სამხედრო ადმინისტრაცია

კურსის ხანგრძლივობა - ორი კვირა

ADMIN.DC.  101/102

სასერტიფიკატო კურსი

უფასო

სწავლის სინქრონული და ასინქრონული მეთოდი

კურსი განკუთვნილია - თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში მომუშავე სამხედრო და სამოქალაქო პირებისთვის.

განხორციელების პერიოდი 2022: 
01.03.2022 - 14.03.2022;
19.09.2022 - 03.10.2022. 

Სამხედრო ადმინისტრაცია 2023: 

I ნაკადი: 17.05.2023 – 31.05.2023; 

II ნაკადი:  01.09.2023 – 15.09.2023; 

III ნაკადი: 27.09.2023 - 11.10.2023. 

 

კურსის მოკლე აღწერა

კურსის განმავლობაში მსმენელები დოკუმენტის პრაქტიკულად შექმნით გააცნობიერებენ სამხედრო ადმინისტრაციის არსს სამსახურეობრივ საქმიანობაში. კურსი აქტუალურია ყველა იმ უმცროს ოფიცერთა კატეგორიისთვის და სამოქალაქო პერსონალისათვის, რომლებსაც ყოველდღიურ საქმიანობაში სამსახურეობრივი შეხება აქვთ მინისტრის ბრძანებებთან და თავდაცვის ძალების მეთაურის მარეგულირებელ დოკუმენტებთან.

 

კურსის მიზანი

მსმენელები გაეცნობიან თავდაცვის ძალების სამსახურეობრივი დოკუმენტების სახეებს, მათი შედგენის და გაფორმების წესებს და საბრძოლო მზადყოფნის ოპერატიულ სტანდარტულ პროცედურებს.

 

დისტანციური კურსის დასრულების შემდეგ კურს დამთავრებული:

  • ჩამოთვლის სამსახურეობრივი დოკუმენტების სახეებს, მათი შედგენისა და გაფორმების წესებს;
  • აღწერს ქვედანაყოფში საჯარისო სამსახურის ორგანიზებას;
  • განმარტავს საბრძოლო მზადყოფნის სისტემის და ოპერატიული სტანდარტული პროცედურების მნიშვნელობას;
  • გაიაზრებს საიდუმლო დოკუმენტაციის წარმოების მნიშვნელობას.

 

დისტანციური კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:   

  • სამსახურეობრივი დოკუმენტების სახეები, მათი შედგენისა და გაფორმების წესები.
  • უსაფრთხოების ღონისძიებები.
  • საჯარისო სამსახურის ორგანიზება.
  • საბრძოლო მზადყოფნის სისტემის ოპერატიული სტანდარტული პროცედურები.
  • დოკუმენტის შექმნა(პატაკი) - პრაქტიკული
  • საიდუმლოების შესახებ კანონი. სახელმწიფო საიდუმლოება თავდაცვის სფეროში, საიდუმლო დოკუმენტების სახეები, მათი შედგენის და გაფორმების წესები.
  • თანამდებობის მიღება-ჩაბარების პროცედურები
  • თავდაცვის დოქტრინა.
  • საბრძოლო მომზადების სახელმძღვანელო და სააღრიცხვო დოკუმენტების წარმოება.
  • დოკუმენტისთვის საიდუმლოობით გრიფის მინიჭების წესი-პრაქტიკული.