კურსის ხანგრძლივობა - ერთი კვირა
AIBE.DC.10001
სასერტიფიკატო კურსი
უფასო
სწავლის სინქრონული და ასინქრონული მეთოდი
კურსის განმახორციელებელი პირი - სამოქალაქო პირი ნინო კანდელაკი, სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის დისტანციური სწავლების ცენტრის სწავლების ადმინისტრატორი
კურსი განკუთვნილია - თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში მომუშავე სამხედრო და სამოქალაქო პირებისთვის
განხორციელების პერიოდი:
I ნაკადი: 23.04.2026 - 29.04.2026;
II ნაკადი: 08.07.2026 - 14.07.2026;
კურსის მიზანი
კურსის მიზანია მონაწილეებს გააცნოს ხელოვნური ინტელექტისა (AI) და ჩატბოტების ძირითადი პრინციპები, ფუნქციონირება და გამო¬ყე¬ნების პრაქტიკული გზები საქმიან და საგანმანათლებლო კონტექ¬სტში. კურსი ხელს შეუწყობს მონაწილეებს, სწორად და ეფექტურად გამოიყენონ თანამედროვე AI ინსტრუმენტები იდეების გენერირებისთვის, ტექსტების შექმნისა და რედაქტირებისთვის, ინფორმაციის დამუშავებისა და პრობლემების გადაჭრისთვის როგორც პროფესიულ, ასევე საგანმანათლებლო საქმიანობის სხვადა¬სხვა ეტაპზე.
დისტანციური კურსის დასრულების შემდეგ კურს დამთავრებული:
- განმარტავს ხელოვნური ინტელექტის ცნებას
- ხსნის ჩატბოტის ფუნქციონირების პრინციპებს
- იყენებს ჩატბოტებს საგანმანათლებლო და პროფესიულ საქმიანობაში მასალების გენერაციისა და სხვადასხვა დავალებების შემუშავებისთვის
- განმარტავს Canva-ს დანიშნულებას, შესაძლებლობებსა და ინტერფეისს და იყენებს Canva-ს სასწავლო მასალის, პრეზენტაციის ან მასალების შესაქმნელად
- აფასებს ჩატბოტების გამოყენების სარგებელსა და საფრ-თხეებს (ეთიკა, მონაცემთა დაცვა, ინფორმაციის სანდოობა)
- ქმნის სწორ და კონტექსტურ კითხვებს (პრომპტებს) ხელოვნური ინტელექტის მოდელებისთვის, რათა მიიღოს ზუსტი და სასურველი პასუხები სასწავლო და პროფესიულ ამოცანებზე
- ქმნის AI-ით გენერირებულ ვიზუალურ მასალას სასწავლო ან პროფესიული გამოყენებისთვის
დისტანციური კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:
- ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები
- რა არის ჩატბოტი
- საფრთხეები ჩატბოტების გამოყენების დროს
- სამხედრო ეთიკა და უსაფრთხოება AI-თან მუშაობის დროს
- ChatGPT ფუნქციებისა და შესაძლებლობების განცობა
- Gemini -ისფუნქციებისა და შესაძლებლობების განცობა
- claude.ai -ს ფუნქციებისა და შესაძლებლობების განცობა
- notebooklm.google -ის ფუნქციებისა და შესაძლებლობების განცობა
- ხელოვნური ინტელექტით AI-ით სურათების გენერირება და ვიზუალური მასალის შექმნა
- Canva-ის გამოყენება სასწავლო და პროფესიულ პროცესებში.