მართვის თანამედროვე მოდელის ფორმირება ორგანიზაციებში
ფასიანი სასერტიფიკატო კურსი. კურსი განხორციელდება წელიწადში 4-ჯერ
შეხვედრები: 6 შეხვედრა (12 საათი)
ღირებულება: 300₾
ენა: ქართული
მსმენელების მაქსიმალური რაოდენობა ჯგუფში: 15 მსმენელი
სწავლების ფორმა: დისტანციური/დასწრებით
კონკურსის არსებობის შემთხვევაში, პროგრამის ხელმძღვანელი ჩაატარებს ინდივიდუალურ გასაუბრებას დაინტერესებულ პირებთან დისტანციურად
ვანიშვილი

თამარ ვანიშვილი

ეკონომისტი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი

სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის

გამოცდებისა და აკადემიური შეფასების ადმინისტრატორი

ტრენერის ბიოგრაფია

  • 23 წლიანი სამუშაო გამოცდილება, აქედან 15 წელი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სალექციო კურსები - მენეჯმენტის მიმართულებით.
  • მონოგრაფია ,,მართვის თანამედროვე მოდელის ფორმირება და ორგანიზაციული ქცევის რეგულირების პრინციპები’’ (იხილეთ მიბმული ფაილი)  და 30-მდე სამეცნიერო სტატიის ავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.
  • სხვადასხვა უნივერსიტეტებთან, სამეცნიერო-კვლევითი კონფერენციების უწყვეტი მონაწილე.
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა გადამზადების პროექტ - Iowa State University Center of Excellence in Teaching and Learning. GTU. PDC CETL-ის უწყვეტი მონაწილე - ტრენერთა ტრენერის სტატუსი ,,კომუკაცია და კოგნიციაში’’.
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული გადამზადების ცენტრში C C I D - ამერიკის სათემო კოლეჯები USAID-ის წარმომადგენლობა საქართველოში-ის მონაწილე.
  • ქოუჩინგის საერთაშორისო ასოციაციის მიერ აღიარებული სასწავლო პროგრამა ქოუჩინგის სკოლის კურსადამთავრებული - სამოტივაციო სპიკერი, ტრანსფორმაციული ქოუჩი.

         მეტი დეტალებისთვის იხილეთ რეზიუმე

 

 

 

 

 

 

 

ტრენინგ-კურსის მოკლე აღწერა: 

 

კურსი მიზნად ისახავს ორგანიზაციული ქცევის არსის, თავისებურებების, შექმნის პრინციპებისა და განვითარების პერსპექტივების, ადამიანისეული კაპიტალის მნიშვნელობის გაცნობას, ორგანიზაციული ქცევის ფორმირებაში; კომუნიკაციის და მოტივაციის არსის და მათი ურთიერთკავშირის განსაზღვრას ორგანიზაციულ ქცევაში; მართვის ინოვაციური მოდელის ჩამოყალიბების თანმდევი სირთულეების და გადალახვის გზების გაცნობას; ინოვაციური პროცესების აუცილებლობის განსაზღვრას ორგანიზაციაში; ლიდერის პიროვნული თვისებების და ,,მენეჯერი ლიდერის’’ მახასიათებლების გაცნობას.

 

ტრენინგ-კურსის აქტუალობა: 

კურსის აქტუალობა განპირობებულია მართვის თანამედროვე მოდელის ჩამოყალიბების, ფორმირების აუცილებლობით, რაც ცივილური სამყაროს ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. კურსში განხილულია, ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა: გუნდის ეფექტური მართვის უნარების დაუფლება, ორგანიზაციებში. კომუნიკაცია, მოტივაცია, როგორც ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი მართვის თანამედროვე მოდელის ჩამოყალიბების პროცესში.წარმოდგენილია ორგანიზაციის სასიცოცხლო ციკლის ფაზები და მისი განვითრების ეტაპების ანალიზი, მართვის თანამედროვე მოდელში მენეჯერისა და ,,მენეჯერი ლიდერის’’  ეფექტური მიდგომის უპირატესობა.

 

სამიზნე აუდიტორია: 

კურსი განკუთვნილია დამწყები და მოქმედი მენეჯერებისთვის, სტუდენტებისთვის (მაგისტრანტები, დოქტორანტები), მეცნიერ-თანამშრომლებისთვის, ასევე ყველა პირისთვის, ვინც დაინტერესებულია ორგანიზაციაში,  მართვის თანამედროვე მოდელის ფორმირებისთვის აუცილებელი ფაქტორების შესწავლით და ანალიზით; აკადემიის პირადი შემადგენლობისთვის, მათ შორის მსმენელი/იუნკერი. საქართველოს თავდაცვის სისტემაში დასაქმებული სამხედრო და სამოქალაქო პირებისთვის უფასო, სამსახურებრივი პირადობის მოწმობის (ID ბარათი) წარმოდგენის შემთხვევაში.

 

ტრენინგ-კურსი მოიცავს შემდეგ თემებს: 

  • ორგანიზაციული ქცევა; ორგანიზაციული ქცევის შექმნის პრინციპები და შესწავლის მიდგომები.
  • კომუნიკაციის პროცესი; ეფექტური კომუნიკაცია; გუნდი, გუნდურობა.
  • მოტივაციის არსი, სახეები და მათი ურთიერთკავშირი; მოტივაციის კლასიკური და თანამედროვე თეორიები.
  • რას ნიშნავს მომსახურების ხელოვნება და როგორ გამოვიყენოთ ის, ორგანიზაციის სასარგებლოდ-მართვის თანამედროვე ფორმირების დროს?
  • ადამიანისეული კაპიტალის როლი ორგანიზაციული ქცევის ფორმირებაში.
  • ცვლილებები; ინოვაციები; ინოვაციური საქმიანობა ორგანიზაციაში.
  • მართვის ინოვაციური მოდელის დადებითი და უარყოფითი მხარეები პანდემიის პირობებში.
  • მართვის თანამედროვე მოდელი - ,,ახალი ტიპის ლიდერი’’ და ,,მეხუთე დონის’’ მენეჯერები.
  • ეფექტურობის მაჩვენებელი; რას იძლევა ორგანიზაციისთვის მისი გამოთვალა. შედეგები; ანალიზი.
  • მიზნის მართვით მიღებული წარმატების შედეგი თანამედროვე ორგანიზაციაში.
  • ,,მენეჯერი ლიდერის’’ ეფექტური მიდგომის უპირატესობა შრომის ნაყოფიერების ამაღლებაში.
  • ლიდერი, ლიდერობა; ვინ არის ლიდერი.
  • ლიდერის პიროვნული თვისებების აღმოჩენა ,,დიდი ხუთეულის მოდელისა’’ და ,,მაიერს ბრიგსის ტიპთა ინდიკატორის’’ საშუალებით.
  • ლიდერის თვისებებისა და ქცევითი თეორიების შეჯამება.
  • შეჯამება, ანალიზი, რეზიუმე.

 

ტრენინგ-კურსის დასრულების შემდეგ კურდამთავრებული: 

  • გაეცნობა ორგანიზაციის სასიცოცხლო ციკლს და მისი განვითარების ეტაპებს; ეფექტური კომუნიკაციის პროცესებს და მის აუცილებლობას ორგანიზაციაში;
  • შეისწავლის მოტივაციის და კომუნიკაციის პროცესის ეფექტურად წარმართვის ხელოვნებას;
  • წარმოაჩენს მართვის თანამედროვე მოდელში მენეჯერისა და ,,მენეჯერი ლიდერის’’ ეფექტური მიდგომის უპირატესობას;
  • გაეცნობა ცვლილებების და ინოვაციური საქმიანობის განხორციელების აუცილებლობას ორგანიზაციაში;
  • შეისწავლის გუნდის, გუნდურობის მახასიათებლებს;
  • გაეცნობა ყველა იმ საჭირო კომპონენტს, რაც წარმატებულ, თანამედროვე, ეფექტურ ორგანიზაციას ჭირდება მართვის თანამედროვე მოდელის ფორმირებისთვის.

 

ტრენინგ-კურსის მოცულობა და განხორციელების ფორმა: 

  • კურსის დასრულებისათვის საჭიროა 3 კვირა, სულ 6 შეხვედრა.
  • შეხვედრა კვირაში - 2-ჯერ. თითოეული შეხვედრა - 2 საათი.
  • აუდიტორიაში შეხვედრა - 4 საათი, ონლაინ - 8 საათი. სულ - 12 საათი.
  • პირველი შეხვედრა დასწრებით - გაცნობითი ხასიათის / პრეზენტაცია / ხელშეკრულების გაფორმება.
  • შემაჯამებელი შეხვედრა დასწრებით - სერტიფიკატების გადაცემა.
  • შეხვედრები დასწრებით სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში.
  • შშმ პირებისთვის დასწრება სურვილისამებრ, ასევე მათთვის, ვინც ვერ ახერხებს პირისპირ დასწრებას, მოხდება ჩართვა დისტანციურად.

 

სერტიფიკატი გაიცემა ტრენინგ-კურსზე დასწრების მოცულობის მიხედვით. კერძოდ: 

  • სერტიფიკატი „წარმატებით დაასრულა“ გადაეცემა მსმენელს, რომელიც დაესწრება სატრენინგო საათებით გათვლილ ტრენინგ-კურსს (8 დან 12 საათის ჩათვლით) და ჩართული იქნება ტრენინგის მსვლელობაში.
  • სერტიფიკატი „გაიარა“ გადაეცემა მსმენელს, რომელიც დაესწრება სატრენინგო საათებით გათვლილი ტრენინგ-კურსის 6 საათს და ჩართული იქნება ტრენინგის მსვლელობაში.
  • სერტიფიკატი არ გადაეცემა მსმენელს, რომელიც დაესწრება სატრენინგო საათებით გათვლილი ტრენინგ-კურსის 6 საათზე ნაკლებს.
  • კურსის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს გადაეცემა სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სერტიფიკატი.

 

გადახდის პირობები და ვადები: 

  • აღნიშნულზე ინფორმაციის მიღება მოხდება სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ხელშეკრულების გაფორმების დროს (პირველი შეხევდრა).

 

დაგვიკავშირდით: 

  • ტრენერი თამარ ვანიშვილი მობ: 599 99 67 71  ელ.ფოსტა: [email protected]
  • ტექნიკური დახმარება მობ: სალომე პოპიაშვილი 511 14-41-82   ელ,ფოსტა: [email protected]

 

კურსზე რეგისტრაცია