სამეცნიერო კვლევითი უნარ-ჩვევების გაუმჯობესება
კურსის ხანგრძლივობა - სამი კვირა
ISRS.DC.9001
სასერტიფიკატო კურსი
უფასო
სწავლის სინქრონული და ასინქრონული მეთოდი
კურსი განკუთვნილია - თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში მომუშავე სამხედრო და სამოქალაქო პირებისთვის.
კურსის განმახორციელებელი პირები:
სამოქალაქო პირი თინათინ კროპაძე - სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი და ფსიქოლოგი. აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მთავარი მეცნიერი
სამოქალაქო პირი ქეთევან კვესელავა - ინფორმატიკის ინჟინერიის აკადემიური დოქტორი. აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მთავარი მეცნიერი
სამოქალაქო პირი მაია გამსახურდია - საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მთავარი მეცნიერი
სამოქალაქო პირი ნიკოლოზ ესიტაშვილი - საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მთავარი მეცნიერი

განცხორციელების პერიოდი: 

I ნაკადი: 03.06.2026 - 23.06.2026; 

II ნაკადი: 07.09.2026 - 25.09.2026.

 

 კურსის მიზანი

კურსი მიზნად ისახავს მსმენელები გაეცნონ სამეცნიერო-კვლევისა და განვითარების ხელშემწყობ ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო ფონდებთან მუშაობის პრინციპებს, რის შედეგადაც პრაქტიკაში განუვითარდებათ სამეცნიერო კარიერისთვის საჭირო უნარ-ჩვევები.

 

დისტანციური კურსის დასრულების შემდეგ კურს დამთავრებული:

  • კურსი მიზნად ისახავს მსმენელები გაეცნონ სამეცნიერო-კვლევისა და განვითარების ხელშემწყობ ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო ფონდებთან მუშაობის პრინციპებს, რის შედეგადაც პრაქტიკაში განუვითარდებათ სამეცნიერო კარიერისთვის საჭირო უნარ-ჩვევები.
  • იზიარებს მეცნიერის/მკვლევარის საერთაშორისო ცნობადობის ზრდის მნიშვნელობას და სამეცნიერო პოტენციალის (ციტირების ინდექსის) გაუმჯობესების საჭიროებას;
  • ახდენს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების იდენტიფიცირებას;
  • ითვალისწინებს სამეცნიერო კვლევისა და განვითარების ხელშემწყობისთვის ეროვნული და საერთაშორისო სამეცნიერო ფონდებთან მუშაობის პრინციპებს;
  • ითვალისწინებს სამეცნიერო ფონდების მუშაობის სპეციფიკას;
  • არჩევს სამეცნიერო პროექტების მართვის მეთოდოლოგიას და ტექნიკას;
  • შეარჩევს რეიტინგულ ჟურნალს, გამოქვეყნების მიზნით;
  • თანამედროვე მეთოდებით აწესრიგებს სამეცნიერო პუბლიკაციაში ბიბლიოგრაფიას;
  • განსაზღვრავს მეცნიერის ბიბლიომეტრიულ მაჩვენებლებს;
  • სტატიის წერის პროცესში იყენებს ისეთ შესაძლებლობებს,  როგორიცაა ბიბლიოგრაფიული ინფორმაციის მართვის სისტემები;
  • ქმნის ინტერნეტ სიცრცეში ინდივიდუალურ სამეცნიერო პროფილს, ან აკეთებს უკვე შექმნილის რედაქტირებას თანამედროვე სტანდარტების მიხედვით;
  • იყენებს ბიბლიოგრაფიისთვის/ციტირებისთვის საჭირო ონლაინ პროგრამას;
  • იყენებს საინფორმაციო პლატფორმებს / ბიბლიომეტრიულ ბაზებს;
  • ამოწმებს სამეცნიერო ჟურნალების მეტრიკას;
  • განსაზღვრავს სამეცნიერო კომუნიკაციის და პრეზენტაციის ძირითად პრინციპებს, მეთოდებს, ელემენტებს,  კომუნიკაციის არსს, თავისებურებებს, მახასიათებლებს, პრეზენტაციის მომზადების ეტაპებსა და სრულყოფის საშუალებებს, იყენებს პრეზენტაციის და კომუნიკაციის ტექნიკას საჯარო გამოსვლებისთვის;
  • აანალიზებს სამეცნიერო კომუნიკაციის მნიშვნელობას აკადემიურ და პრაქტიკულ სივრცეში, როგორც პროფესიული განვითარების, ისე საჯაროობის თვალსაზრისით.

 

დისტანციური კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:

  • ბიბლიოგრაფიული ინფორმაციის მართვის სისტემები;
  • ინტერნეტ სივრცეში ინდივიდუალური სამეცნიერო პროფილის შექმნა, ან უკვე შექმნილის რედაქტირება და თანამედროვე სტანდარტების მიხედვით შექმნა;
  • სამეცნიერო ლიტერატურის მოპოვება;
  • სამეცნიერო ჟურნალებში სტატიების გამოქვეყნება;
  • სამეცნიერო პოტენციალის(ციტირების ინდექსის) გაუმჯობესება;
  • სამეცნიერო კვლევისა და განვითარების ხელშემწყობი ეროვნული და საერთაშორისო სამეცნიერო ფონდებთან მუშაობის პრინციპების შესწავლა;
  • სტატიის წერის პროცესში ისეთი შესაძლებლობების გამოყენება, როგორიცაა ბიბლიოგრაფიული ინფორმაციის მართვის სისტემები;
  • ციფრულ სივრცეში ნაშრომის განთავსება.