ელექტრონული ცხრილები (Ms Excel)
კურსის ხანგრძლივობა - სამი კვირა
MSE.DC.11001
სასერტიფიკატო კურსი
უფასო
სწავლის სინქრონული და ასინქრონული მეთოდი
კურსის განმახორციელებელი პირი - სამოქალაქო პირი გიორგი კოხრეიძე - სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატის ინფორმატიკის მიმართულების ასისტენტ- პროფესორი

კურსი განკუთვნილია - თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში მომუშავე სამხედრო და სამოქალაქო პირი.

I ნაკადი: 18.05.2026 - 05.06.2026;

II ნაკადი: 08.06.2026 - 26.06.2026.

 

კურსის მიზანი

წარმოდგენილი კურსი მიზნად ისახავს მსმენელთა ცოდნის გაღრმავებას მონაცემთა ანალიზში, ვიზუალიზაციასა და ფორმულების გამოყენებაში. მონაწილეები შეისწავლიან პრაქტიკულ ხერხებს, რომლებიც მათ დაეხმარება ყოველდღიურ სამუშაო პროცესში დროის დაზოგვაში, შეცდომების შემცირებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის ოპტიმიზაციაში. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ უფრო ეფექტურად იმუშაონ მონაცემებთან, შექმნან დინამიკური ცხრილები, დიაგრამები და ანალიტიკური ანგარიშები, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ორგანიზაციის შიდა ეფექტიანობასა და თანამშრომელთა პროფესიულ კომპეტენციას.

 

კდისტანციური კურსის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:

  • აღწერს MS Excel-ის ძირითად ფუნქციებსა და მონაცემთა ორგანიზების პრინციპებს;
  • ახორციელებს მონაცემთა დამუშავებას და ფორმატირებას სხვადასხვა სამუშაო სცენარში;
  • იყენებს ფორმულებსა და ფუნქციებს პრობლემების გადაჭრისა და ანალიზისთვის;
  • ქმნის მონაცემთა ვიზუალიზაციებს (დიაგრამა, გრაფიკი, Pivot Table);
  • მოამზადებს ანალიტიკურ ანგარიშებს სამუშაო პროცესის ოპტიმიზაციისთვის.

 

დისტანციური კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:

  • Excel-ის სამუშაო წიგნის პარამეტრების მართვა;
  • მონაცემებთან მუშაობა და მონაცემთა ფორმატი
  • ცხრილების შექმნა;
  • ფორმულები დაფუნქციები;
  • პირობითი ოპერაციები ფუნქციების გამოყენებით;
  • დიაგრამებისა და ობიექტების შექმნა;
  • გაფართოებული ფორმულების შექმნა;
  • მონაცემთა ანალიზი დაბიზნეს ინტელექტი;
  • გაფართოებული დიაგრამებისა და ცხრილების შექმნა.