განხორციელების პერიოდი 2022:
I ნაკადი - 04.07.2022 – 20.07.2022;
II ნაკადი - 19.09.2022 – 03.10.2022;
III ნაკადი - 10.10.2022 – 24.10.2022.
განხორციელების პერიოდი 2023:
I ნაკადი: 01.05.2023 – 15.05.2023;
II ნაკადი: 17.05.2023 – 31.05.2023.
კურსის მოკლე აღწერა
მსმენელები გააცნობიერებენ თანამედროვე გლობალური უსაფრთხოების გარემოს შექმნაში კონფლიქტის როლს, მისი თავისებურებებს, განვითარების პერსპექტივებს, ძირითად ტენდენციებსა და გამოწვევებს. კურსის განმავლობაში მსმენელები აიმაღლებენ ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოახდინონ კონფლიქტის იდენტიფიკაცია, როგორ უნდა მართონ ის, ასევე თუ რა ხერხები შეიძლება გამოიყენონ კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად და რა კონსტრუქციული გზები შეიძლება მოძებნონ.
კურსის მიზანი
მსმენელები გაეცნობიან სხვადასხვა დონის კონფლიქტების სტრუქტურის, შინაარსის და დინამიკის ძირითად კანონზომიერებებს, იმ ფსიქოლოგიურ თეორიებს, რომლებიც მიზნად ისახავს კონფლიქტის წარმოშობის მიზეზების ახსნას. გარეგან პირობებს, კულტურის და თვით ჯგუფისათვის დამახასიათებელ თავისებურებებს, რომლებიც ხელს უწყობენ ჯგუფებს შორის კონფლიქტის გამოწვევას ისეთი კონფლიქტების გაანალიზების, მოგვარების და პრევენციის საკითხებში, როგორიცაა: ინტერპერსონალური, ინტერჯგუფური, ოჯახური, ეთნიკური, რელიგიური, პოლიტიკური თუ სახელმწიფოთაშორისი, ძალადობრივი კონფლიქტები.
დისტანციური კურსის დასრულების შემდეგ კურდამთავრებული:
აცნობიერებს და იაზრებს თანამედროვე გლობალური უსაფრთხოების გარემოს შექმნაში კონფლიქტის როლს, მის თავისებურებებს, განვითარების პერსპექტივებს, ძირითად ტენდენციებსა და გამოწვევებს;
განმარტავს კონფლიქტის რაობას, ტიპებს;
ასახელებს და აღწერს კონფლიქტის თეორიებს, მის დინამიკას, ძალაუფლებისა და კონფლიქტის ურთიერთმიმართებას;
ფლობს საბაზისო ცოდნას სოციალურ-ფსიქოლოგიური ურთიერთობების შესახებ, რაც კონფლიქტების აღმოცენებისა და მართვის თეორიულ საფუძველს შეადგენს;
ასახელებს პოლიტიკური, ორგანიზაციული და ძალადობრივი კონფლიქტების პრევენციის მეთოდებს;
დისტანციური კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:
რა არის კონფლიქტი (კონფლიქტის რაობა; ძირითადი სტრუქტურული ელემენტები; კლასიფიკაცია;)
კონფლიქტის დინამიკა - კონფლიქტის განვითარების პროცესი
ქცევის სტრატეგიები კონფლიქტურ სიტუაციაში
კონფლიქტების თეორიები (განვითარებითი თეორია; ფსიქოდინამიკური თეორია; ველის თეორია და კლიმატის გაგება; ფაზების თეორია; გაცვლისა და ურთიერთდამოკიდებულების თეორიები; სამართლიანობის თეორია)
კონფლიქტების ტიპოლოგია და წყაროები
კონფლიქტის მართვა
კონფლიქტი და კულტურა
კონფლიქტური ინტერაქცია (კონფლიქტური ინტერაქციის მთავარი პრინციპები; დიფერენციაციის პროცესი და კონფლიქტის თავიდან აცილების ციკლი; დიფერენციაციის პროცესი და კონფლიქტის ესკალაცია; დიფერენციაცია და რიგიდული ქცევა; გავარჯიშებული უუნარობა და კონფლიქტი. ფსიქოლოგიური კლიმატი და კონფლიქტური ინტერაქცია; კლიმატის განსაზღვრა; კლიმატის და კონფლიქტური ინტერაქციების ურთიერთგავლენა; კლიმატის იდენტიფიკაცია. კონფლიქტების მოგვარების გზები; კონფლიქტი და ემოციები; აგრესია; სტრესი და მისი დაძლევა.)
კონფლიქტები და ძალაუფლება (ძალაუფლება და კონფლიქტის აღმოცენება; ძალაუფლების გამოყენება კონფლიქტურ ტაქტიკებში; ძალაუფლების ტიპები.)