კონფლიქტების მართვა
კურსის ხანგრძლივობა - ორი კვირა
COM.DC.  603
სასერტიფიკატო კურსი 
უფასო 
სწავლის სინქრონული და ასინქრონული მეთოდი 
კურსის განმახორციელებელი პირი - სამოქალაქო პირი ელინა შავდათუაშვილი, სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბატალიონის ფსიქოლოგი.
კურსი განკუთვნილია - თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში მომუშავე სამხედრო და სამოქალაქო პირი. 

განხორციელების პერიოდი: 

I ნაკადი: 01.11.2024 – 15.11.2024;

II ნაკადი: 18.11.2024 – 02.12.2024.

 

კურსის მოკლე აღწერა 

მსმენელები გააცნობიერებენ თანამედროვე გლობალური უსაფრთხოების გარემოს შექმნაში კონფლიქტის როლს, მისი თავისებურებებს, განვითარების პერსპექტივებს, ძირითად ტენდენციებსა და გამოწვევებს. კურსის განმავლობაში მსმენელები აიმაღლებენ ცოდნას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოახდინონ კონფლიქტის იდენტიფიკაცია, როგორ უნდა მართონ ის, ასევე თუ რა ხერხები შეიძლება გამოიყენონ კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად და რა კონსტრუქციული გზები შეიძლება მოძებნონ.  

კურსის მიზანი 

მსმენელები გაეცნობიან სხვადასხვა დონის კონფლიქტების სტრუქტურის, შინაარსის და დინამიკის ძირითად კანონზომიერებებს, იმ ფსიქოლოგიურ თეორიებს, რომლებიც მიზნად ისახავს კონფლიქტის წარმოშობის მიზეზების ახსნას.  გარეგან პირობებს, კულტურის და თვით ჯგუფისათვის დამახასიათებელ თავისებურებებს, რომლებიც ხელს უწყობენ ჯგუფებს შორის კონფლიქტის გამოწვევას ისეთი კონფლიქტების გაანალიზების, მოგვარების და პრევენციის საკითხებში, როგორიცაა: ინტერპერსონალური, ინტერჯგუფური, ოჯახური, ეთნიკური, რელიგიური, პოლიტიკური თუ სახელმწიფოთაშორისი, ძალადობრივი კონფლიქტები. 

 

დისტანციური კურსის დასრულების შემდეგ კურდამთავრებული: 

  • აცნობიერებს და იაზრებს  თანამედროვე გლობალური უსაფრთხოების გარემოს შექმნაში კონფლიქტის როლს, მის თავისებურებებს, განვითარების პერსპექტივებს,  ძირითად ტენდენციებსა და გამოწვევებს; 

  • განმარტავს კონფლიქტის რაობას, ტიპებს;  ასახელებს და აღწერს კონფლიქტის თეორიებს, მის დინამიკას, ძალაუფლებისა და კონფლიქტის ურთიერთმიმართებას; 

  • ფლობს საბაზისო ცოდნას სოციალურ-ფსიქოლოგიური ურთიერთობების შესახებ, რაც კონფლიქტების აღმოცენებისა და მართვის თეორიულ საფუძველს შეადგენს; 

  • ასახელებს პოლიტიკური, ორგანიზაციული და ძალადობრივი კონფლიქტების პრევენციის მეთოდებს; 

 

დისტანციური კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:    

  • რა არის კონფლიქტი;

  • კონფლიქტის დინამიკა;

  • ქცევის სტრატეგიები კონფლიქტურ სიტუაციაში 

  • კონფლიქტების თეორიები;

  • კონფლიქტების ტიპოლოგია და წყაროები;

  • კონფლიქტის მართვა;

  • კონფლიქტი და კულტურა; 

  • კონფლიქტური ინტერაქცია;

  • მოლაპარაკებების ხელოვნება.