I და II კვარტლის გეგმა კალენდარი
    დეტალურად
    პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი ნორმატიული აქტის ანალიზი

    საქართველოს კანონი პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ დღეს განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან თანამედროვე მსოფლიოს ტექნოლოგიური განვითარება, საერთაშორისო მოთხოვ­ნები და ახალი კანონმდებლობა გულისხმობს ცვალებად გარემოს, სადაც მონაცემების დაცვა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა დიდ როლს ასრულებს. კანონმდებლობის ცოდნა მნიშვნელოვანია როგორც ინდივიდებისთვის, ასევე ორგანიზაციებისთვის, რათა უზრუნ­ველყონ როგორც კანონიერება, ისე დასაქმებულის კონფი­დენ­ციალურობის დაცვა.

    დეტალურად
    თავდაცვის კოდექსი

    კურსი აქტუალურია ყველა იმ ოფიცერთა კატეგორიისთვის და სამოქალაქო პერსონალისათვის, რომლებსაც ყოველდღიურ საქმიანობაში სამსახურეობრივი შეხება აქვთ თავდაცვის კოდექსის სამართლებრივ საფუძვლებთან, მინისტრის ბრძანებებთან და თავდაცვის ძალების მეთაურის მარეგულირებელ დოკუმენტებთან.

    დეტალურად
    საბრძოლო სტრესი და სოციალური ადაპტაცია

    მსმენელები შეძლებენ იმ ხერხების გამოყენებას, რომლებიც უზრუნველყოფს პიროვნებასა და გარემოს შორის კომპლექსურ ურთიერთობებს

    დეტალურად
    ხელოვნური ინტექლექტის გამოყენებით კვლევების ჩატარება

    ხელოვნური ინტელექტი წარმოადგენს ფუნდამენტურ ტექნოლოგიურ ინოვაციას, რომელსაც გრძელვადიანი გამოყენების პერსპექტივა და მუდმივი განვითარების პოტენციალი აქვს.

    დეტალურად
    სამეცნიერო კვლევითი უნარ-ჩვევების გაუმჯობესება

    საგანმანათლებლო სასწავლო პროცესის წარმართვისათვის აკადემიური/მოწვეული პერსონალი უნდა ფლობდეს თანამედროვე და ეფექტურ მეთოდებს. სამეცნიერო კარიერისათვის და პოპულარიზაციისათვის აუცილებელია სამეცნიერო პუბლიკაციების შედგენის გარკვეული ტექნიკური ასპექტების ცოდნა

    დეტალურად
  • აკადემიის მეთაურის ბრიგადის გენერალ მამია ბალახაძის მიმართვა 2026 წელი

    ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეთაურის ბრიგადის გენერალ მამია ბალახაძის მიმართვა 2026 წელი

    საქართველოს წინაშე არსებული უსაფრთხოების თანამედროვე გარემო და სახელმწიფოს წინაშე მდგომი გამოწვევები განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს ეროვნული თავდაცვის სისტემას. ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცება და თავდაცვისუნარიანობის მდგრადი განვითარება პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად შეძლებს სახელმწიფო მომავალი თაობის ოფიცერთა პროფესიულ, ინტელექტუალურ და ზნეობრივ ჩამოყალიბებას. ამ პროცესში გადამწყვეტ როლს ასრულებს სამხედრო საგანმანათლებლო სისტემა, რომლის ამოცანაა ისეთი სამხედრო ლიდერების აღზრდა, რომლებიც ფლობენ თანამედროვე სამხედრო ცოდნას, კრიტიკული და სტრატეგიული აზროვნების უნარს, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების პასუხისმგებლობას და მზადყოფნას - უანგაროდ ემსახურონ საქართველოსა და მის ეროვნულ ინტერესებს, შესაბამისად:

    დემოკრატიული, ძლიერი და წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობისთვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის უზრუნველყოფა ეროვნული ფასეულობების, ღირებულებების, ლიდერისთვის დამახასიათებელი აუცილებელი უნარ-ჩვევების, საუკეთესო სამხედრო და აკადემიური განათლების მქონე, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოფიცერთა შემადგენლობით.

    აღნიშნული ამოცანის შესრულების მიზნით, აუცილებელია აკადემიაში უზრუნველყოფილ იქნას იუნკერთა სასწავლო ბატალიონის, უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების, სწავლებების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის, სპორტისა და ფიზიკური მომზადების განყოფილების, ბიბლიოთეკის, სპორტული კომპლექსის, ინოვაციების, სამეცნიერო-კვლევითი, საგამოცდო და დისტანციური სწავლების ცენტრების ეფექტიანი ფუნქციონირება.

    აკადემიის საქმიანობა დაფუძნებული უნდა იყოს იუნკერზე/მსმენელზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნაზე. აკადემიაში დასაქმებულმა მაღალი კვალიფიკაციის მქონე სამხედრო/სამოქალაქო მოსამსახურეებმა, ინსტრუქტორებმა, სამეცნიერო, აკადემიურმა და მოწვეულმა პერსონალმა, უნდა უზრუნველყონ იუნკერთა და მსმენელთა აღზრდა შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: სამშობლო, ღირსება, ერთგულება, სიმამაცე, პატივისცემა, პატიოსნება, ცოდნა და უანგარო სამსახური.

    მომავალი ღირსეული და პროფესიონალი ოფიცრების აღზრდისთვის აკადემია ახორციელებს ლიდერობის პროგრამას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სამხედრო ლიდერის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება და განვითარება. აღსანიშნავია, რომ აკადემიაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ამოცანით მართვის ფილოსოფიის გააზრებას და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას. „ამოცანით მართვის“ კულტურის დანერგვით აკადემიის კურსდამთავრებულებს, შემდგომში როგორც უმცროს მეთაურებს საჭიროების შემთხვევაში შეეძლებათ ინიციატივის გამოჩენა, გონივრული რისკების აღება და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება.

    ოფიცრის საწყისი სამხედრო განათლების სტანდარტების მისაღწევად აკადემიაში დანერგილია და ხორციელდება სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამები და სამხედრო კურსები (სამხედრო საქმე), რომლებშიც ძირითადი აქცენტი უნდა გაკეთდეს სამხედრო პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება-გაძლიერებაზე.

    აღსანიშნავია, რომ აკადემია ახორციელებს ისეთ სამხედრო სწავლებებს, როგორებიც არის: მარტოხელა მებრძოლის, სამთო მომზადების, წყალზე მომზადების, აერომობილური მომზადების კურსებს, ზამთრის ტაქტიკურ სწავლებას რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში, ახლო მანძილზე სროლებს (სტრესული სროლები), უპილოტო საფრენი აპარატების (დრონები) სწავლებას, HC2 Patrool-ის სწავლებას, სიმულაციური ტაქტიკურ სწავლებას JTEC-ში და სხვ.

    აღნიშნულ კურსებს/სწავლებებს იუნკერები ქვეყნის მასშტაბით თავდაცვის ძალების შესაბამის ბაზებზე გაივლიან.

    აკადემია, როგორც სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მუდმივად დგას მრავალმხრივი გამოწვევების წინაშე. ჩვენს მიერ ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარე, უპირველეს მიზანს წარმოადგენს, აკადემიის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. აკადემიის მიზანია იუნკერებისა და მსმენელებისათვის ისეთი სახის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიცემა, რაც დააკმაყოფილებს თავდაცვის სისტემაში არსებულ საჭიროებებს. გარდა ამისა, აკადემია მუდმივად უნდა იყოს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე საგანმანათლებლო სივრცეში არსებულ მოთხოვნებთან თანხვედრაში.

    აკადემია ბოლონიის პროცესის მიზნების მისაღწევად წარმატებით ახორციელებს: სწავლა/სწავლების ხარისხის მუდმივ განვითარებას, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ინტერნაციონალიზაციას, პარტნიორი ქვეყნების საგანმანათლებლო დაწესებულებებთან უწყვეტ თანამშრომლობას, იუნკერების/მსმენელებისა და აკადემიის პირადი შემადგენლობის გაცვლით პროგრამებს საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში. ზემოხსენებული აქტივობების მეშვეობით, აკადემია სრულად აკმაყოფილებს საგანმანათლებლო პროგრამების მიმართ არსებულ როგორც შიდასახელმწიფოებრივ, ისე საერთაშორისო სტანდარტებს.

    აკადემიის პირადმა შემადგენლობამ, როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პირებმა კიდევ უფრო მეტად უნდა გაითავისონ აკადემიის მნიშვნელობა და როლი მომავალი სამხედრო ლიდერების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, რაც უზრუნველყოფს აკადემიის მზაობას - წარმატებით გაართვას თავი მის წინაშე არსებულ ყველა გამოწვევას.

    2025 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანალიზის შემდგომ, 2026 წლისათვის აკადემიის საქმიანობის გაუმჯობესებისა და განვითარებისათვის აკადემიის ძირითად პრიორიტეტებს წარმოადგენს ინსტიტუციური განვითარება, ნატო-ს აკრედიტაცია, არსებული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება და სამაგისტრო პროგრამაზე სამხედრო, სახელმწიფოს უსაფრთხოების სფეროში დასაქმებული და სამოქალაქო პირების მიღება. ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაზე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაუმჯობესება, დისტანციური სწავლების ცენტრის კიდევ უფრო განვითარება, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება და ერთობლივი საერთაშორისო პროექტების განხორციელება. ასევე, იუნკერთა/მსმენელთა სამხედრო მომზადების დონის ამაღლება და მათთვის ახალი კურსების შეთავაზება.

    2025 წელს შექმნილ ოკუპაციის მუზეუმს, გაერთიანებული საქართველოს მეფეების, ქართველთა ლაშქრობების და ბრძოლების, სამხედრო ძალების ევოლუციის, უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ ქართველი ერის ბრძოლის ისტორიის, ქართული ფორტიფიკაციისა და საბრძოლო იარაღის განვითარების სასწავლო-შემეცნებით სივრცეებს დაემატება ახალი სასწავლო სივრცეები. აგრეთვე გაგრძელდება პირად შემადგენლობაზე ზრუნვა, სოციალური პაკეტის გაუმჯობესება, სტიპენდიების მატება, ბაზის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ლოჯისტიკური განვითარება, აკადემიის შესახებ ცნობადობის ამაღლების ღონისძიებები და სხვა.

    ჩემთვის დიდი პატივია ვემსახურო ჩვენს ქვეყანას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალებს სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეთაურის რანგში. ჩვენ, აკადემიის სამეთაურო რგოლი, პირად შემადგენლობასთან ერთად, ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა მიღწეულ იქნას აკადემიის მიერ დასახული მიზნები და ამოცანები.

    აკადემიის წინაშე დასახული მიზნებისა და ამოცანების უზრუნველსაყოფად, წარმოგიდგენთ 2026 წლის ხედვას, როგორც სახელმძღვანელო დოკუმენტს.

    იხილეთ:https://shorturl.at/OHe0p

    დეტალურად
  • რუმინეთის სახმელეთო ძალების აკადემიის წარმომადგენლები აკადემიაში

    დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულმა თავდაცვის აკადემიამ უმასპინძლა რუმინეთის ნიკოლაე ბალჩესკუს სახელობის სახმელეთო ძალების აკადემიის და უნგრეთის ლუდოვიკას საჯარო სამსახურის ეროვნული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების თანამშრომლებს და „ერასმუს+“ პროგრამის კოორდინატორებს.

    აკადემია მჭიდროდ თანამშრომლობს აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ორმხრივი თანამშრომლობისა და „ერასმუს+“ პროგრამის ფარგლებში.

    ვიზიტის დროს განხორციელდა სამუშაო შეხვედრები აკადემიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან, რომლის დროსაც მოხდა მიმდინარე თანამშრომლობის საკითხების შეჯამება და სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვა, რაც მეტად მნიშვნელოვანია აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების და შემდგომი განვითარებისათვის.

    დეტალურად
  • კურსი „სტრატეგიული ოპერაციები ტერორიზმისა და ამბოხებულთა წინააღმდეგ“

    სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებისთვის წარმატებით ჩატარდა ნატოს სტანდარტებით შექმნილი ხუთდღიანი სასწავლო კურსი „სტრატეგიული ოპერაციები ტერორიზმისა და ამბოხებულთა წინააღმდეგ“.

    კურსში მონაწილეობა მიიღო თავდაცვის სამინისტროს სისტემის 19-მა წარმომადგენელმა თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფებიდან.

    კურსის მიზანი იყო მონაწილეთათვის თეორიული ცოდნის გადაცემა და პრაქტიკული უნარების გაღრმავება, რათა მათ შეძლონ ეფექტურად გაუმკლავდნენ ტერორიზმისა და ამბოხებული მოძრაობებისგან მომდინარე საფრთხეებს. სწავლების შინაარსი ითვალისწინებდა თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევებზე რეაგირებისთვის აუცილებელი სტრატეგიული ხედვის, ანალიზისა და ოპერაციული დაგეგმვის უნარების განვითარებას.

    სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.

    ეროვნული თავდაცვის აკადემია მომავალშიც გააგრძელებს ნატოს სტანდარტებით შექმნილი სასწავლო პროგრამების განხორციელებას, რაც ხელს შეუწყობს თავდაცვის ძალების წარმომადგენელთა უწყვეტ განვითარებას.

    დეტალურად
  • სასწავლო კურსი „ეფექტური კომუნიკაცია“

    სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის წარმატებით ჩატარდა სასწავლო კურსი „ეფექტური კომუნიკაცია“.

    სასწავლო კურსი განხორციელდა სამ ეტაპად და მასში მონაწილეობა მიიღო სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის 44-მა თანამშრომელმა.

    კურსის მიზანს წარმოადგენდა ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული სამხედრო და სამოქალაქო პერსონალისთვის.

    სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.

    ეროვნული თავდაცვის აკადემია მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი ტიპის სასწავლო კურსების ორგანიზებას, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის განათლების მიღების ხელმისაწვდომობას და ხელს შეუწყობს სამხედრო მოსამსახურეების და სამოქალაქო პერსონალის უწყვეტი განვითარების შესაძლებლობას.

    დეტალურად
  • პარტნიორობა მშვიდობისთვის კონსორციუმის დისტანციური სწავლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

    სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიამ, ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში უმასპინძლა პარტნიორობა მშვიდობისთვის კონსორციუმის დისტანციური სწავლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრას თემაზე: „დისტანციური სწავლების და ხელოვნური ინტელექტის როლი სამხედრო მზადყოფნისა და სწავლების გაუმჯობესებაში“.
    შეხვედრაში ეროვნული თავდაცვის აკადემიასთან ერთად  მონაწილეობა მიიღეს ათი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა.
    ღონისძიება გახსნა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ზურაბ ზერეკიძემ.
    აღნიშნული შეხვედრა მიზნად ისახავდა ნატოს მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის ციფრული განათლების სფეროში ცოდნის გაზიარებას, ახალი ტენდენციების განხილვას და ერთობლივი სტრატეგიების შემუშავებას.
    სამუშაო შეხვედრის ძირითადი საკითხები მოიცავდა: ციფრული სასწავლო მასალების გაზიარებას მოკავშირე ქვეყნებს შორის, ახალი სტრატეგიების განხილვასა და პრაქტიკულ მიდგომებს, დისტანციური სწავლების როლს ინფორმაციულ და ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებაში, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს სამხედრო მომზადებაში.
    შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს დისტანციური სწავლებისა და ხელოვნური ინტელექტის როლზე სამხედრო მომზადების გაუმჯობესებაში და განიხილეს, თუ როგორ შეიძლება ახალი ტექნოლოგიების ეფექტური ინტეგრაცია თავდაცვის სფეროში.

    დეტალურად
  • აშშ-ს ფლორიდის შტატში ქ. ორლანდოში გამართული ინდუსტრიული სწავლების კონფერენცია

    დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიასა და ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის კოლეჯს შორის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, აშშ-ს ფლორიდის შტატში, ქ. ორლანდოში გამართულ ინდუსტრიული სწავლების, სიმულაციისა და განათლების კონფერენციაზე დაესწრნენ ეროვნული თავდაცვის აკადემიის დისტანციური სწავლების ცენტრის უფროსი ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი სხირტლაძე და დისტანციური სწავლების ცენტრის სწავლების ადმინისტრატორი ნინო კანდელაკი.

    აღნიშნული კონფერენცია მსოფლიოში უდიდესი ღონისძიებაა მოდელირების, სიმულაციისა და ტრენინგის მიმართულებით, რომელიც მოიცავს კვლევითი სტატიების პრეზენტაციებს, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოფენებს და სხვა. ღონისძიების ორგანიზატორია აშშ-ის ეროვნული ტრენინგისა და სიმულაციის ასოციაცია, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას სწავლების, განათლების ანალიზისა და მასთან დაკავშირებული დისციპლინების მიმართულებით.

    ღონისძიების ფარგლებში აკადემიის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს სასწავლო ტექნოლოგიების გლობალური პარტნიორობის ქსელის დირექტორატის შეხვედრაში, სადაც დისტანციური სწავლების ცენტრის უფროსმა წარადგინა მოხსენება ცენტრის საქმიანობისა და მიღწევების შესახებ.

    დეტალურად