განხორციელების პერიოდი 2022:
I ნაკადი - 01.04.2022 – 06.05.2022;
II ნაკადი - 09.05.2022 – 13.06.2022.
კურსის მოკლე აღწერა
წერის უნარი ერთ-ერთი იმ უნართაგანია, რომელიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ადამიანის აკადემიურ და პერსონალურ წარმატებას მთელი ცხოვრების განმავლობაში. ამ უნარების დაუფლება არ არის რთული. მთავარია იმ საკვანძო პრინციპებისა და ხერხების შესწავლა, რომელიც აუცილებელია გამართული, არგუმენტირებული და დამაჯერებელი აკადემიური ტექსტის შესაქმნელად.
აკადემიური წერის უნარ-ჩვევები - ნებისმიერი დაწესებულების ეფექტიანი ფუნქციონირების საყრდენს წარმოადგენს. ეს არის კომპლექსური და დინამიური პროცესების ჯაჭვი, რომელიც უზრუნველყოფს აკადემიურ სივრცეში გამოყენებული ტექსტების სახეობებისა და მათი შექმნის წესების დაუფლებას. აგრეთვე თეზისების ჩამოყალიბების, პოზიციის არგუმენტირებულად დასაბუთებისა და გამოხატვის წესების დაცვის უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
სწორედ ამას ემსახურება აღნიშნული დისტანციური კურსი, რაც ხელს შეუწყობს მსმენელებმა წარმატებით გამოიყენონ მიღებული ინფორმაცია და უნარ-რჩევები პროფესიულ საქმიანობაში.
კურსის მიზანი
მსმენელები დაეუფლონ აკადემიური და პროფესიული წერისა და მეტყველების პრინციპებს, დარგობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით საჭირო ინფორმაციის მოძიების, ტექსტების კითხვის მეთოდებსა და უნარ-ჩვევებს, რაც გულისხმობს საერთაშორისო პრინციპებზე დამყარებული კვლევითი კომპონენტის წერის ხერხებისა და საშუალებების შესწავლას, არგუმენტირებული და კრიტიკული მსჯელობით, შესაბამისი ტერმინოლოგიითა და სალიტერატურო ნორმების დაცვით კომუნიკაციის წარმართვას, როგორც წერილობით (ესე, სტატია, რეფერატი... მათი ტექნიკური გამართვა და გაფორმება, საჯარო პრეზენტაცია თუ დისკუსიაში მონაწილეობა და სხვა.), ისე ვერბალურად.
დისტანციური კურსის დასრულების შემდეგ კურდამთავრებული:
ახდენს დარგის/ქვედარგის ან დარგთაშორისი სფეროს უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნის დემონსტრირებას;
წარმოაჩენს საერთაშორისო ველში არსებული სპეციალური სამეცნიერო ლიტერატურის (წყაროების) მოძიებისა და კრიტიკული ანალიზის განხორციელების უნარ-ჩვევებს;
ახდენს ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარების დემონსტრირებას;
ახდენს სხვადასხვა სახის ტექსტის რედაქტირებას, კომენტირებასა და ანოტირებას;
ახდენს ახალი, რთული და წინააღმდეგობრივი იდეებისა და მიდგომების კრიტიკულ ანალიზს, სინთეზსა და შეფასებას.
დისტანციური კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:
აკადემიური წერის საგანი და ამოცანები;
ტექსტზე მუშაობის პრინციპები და წერისთვის მოსამზადებელი სამუშაოები
სამეცნიერო ლიტერატურის მოძიება;
სტრატეგიული კითხვის მეთოდები და ინფორმაციის დამუშავება;
ელექტრონულ მონაცემთა სამეცნიერო ბაზებისა და რესურსების გაცნობა.
წყაროების გამოყენება და დამოწმება; ციტირების წესები და პლაგიატისგან თავის დაცვა.
კრიტიკული აზროვნება
ესე - სტრუქტურა და ფორმატი
ესეს პარაგრაფების განვითარება (არგუმენტები)
ნაშრომის დამუშავება და საბოლოო რედაქტირება; აკადემიური ნაშრომის შეფასების კრიტერიუმები
ფუნქციური წერის ელემენტები: საქმიანი მიმოწერა; საქმიანი წერილი; ელექტრონული წერილი; ფუნქციური წერის ელემენტები:
განცხადება; მოხსენებითი ბარათი; ახსნა-განმარტებითი ბარათი;
მოკლე ბიოგრაფია; სამოტივაციო წერილი; დახასიათება; რეკომენდაცია; CV.
ნაშრომის საპრეზენტაციოდ მომზადების წესები და აუდიტორიის მართვა. როგორ უნდა დავძლიოთ საჯარო გამოსვლის შიში