამედროვე გლობალური უსაფრთხოების გარემოს შექმნაში კონფლიქტის როლს, მისი თავისებურებებს, განვითარების პერსპექტივებს, ძირითად ტენდენციებსა და გამოწვევებს. კურსის განმავლობაში მსმენელები აიმაღლებენ ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოახდინონ კონფლიქტის იდენტიფიკაცია, როგორ უნდა მართონ ის, ასევე თუ რა ხერხები შეიძლება გამოიყენონ კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად და რა კონსტრუქციული გზები შეიძლება მოძებნონ.  

დეტალურად
გენდერი

მსმენელები გაეცნობიან გენდერის ცნებას, მის კულტურულ და სოციალურ ფაქტორებს, სტერეოტიპებს და გენდერულ მეინსტრიმინგს. უსაფრთოხების სექტორში გენდერული თანასწორობის კანონზომი ერებებს და გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 და თანმდევ რეზოლუციებს; 

დეტალურად
ქვედანაყოფის მართვის პროცედურები

კურსის განმავლობაში მსმენელი გაიაზრებს დაგეგმვის ყველა საფეხურსა და მნიშვნელობას საბრძოლო ბრძანების შემუშავების დროს. კურსი აქტუალურია ყველა იმ უმცროსი ოფიცრისა და სერჟანტისთვის, რომლებსაც ყოველდღიურ საქმიანობაში უწევთ ზემდგომისგან მიღებული ბრძანებების დამუშავება და ოცეულის დონეზე მისი შესრულება.

დეტალურად