2023 წლის 2 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით ნატოს სკოლის ორგანიზებით განხორციელდა NATO-ს ელექტრონული სწავლების დიზაინის კურსი / NATO eLearning Instructional Design Course (S7-126-B), სადაც მიწვეული გახლდათ დისტანციური სწავლების ცენტრის თანამშომელი მაიორი რომან ჯავრიშვილი. NATO-ს სკოლის ორგანიზებით პროგრამას უძღვებოდნენ ნატოს სკოლის დისტანციური სწავლების ცენტრის დირექტორი და მოწვეული დისტანციური სწავლების ამერიკელი და გერმანელი ინსტრუქტორები.
კურსი მოიცავდა როგორც ონლაინ გაკვეთილებს, ისე დასწრებულ ლექციებს გერმანიის რესპუბლიკის ქალაქ ობერამერგაუში. კურსის მიზანი იყო მსმნელებისთვის იმ საბაზისო ცოდნის მიწოდება, რომელიც საჭიროა ელექტრონული კურსების შესაქმნელად. კურსის განმავლობაში მსმენელებს შესაძლებლობა ქონდათ გაცნობოდნენ სხვადასხვა, თანამედროვე ელექტრონულ პლატფორმებს და პროგრამებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ხარისხიანი ელექტრონული კურსების შესაქმნელად. სწავლების მეთოდი იყო როგორც თეორიული ისე პრაქტიკული. პრაქტიკული სწავლება მიმდინარეობდა ჯგუფურად სინდიკატების მიხედვით, მსმენელებს საშუალება ქონდათ პრაქტიკულად შეექმნათ ელექტრონული სწავლების კურსი და შემდეგ წარმოედგინათ პრეზენტაციის სახით.
შეჯამების სახით მინდა ავღნიშნო, რომ NATO-ს ელექტრონული სწავლების დიზაინის კურსის საშუალებით მსმენელებმა ისწავლეს და გაიუმჯობესეს უნარები თუ როგორ უნდა დაგეგმონ, განახორციელონ და შეაფასონ ელექტრონული სწავლება.