კურსის ხანგრძლივობა - ერთი კვირა
SOC. AD. DC 3001
სასერტიფიკატო კურსი
უფასო
კურსის განმავლობაში გამოყენებული იქნება სწავლის სინქრონული და ასინქრონული მეთოდი
კურსის წარუძღვება მაკა ქოროღლიშვილი
სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის უმცროს უფიცერთა მომზადების სკოლის ფსიქოლოგიური მომსახურების მთავარი სპეციალისტი.
კურსი განკუთვნილია - თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში მომუშავე სამხედრო და სამოქალაქო პირი.
კურსი ჩატარდება შემდეგ თარიღებში
I ნაკადი 04-10 ივნისი, 2024
II ნაკადი 18-24 ივნისი, 2024
კურსის მოკლე აღწერა
იმისთვის, რომ საჯარო სამსახურმა მოიპოვოს მიუკერძოებელი, ობიექტური და კოლეგიალური უწყების სტატუსი და აიმაღლოს საზოგადოების ნდობა, საჭიროა პასუხობდეს ეთიკური გარემოს შექმნისა და საჯარო მოსამსახურის პროფესიული სტანდარტების დამკვიდრების მოთხოვნებს, რაც საჯარო მოსამსახურის ქცევის წესების, პრინციპებისა და ღირებულებების შესრულებაში გამოიხატება. სწორედ ამას ემსახურება აღნიშნული კურსი და ხელს შეუწყობს მსმენელებმა წარმატებით გამოიყენონ მიღებული ინფორმაცია და უნარ-რჩევები როგორც პროფესიულ საქმიანობაში, ისე პირად ურთიერთობებში.
კურსის მიზანი
მსმენელები დაეუფლონ იმ უნარ ჩვევებს, რომლებიც დაეხმარება მათ საქმიანობასთან სწორი ფორმით ურთიერთობაში. ასევე მსმენელები შეძლებენ იმ ხერხების გამოყენებას, რომლებიც უზრუნველყოს პიროვნებასა და გარემოს შორის კომლექსურ ურთიერთობებს.
დისტანციური კურსის დასრულების შემდეგ კურს დამთავრებული:
- აღწერს საქმიანობასთან სწორი ფორმით ურთიერთობის პროცეს;
- ერთმანეთისაგან განასხვავებს პიროვნებასა და გარემოს შორის კომლექსური ურთიერთობებს;
- აღწერს ადაპტაციის დონეებს, პროცესებს და მისი განვითარების ციკლს;
- აღწერს სოციალურ, ფსიქოლოგიურ და ფიზიოლოგიურ ადაპტაციას თავისებურებებს;
- იზიარებს დაცვით რეაქციებს და სტრესის დაძლევის სტრატეგიებს.
დისტანციური კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:
- რა არის ადაპტაცია?
- ადაპტაციის დონეები;
- ადაპტაციის პროცესები;
- სოციალური ადაპტაციის პრობლემები დასაქმების სფეროში.
- ადაპტაციის განვითარების ციკლი.
- დაძლევა, როგორც პროცესი:
- სტრესის დაძლევის ადაპტაციური სტრატეგიები.