საბრძოლო სტრესი
კურსის ხანგრძლივობა - ერთი კვირა
BETS.DC. 301/302
სასერტიფიკატო კურსი
უფასო
სწავლის სინქრონული და ასინქრონული მეთოდი
კურსი განკუთვნილია - თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში მომუშავე სამხედრო და სამოქალაქო პირი.

განხორციელების პერიოდი 2022:

I ნაკადი - 22.07.2022 – 29.07.2022;

II ნაკადი - 01.08.2022 – 08.08.2022.

განხორციელების პერიოდი 2023: 

I ნაკადი: 28.03.2023-04.04.2023;  

II ნაკადი: 20.04.2023-27.04.2023. 

 

კურსის მოკლე აღწერა

სტრესი სამხედრო და სამოქალაქო პირებისთვის გარდაუვალი რეალობაა საბრძოლო მოქმედებების დროს. კურსის განმავლობაში მსმენელებს შესაძლებლობა მიეცემათ გააცნობიერონ სტრესის  დადებითი და უარყოფითი  შედეგები და ის გართულებები, რომლებმაც შესაძლოა თავი იჩინონ ნებისმიერი სტრესული სიტუაციის და განსაკუთრებით, საბრძოლო მოქმედებების დროს. კურსის აქტუალობაა - კონფლიქტის იდენტიფიკაციის, მართვისა და თავიდან აცილების ხერხების ცოდნა, მისი არსებობის შემთხვევაში კი, კონსტრუქციული გზით მოგვარება.

 

კურსის მიზანი

მსმენელები გაეცნობიან სტრესის, როგორც საყოველთაო მობილიზების მდგომარეობის რაობას, როგორც ძლიერ სტიმულზე პასუხს. გაეცნობიან იმ სიმპტომებს, რომლებსაც ადგილი აქვს  მოქმედების პროცესში და რომელიც გრძელდება საომარი მოქმედებების დასრულების შემდგომაც. მსმენელები მიიღებენ ცოდნას საბრძოლო სტრესის  დადებითი და უარყოფითი  შედეგების და იმ გართულებების შესახებ, რომლებიც იწყება სამხედრო მოსამსახურის სახლში დაბრუნების და ახალ გარემოსთან ხელახალი შეგუების დროს.

 

დისტანციური კურსის დასრულების შემდეგ კურს დამთავრებული:

  • აღწერს სტრესის, როგორც საყოველთაო მობილიზების მდგომარეობის რაობას, როგორც ძლიერ სტიმულის პასუხს;
  • ასახელებს ზოგადად სტრესის  და მათ შორის საბრძოლო სტრესის დადებით და უარყოფით შედეგებს;
  •  აღწერს იმ სიმპტომებს, რომლებსაც ადგილი აქვს  სტრესული სიტუაციის მოქმედების პროცესში და რომელიც გრძელდება საომარი მოქმედებების დასრულების შემდგომაც მოსალოდნელ გადახრადი ქცევების სახით;
  • ასახელებს იმ გართულებებს, რომლებიც საბრძოლო სტრესის არსებობის დროს იწყება სამხედრო მოსამსახურის სახლში დაბრუნების და ახალ გარემოსთან ხელახალი შეგუების დროს.

 

დისტანციური კურსი მოიცავს შემდეგ თემებს: 

  • რა არის სტრესი. სტრესის მიზეზები.
  • რა არის სტრესი?
  • შინაგანი და გარეგანი სტრესორები;
  • ხანმოკლე და ქრონიკული სტრესორები;
  • რა ხდება ადამიანის სხეულში, როდესაც ზედმეტი სტრესის ქვეშ ვართ?
  • როგორ ვითარდება სტრესი?
  • სტრესის იდენტიფიცირების ნიშნები (ფიზიკური, ემოციური, ქცევითი)
  • სტრესის მიზეზები
  • საბრძოლო სტრესი. ძირითადი სიმპტომები და რეაქციები (ემოციური, ფიზიკური, შემეცნებითი)
  • პოსტტრავმული სტრესული აშლილობის, დაძლევის სტრატეგიების და პოსტტრავმული ზრდის ურთიერთკავშირი (ქართველი დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები)
  • სტრესის მართვა. ზოგადი რეკომენდაციები.