მართვა და ლიდერობა ორგანიზაციებში
ფასიანი სასერტიფიკატო კურსი: მართვა და ლიდერობა ორგანიზაციებში
კურსის ხანგრძლივობა: 4 კვირა, სულ 8 შეხვედრა. სესიის ხანგრძლივობა 2 საათი. (სულ 16 საათი)
ღირებულება: 400₾
ენა: ინგლისური
მსმენელების მინიმალური და მაქსიმალური რაოდენობა ჯგუფში: 6/20 მსმენელი
სწავლების ფორმა: ჰიბრიდული (დასწრებით და დისტანციური)

 

  • ეკონომიკის დოქტორი

  • მოწვეული პროფესორი დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიში

       დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ რეზიუმე

 

ტრენინგ-კურსის მოკლე აღწერა

კურსის მიზანია: 

კურსის მიზანია მსმენელებს გააცნოს ლიდერობის როლი და ადგილი ორგანიზაციებში; ლიდერობის ტიპოლოგია და ფუნქციები; იმ ნიშანთვისებათა გარკვევა, რაც განაპირობებს წარმატებული ლიდერის ჩამოყალიბებას და გადაწყვეტილების მიღების ტექნოლოგიას. დაეხმაროს ლიდერობის როლის გააზრებაში ორგანიზაციის მართვის პროცესში, ისეთი უნარ-ჩვევების გაცნიბიერებაში, რომელითაც შეეძლება წარმატებული გუნდის შექმნა.

 

ტრენინგ-კურსის აქტუალობა: 

თანამედროვე სწრაფად ცვლად მსოფლიოში დიდ მნიშნველოვა აქვს ორგანიზაციების მოქნოლობასა და ცვლილებებისადმი ადაპტაციის უნარს. ნებისმიერი კომპანიის წარმატების თუ წარუმატებლობის განმსაზღვრელი იქ დასაქმებული ადამიანების კვალიფიკაციის დონე და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობაა. პირველ რიგში ორგანიზაციაში უნდა გამოიკვეთოს ლიდერი, რომლის გარშემოც შეიკრიბება გუნდი და ადვილად გაუმკვალდება გამოწვევეს. თანამედროვე გამოწვევებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია ორგანიზაციის მართვის პროცესში მენეჯრებისათვის თუ სხვა მმართველი პირებისათვის ლიდერული თვისებების წინა პლაზე წამოწევა და გავითარება.

 

სამიზნე აუდიტორია:

  • საქართველოს თავდაცვის სისტემაში დასაქმებული პირებისთვის, ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც არ არის საქართველოს თავდაცვის სისტემაში დასაქმებული, თუმცა აკმაყოფილებს კურსის პროგრამით გათვალისწინებულ სამიზნე აუდიტორიისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს.

 

ტრენინგ-კურსი მოიცავს შემდეგ თემებს: 
 
1. ლიდერობა, როგორც თვისება
  • ლიდერის ძირითადი თვისებები

  • ლიდერის ძირითადი ტიპები

  • ხუთფაქტორიანი პიროვნული მოდელი და ლიდერობა

  • ემიური ინტელექტი

  • ლიდერობა და მართვა

  • პრაქტიკული სიტუაციის (ქეისის) განხილვა-დებატები

2. ლიდერობის როლი ორგანიზაციის მართვაში

  • ლიდერობის როლი ორგანიზაციის მართვაში

  • ორგანიზაციის ხედვის ჩამოყალიბება და პრიორიტეტების განსაზღვრა

  • სიტუაციური ლიდერობა

  • კოლაბორაციული ლიდერობა

  • პრაქტიკული სიტუაციის (ქეისის) განხილვა-დებატები

3. ორგანიზაციული კულტურა და ლიდერობა

  • ორგანიზაციული კულტურა და ლიდერობა
  • ორგანიზაციული კულტურის შემადგენელი ელემენტები
  • ორგანიზაციული კულტურის ტიპები
  • ორგანიზაციული კულტურის შეცვლა
  • პრაქტიკული სიტუაციის (ქეისის) განხილვა-დებატები

4. გუნდის მართვა ორგანიზაციაში

  • გუნდური ლიდერობის მოდელი
  • გუნდის მართვა ორგანიზაციაში
  • გუნდი და წარმატება: გუნდური მართვის პრინციპები
  • გუნდი, როგორც კოლეგიალური ორგანო
  • პრაქტიკული სიტუაციის (ქეისის) განხილვა-დებატები

5. კომუნიკაციის როლი ორგანიზაციის მართვის პროცესში

  • კომუნიკაციის როლი მართვაში
  • კომუნიკაცია როგორც მნიშვნელოვანი თვისება ლიდერისათვის
  • კომუნიკაციის სახეები
  • კომუნიკაციის კლასიკური ფორმები გუნდის მართვისას
  • დისკუსია და დიალოგი
  • უკუკავშირი და თანამშრომლის შეფასება
  • პრაქტიკული სიტუაციის (ქეისის) განხილვა-დებატები

6. მოტივირება და მენეჯერის როლი

  • მოტივირება და მენეჯერის როლი
  • მონეტარული (ფულადი) მოტივაცია
  • არამატერიალური მოტივატორები
  • კვალიფიკაციის ამაღლება (თვითგანვითარება) და საყვარელი სამუშაო
  • ნდობისა და კომუნიკაციის მნიშვნელობა თანამშრომელთა მოტივაციისთვის
  • პრაქტიკული სიტუაციის (ქეისის) განხილვა-დებატები

7. ლიდერობა და ეთიკა

  • ლიდერობა და ეთიკა
  • ძალაუფლების ბალანსი
  • ეთიკური გარემო ორგანიზაციებში
  • ინტერესთა კონფლიქტი და მისი თავიდან არიდება
  • პრაქტიკული სიტუაციის (ქეისის) განხილვა-დებატები

8. ქოუჩინგის როლი ორგანიზაციის მართვის პროცესში

  • ქოუჩინგის არსი

  • ქოუჩინგის მართვის მოდელები

  • ქოუჩინგის როლი ორგანიზაციის მართვის პროცესში

 

ტრენინგ-კურსის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
  •  ორგანიზაციის მართვაში ლიდერის როლის გააზრებულად აღქმას
  • მოლაპარაკების წარმართვას მოლაპრაკების ეტაპების ეთიკური ნორმების გათვალისწინებით
  • გუნდური მუშაობის პროცესში ლიდერობის ფუნქციების განხორციელებას
  • ქოუჩინგის სწორად გამოყენებას მართვის პროცესში

ტრენინგ-კურსის მოცულობა განხორციელების სტრატეგია და ფორმა: 

  • კურსის დასრულებისთვის საჭიროა 4 კვირა, სულ 8 შეხვედრა.
  • შეხვედრა კვირაში 2-ჯერ, თითოეული შეხვედრა 2 საათი.
  • ნახევრად დისტანციურ ფორმატში (დასწრებულ (აუდიტორულ) ფორმატში მიმდინარე სასწავლო პროცესში, კურსზე ჩარიცხული ზოგიერთი პირის ელექტრონული ჩართვა); განხორციელების  ფორმა: აუდიტორია და Microsoft Teams-ის  პლატფორმა

 სერტიფიკატი გაიცემა ტრენინგ-კურსზე დასწრების მოცულობის მიხედვით. კერძოდ:

  • სერტიფიკატის გაცემის კრიტერიუმები: მსმენელი ვალდებულია შეასრულოს დავალება და დაესწორს შეხვედრების მინიმუმ 70%-ს
  • კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მსმენელს სერტიფიკატი გადაეცემა „წარმატებით დაასრულა“

 გადახდის პირობები და ვადები:

აღნიშნულზე ინფორმაციის მიღება მოხდება სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ხელშეკრულების გაფორმების დროს (პირველი შეხვედრა).

 

დაგვიკავშირდით: 

  • ტრენერი ნინო სამჭკუაშვილი

 მობ: +995 593 36 43 25

ელ.ფოსტა: [email protected]

  • ადმინისტრაციული საკითხები: ნინო კანდელაკი

მობ: +995 598 40 70 00

ელ.ფოსტა: [email protected]

 

რეგისტრაცია