განცხორციელების პერიოდი 2022:
I ნაკადი: 16.03.2022 – 31.03.2022;
II ნაკადი: 01.11.2022 – 15.11.2022
განცხორციელების პერიოდი 2023:
I ნაკადი: 07.03.2023 – 14.03.2023;
II ნაკადი: 16.03.2023 – 23.03.2023.
კურსის მოკლე აღწერა
კურსის განმავლობაში მსმენელები გააცნობიერებენ გენდერის და სქესის განმასხვავებელი ნიშნებს და მასზე მოქმედი ფაქტორებს. მსმენელებს შეეძლებათ როგორც დასახელება, ისე გენდერული სტერეოტიპების და ძალადობის მოქმედი კანონმდებლობითი აქტების დასახელება. კურსის აქტუალობაა გენდერული ნიშნით სტერეოტიპებით მოქმედების, შევიწროების და ძალადობის პრევენცია.
კურსის მიზანი
მსმენელები გაეცნობიან გენდერის ცნებას, მის კულტურულ და სოციალურ ფაქტორებს, სტერეოტიპებს და გენდერულ მეინსტრიმინგს. უსაფრთოხების სექტორში გენდერული თანასწორობის კანონზომი ერებებს და გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 და თანმდევ რეზოლუციებს;
დისტანციური კურსი დასრულების შემდეგ კურდამთავრებული:
განმარტავს გენდერის ცნებას და მასზე მოქმედ კულტურულ და სოციალურ ფაქტორებს;
ასახელებს უსაფრთოხების სექტორში მოქმედ გენდერული თანასწორობის კანონზომიერებებს;
განმარტავს გენდერული მეინსტრიმინგის მხარდამჭერ დოკუმემტებს;
აღწერს გენდერისა და სქესის განმასხვავებელ ნიშნებს, მასზე მოქმედ ფაქტორებს;
ასახელებს გენდერული სტერეოტიპების და ძალადობის მოქმედ კანონმდებლობით აქტებს.
დისტანციური კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:
გენდერული თანასწორობა და გაეროს რეზოლუციები
რა არის გენდერი და რითი განსხვავდება ის სქესის ცნებისაგან;
გენდერის განმსაზღვრელი სოციალური და კულტურული ფაქტორები;
რა არის გენდერული სტერეოტიპები და ძალადობა;
გაეროს რეზოლუციები.
გენდერული იდენტიფიკაციისა და გენდერული როლების ათვისების თეორიები (ფსიქოდინამიკური; სოციალურ-კოგნიტური; კოგნიტური განვითარების თეორიები; ანდროგინიის კონცეფცია; გენდერულ-როლური; ტრანსცენდენციის სტადიების და გენდერული სქემის თეორია;).
სქესის სოციალიზაცია და მისი ინსტიტუტები. კულტურის როლი გენდერულ სოციალიზაციაში (სოციალიზაციის ცნება, დიფერენციალური; სოციალიზაცია და მისი მექანიზმები; განსხვავებული სამუშაოს დავალება; ბავშვების მოვლა და მათზე ზრუნვა; თანატოლები; განათლება; მასმედია; სათამაშოები)
კროსკულტურული მონაცემები გენდერული როლებისა და სტერეოტიპების შესახებ (უმცროსებზე ზრუნვა; აგრესია; უფროსებთან სიახლოვე და მოღვაწეობის ხასიათი; საკუთარი ღირსების გრძნობა; მამაკაცურობის იდეოლოგია).
გენდერული მეინსტრიმინგი (კანონმდებლობა; გენდერული მეინსტრიმინგი;მისი მოდელები; გენდერული პერსპექტივა)