ემოციური ინტელექტი
კურსის ხანგრძლივობა - ერთი კვირა
EI.DC.6001
სასერტიფიკატო კურსი
უფასო
სწავლის სინქრონული და ასინქრონული მეთოდი
კურსის განმახორციელებელი პირი - სამოქალაქო პირი ელინა შავდათუაშვილი - ფსიქოლოგიის მაგისტრი. სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუკერთა სასწავლო ბატალიონის ფსიქოლოგი.

კურსი განკუთვნილია - თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში მომუშავე სამხედრო და სამოქალაქო პირთათვის

I ნაკადი: 04.06.2026 - 09.06.2026;

II ნაკადი: 06.10.2026 - 12.10.2026.

 

 კურსის მიზანი

კურსის მიზანია მსმენელებმა შეძლონ  საკუთარი ემოციების გაცნო-ბიერება და შესწავლა, განივითარონ თვითრეგულაციის, ემპათიისა და სოციალური კომუნიკაციის უნარები, რაც მათ საშუალებას მისცემს: უკეთ გაუმკლავდნენ სტრესს და ემოციურ დატვირთვას, შეინარ¬ჩუნონ ემოციური ბალანსი რთულ გარემოებებში, ეფექტურად ითანამშრომლონ გუნდში, განივითარონ ლიდერული კომპეტენ-ციები, რომლებიც ემყარება ემოციურ ბალანსს და ადამიანურ ურთიერ¬თობებს.

 

დისტანციური კურსის დასრულების შემდეგ კურს დამთავრებული:

  • აცნობიერებს  მოტივაციის არსს და მნიშვნელობას;
  • აღწერს როგორ დაისახოს და მიაღწიოს  მიზანს;
  • განასხვავებს მოტივაციის წყაროებს;
  • დააკავშირებს მოტივაციასა და პიროვნულ ზრდას  ერთმანეთთან.

 

დისტანციური კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:

  • შესავალი ემოციურ ინტელექტში;
  • თვითშეგნება
  • თვითრეგულაცია
  • შინაგანი მოტივაცია
  • ემპათია
  • სოციალური უნარები
  • ემოციური ინტელექტი ლიდერობაში
  • ემოციური ინტელექტი გადაწყვეტილების მიღებაში
  • ემოციური ინტელექტის შეფასება და პირადი განვითარების გეგმა.