კურსის ხანგრძლივობა - სამი კვირა
DC.DC.8001
სასერტიფიკატო კურსი
უფასო
სწავლის სინქრონული და ასინქრონული მეთოდი
კურსის განმახორციელებელი პირი - სამოქალაქო პირი ნონა კეთილაძე, სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის სწავლებების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის ადმინისტრაციისა და სამართლის უფროსი ინსტრუქტორი
კურსი განკუთვნილია - თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში მომუშავე სამხედრო და სამოქალაქო პირებისთვის
განხორციელების პერიოდი:
I ნაკადი: 01.10.2026 - 22.10.2026;
II ნაკადი: 03.11.2026 - 24.11.2026;
კურსის მიზანი
თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთათვის თავდაცვის კოდექსის ზოგადი პრინციპების და საფუძვლების შესწავლა ( ცნობიერების ამაღლება).
დისტანციური კურსის დასრულების შემდეგ კურს დამთავრებული:
- საიდუმლოების შესახებ კანონი. სახელმწიფო საიდუმლოება თავდაცვის სფეროში, საიდუმლო დოკუმენტების სახეები, მათი შედგენის და გაფორმების წესები.
- აცნობიერებს, იაზრებს და საჭიროებისამებრ პრაქტიკულად გამოიყენებს თავდაცვის კოდექსს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას;
- განმარტავს სამხედრო აღრიცხვიანობის ზოგად პრინციპს;
- ერთმანეთისაგან განასხვავებს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის, პროფესიული სამხედრო სამსახურის და თავდაცვის ძალების რეზერვის ძირითადი საქმიანობის მიმართულებებს და სამართლებრივ აქტებს;
- ასახელებს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მატერიალური უზრუნველყოფის, სოციალურ გარანტიებსა და სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებს.
დისტანციური კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:
- თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების განსაზღვრა თავიანთი ფუნქცია-მოვალეობის და უფლებამოსილების მიხედვით;
- თავდაცვის კოდექსის ზოგადი მიმოხილვა;
- სამხედრო აღრიცხვიანობის დანიშნულება და ზოგადი პრინციპები;
- წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის, პროფესიული სამხედრო სამსახურის და თავდაცვის ძალების რეზერვის ძირითად საქმიანობის მიმართულებები და სამართლებრივი აქტების მიმოხილვა;
- თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მატერიალური უზრუნველყოფის, სოციალური გარანტიებისა და სამსახურთან დაკავშირებული რეგულირების სფეროები;
- თავდაცვის სამინისტროს სისტემის როლი საომარი მდგომარეობის დროს და ეროვნული თავდაცვის საბჭოს ძირითადი ფუნქციები;
- საქართველოს მოქალაქის როლი თავდაცვის სფეროში, როგორც მოხალისე;
- საქართველოს კანონი „არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“.