ხელოვნური ინტექლექტის გამოყენებით კვლევების ჩატარება
კურსის ხანგრძლივობა - ერთი კვირა
CRUAI.DC.15001
სასერტიფიკატო კურსი
უფასო
სწავლის სინქრონული და ასინქრონული მეთოდი
კურსის განმახორციელებელი პირი - სამოქალაქო პირი ნიკოლოზ ესიტაშვილი - საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მთავარი მეცნიერი
კურსი განკუთვნილია - თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში მომუშავე სამხედრო და სამოქალაქო პირთათვის

განცხორციელების პერიოდი: 

I ნაკადი: 02.07.2026 - 08.07.2026; 

II ნაკადი: 02.09.2026 - 08.09.2026.

 

 კურსის მიზანი

კურსის მიზანია ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, მსმენელებმა შეძლონ უკეთესი ხარისხის კვლევის ჩატარება გაცნობის დონეზე.

 

დისტანციური კურსის დასრულების შემდეგ კურს დამთავრებული:

  • კრიტიკულად აღწერს ხელოვნური ინტელექტის კონკრეტული დარგის/ქვედარგის  უახლეს მიღწევებს და მეცნიერულ ცოდნას.
  • სისტემურად განსაზღვრავს ხელოვნური ინტელექტის დარგობრივ სფეროში არსებულ აქტუალურ საკითხებს;
  • ხელს უწყობს ხელოვნური ინტელექტის სფეროსთვის რელევანტური პრობლემების საკვლევად ახალი მეთოდოლოგიის შემუშავებას და განვითარებას, პრობლემის გადაჭრისათვის დამოუკიდებლად იღებს სწორ და ეფექტიან გადაწყვეტილებას;
  • გარკვევით წარმოაჩენს ახალი ცოდნის, არსებულ ცოდნასთან ურთიერთკავშირში ახალი ცოდნის შექმნაზე ორიენტირებულ დასკვნებსა და არგუმენტებს.

 

დისტანციური კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:

  • Paperpal პროგრამის თეორიული პრეზენტაცია, მისი გამოყენების დემონსტრაცია;
  • SciSpace პროგრამის თეორიული პრეზენტაცია, მისი გამოყენების დემონსტრაცია;
  • Scite პროგრამის თეორიული პრეზენტაცია, მისი გამოყენების დემონსტრაცია;
  • Undermind პროგრამის თეორიული პრეზენტაცია, მისი გამოყენების დემონსტრაცია.