საბრძოლო სტრესი და სოციალური ადაპტაცია
კურსის ხანგრძლივობა - ორი კვირა
BETS&.SOC.DC.5002
სასერტიფიკატო კურსი
უფასო
სწავლის სინქრონული და ასინქრონული მეთოდი
კურსი განკუთვნილია - თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში მომუშავე სამხედრო და სამოქალაქო პირებისთვის.
კურსის განმახორციელებელი პირი - სამოქალაქო პირი მაკა ქოროღლიშვილი, სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის მთავარი სპეციალისტი. ფსიქოლოგიის მაგისტრი.

განცხორციელების პერიოდი: 

I ნაკადი: 01.10.2026 - 14.10.2026.

 

კურსის მიზანი

კურსის მიზანია მსმენელები გაეცნონ სტრესის, როგორც საყოველთაო მობილიზების მდგომარეობის რაობას. მსმენელები მიიღებენ ცოდნას საბრძოლო სტრესის დადებითი და უარყოფითი შედეგების და გართულებების შესახებ, რომლებიც იწყება სამხედრო მოსამსახურის სახლში დაბრუნების და ახალ გარემოსთან ხელახალი შეგუების დროს. ასევე, მსმენელები დაეუფლებიან იმ უნარ ჩვევებს, რომლებიც დაეხმარება მათ საქმიანობასთან სწორი ფორმით ურთიერთობაში. მსმენელები შეძლებენ იმ ხერხების გამოყენებას, რომლებიც უზრუნველყოფს პიროვნებასა და გარემოს შორის კომპლექსურ ურთიერთობებს.

 

დისტანციური კურსის დასრულების შემდეგ კურს დამთავრებული:

  • აღწერს სტრესის, როგორც საყოველთაო მობილიზების მდგომარეობის რაობას, როგორც ძლიერ სტიმულის პასუხს;
  • ასახელებს ზოგადად სტრესის  და მათ შორის საბრძოლო სტრესის დადებით და უარყოფით შედეგებს;
  • აღწერს იმ სიმპტომებს, რომლებსაც ადგილი აქვს  სტრესული სიტუაციის მოქმედების პროცესში და რომელიც გრძელდება საომარი მოქმედებების დასრულების შემდგომაც მოსალოდნელი გადახრადი ქცევების სახით;
  • ასახელებს იმ გართულებებს, რომლებიც საბრძოლო სტრესის არსებობის დროს იწყება სამხედრო მოსამსახურის სახლში დაბრუნების და ახალ გარემოსთან ხელახალი შეგუების დროს.
  • აღწერს საქმიანობასთან სწორი ფორმით ურთიერთობის პროცესს;
  • ერთმანეთისაგან განასხვავებს პიროვნებასა და გარემოს შორის  კომლექსურ ურთიერთობებს;
  • აღწერს ადაპტაციის დონეებს, პროცესებს და მისი განვითარების ციკლს;
  • აღწერს სოციალურ, ფსიქოლოგიურ და ფიზიოლოგიურ ადაპტაციის თავისებურებებს;
  • იზიარებს დაცვით რეაქციებს და სტრესის დაძლევის სტრატეგიებს.

დისტანციური კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:

  • რა არის სტრესი? შინაგანი და გარეგანი სტრესორები;
  • ხანმოკლე და ქრონიკული სტრესორები;
  • რა ხდება ადამიანის სხეულში, როდესაც ზედმეტი სტრესის ქვეშ ვართ?
  • როგორ ვითარდება სტრესი?
  • სტრესის იდენტიფიცირების ნიშნები
  • სტრესის მიზეზები.
  • საბრძოლო სტრესის ძირითადი სიმპტომები და რეაქციები;
  • რა არის ადაპტაცია? ადაპტაციის დონეები, პროცესები
  • ადაპტაციის განვითარების ციკლი.
  • სოციალური ადაპტაციის პრობლემები დასაქმების სფეროში და სტრესის დაძლევის ადაპტაციური სტრატეგიები.