ქვედანაყოფის მართვის პროცედურები

კურსის ხანგრძლივობა - ორი კვირა

T.L.P.DC.  201/202

სასერტიფიკატო კურსი

უფასო

სწავლის სინქრონული და ასინქრონული მეთოდი

კურსი განკუთვნილია - თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში მომუშავე სამხედრო და სამოქალაქო პირებისთვის.

განხორციელების პერიოდი 2022:

I ნაკადი - 16.03.2022 – 31.03.2022;

II ნაკადი - 01.04.2022 – 14.04.2022.

 

განხორციელების პერიოდი 2023:

I ნაკადი: 02.10.2023 – 16.10.2023;  

II ნაკადი: 18.10.2023 –01.11.2023. 

 

კურსის მოკლე აღწერა

კურსის განმავლობაში მსმენელი გაიაზრებს დაგეგმვის ყველა საფეხურსა და მნიშვნელობას საბრძოლო ბრძანების შემუშავების დროს. კურსი აქტუალურია ყველა იმ უმცროსი ოფიცრისა და სერჟანტისთვის, რომლებსაც ყოველდღიურ საქმიანობაში უწევთ ზემდგომისგან მიღებული ბრძანებების დამუშავება და ოცეულის დონეზე მისი შესრულება.

 

კურსის მიზანი

მსმენელები გაეცნობიან ქვედანაყოფის მართვის პროცედურებს ოცეულის დონეზე.

 

დისტანციური კურსის დასრულების შემდეგ კურს დამთავრებული:

  • ჩამოთვლის 5 პუნქტიან საბრძოლო ბრძანებას და ქვედანაყოფის მართვის პროცედურებს;
  • განმარტავს ქვადანაყოფის მართვის პროცედურებში შემავალ პუნქტებს;
  • გაიაზრებს საიდუმლო დოკუმენტაციის წარმოების მნიშვნელობას.

 

დისტანციური კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:   

  • საბრძოლო ბრძანება;
  • ქვედანაყოფის მართვის პროცედურები;
  • I საფეხური - ამოცანის მიღება;
  • II საფეხური - გამაფრთხილებელი ბრძანების გაცემა;
  • III საფეხური - წინასწარი გეგმის შედგენა;
  • IV საფეხური - აუცილებელი გადაადგილების დაწყება;
  • V საფეხური - რეკოგნოსცირება;
  • VI საფეხური - გეგმის დასრულება;
  • VII საფეხური - ოპერატიული ბრძანების გამოცემა;
  • VIII საფეხური - ზედამხედველობა და კონტროლი;