პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი ნორმატიული აქტის ანალიზი
კურსის ხანგრძლივობა - ორი კვირა
PDP.DC.13001
სასერტიფიკატო კურსი
უფასო
სწავლის სინქრონული და ასინქრონული მეთოდი
კურსის განმახორციელებელი პირები:

სამოქალაქო პირი ლია გელოვანი - სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის შტაბის იურიდიული სამმართველოს უფროსი.


სამოქალაქო პირი მარიამ ბაღათურია - სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის შტაბის იურიდიული სამმართველოს მთავარი იურისტი
კურსი განკუთვნილია - თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში მომუშავე სამხედრო და სამოქალაქო პირებისთვის

განხორციელების პერიოდი: 

I ნაკადი: 03.09.2026 - 16.09.2026;

II ნაკადი:  21.09.2026 - 05.10.2026;

 

 კურსის აქტუალობა

საქართველოს კანონი პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ დღეს განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან თანამედროვე მსოფლიოს ტექნოლოგიური განვითარება, საერთაშორისო მოთხოვ-ნები და ახალი კანონმდებლობა გულისხმობს ცვალებად გარემოს, სადაც მონაცემების დაცვა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა დიდ როლს ასრულებს. კანონმდებლობის ცოდნა მნიშვნელოვანია როგორც ინდივიდებისთვის, ასევე ორგანიზაციებისთვის, რათა უზრუნ¬ველყონ როგორც კანონიერება, ისე დასაქმებულის კონფი-დენ¬ციალურობის დაცვა.

 

კურსის მიზანი

კურსის მიზანია მსმენელებს გააცნოს პერსონალური მონაცემების დაცვის ძირითადი საკითხები. კურსის მიზანია ასევე მსმენელებმა შეისწავლონ, თუ როგორ უნდა შექმნან მონაცემთა დაცვის პოლიტიკები და სტრატეგიული დოკუმენტები, რათა მუშაობის პროცესში დაცული იყოს პირის პერსონალური მონაცემები.

 

დისტანციური კურსის დასრულების შემდეგ კურს დამთავრებული:

  • ახდენს განსხვავებული კატეგორიის მონაცემების იდენტიფიცირებას;
  • ახდენს მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა და სხვა პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული დოკუმენტების შემუშავებას;
  • ასრულებს მონაცემთა დაცვის ოფიცრის (DPO) ძირითად მოვალეობებს;
  • ახდენს მონაცემებზე წვდომის და მათი დაცვის პროცესების დანერგვას.

 

დისტანციური კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:

  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესავალი და სამართლებრივი საფუძვლები;
  • სპეციალური მონაცემები და ტექნოლოგიური ასპექტები;
  • ორგანიზაციული მექანიზმები და პოლიტიკა;
  • წვდომის მართვა და აღრიცხვა;
  • უფლებების რეალიზაცია და მონაცემთა მფლობელის დაცვის მექანიზმები;
  • უსაფრთხოება და ინციდენტების მართვა.