ორგანიზაციული ქცევის რეგულირების პრინციპები და ეფექტური კომუნიკაცია
ფასიანი სასერტიფიკატო კურსი. კურსი განხორციელდება წელიწადში 4-ჯერ
შეხვედრები: 6 შეხვედრა (12 საათი)
ღირებულება: 300₾
ენა: ქართული
მსმენელების მაქსიმალური რაოდენობა ჯგუფში: 15 მსმენელი
სწავლების ფორმა: დისტანციური/დასწრებით
კონკურსის არსებობის შემთხვევაში, პროგრამის ხელმძღვანელი ჩაატარებს ინდივიდუალურ გასაუბრებას დაინტერესებულ პირებთან დისტანციურად
თამარ ვანიშვილი
ეკონომისტი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი
სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის
გამოცდებისა და აკადემიური შეფასების ადმინისტრატორი
ტრენერის ბიოგრაფია
23 წლიანი სამუშაო გამოცდილება, აქედან 15 წელი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სალექციო კურსები - მენეჯმენტის მიმართულებით.
მონოგრაფია ,,მართვის თანამედროვე მოდელის ფორმირება და ორგანიზაციული ქცევის რეგულირების პრინციპები’’ (იხილეთ მიბმული ფაილი)და 30-მდე სამეცნიერო სტატიის ავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.
სხვადასხვა უნივერსიტეტებთან, სამეცნიერო-კვლევითი კონფერენციების უწყვეტი მონაწილე.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა გადამზადების პროექტ - Iowa State University Center of Excellence in Teaching and Learning. GTU. PDC CETL-ის უწყვეტი მონაწილე - ტრენერთა ტრენერის სტატუსი ,,კომუკაცია და კოგნიციაში’’.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული გადამზადების ცენტრში C C I D - ამერიკის სათემო კოლეჯები USAID-ის წარმომადგენლობა საქართველოში-ის მონაწილე.
ქოუჩინგის საერთაშორისო ასოციაციის მიერ აღიარებული სასწავლო პროგრამა ქოუჩინგის სკოლის კურსადამთავრებული - სამოტივაციო სპიკერი, ტრანსფორმაციული ქოუჩი.
კურსი მიზნად ისახავს ორგანიზაციული ქცევის რეგულირების პრინციპების გაცნობას, ორგანიზაციული ქცევის ამოცანებისა და ორგანიზაციის ეფექტიანობის ამაღლების გზების შესწავლას,მსმენელისათვის ეფექტური კომუნიკაციის პროცესის და მისი მნიშვნელობის გაცნობას,გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარების გამომუშავებას, რომელიც აუცილებელია ორგანიზაციული ქცევის რეგულირებისთვის, ორგანიზაციული ქცევის ეფექტურობის განმსაზღვრელი ფორმულის გამოყენების შესაძლებლობას და მის საფუძველზე, ძირითად, საკვანძო საკითხებზე აქცენტის გაკეთებას, რომელიც დაეხმარება ორგანიზაციას და მის რგოლურ სისტემას, ორგანიზაციული ქცევის რეგულირებასა და ორგანიზაციული ქცევის ეფექტურობის განსაზღვრაში.
ტრენინგ-კურსის აქტუალობა:
კურსში წარმოდგენილი და განხილულია ორგანიზაციული ქცევის თანამედროვე მიდგომები, მისი არსი და თავისებურებები, შექმნისა და განვითარების პერსპექტივები, კონფლიქტები და კონფლიქტოგენები, მათი აღმოფხვრის ან თავიდან აცილების მექანიზმები, როგორ ხდება ადამიანის სოციალურ-ფსიქოლოგიური ფაქტორების, გათვალისწინებით, ქცევების ფორმირება და ჩამოყალიბება, რომლებიც თანამედროვე, მსუბუქ, მოქნილ, ეფექტურ ორგანიზაციულ კულტურას ქმნიან.
სამიზნე აუდიტორია:
კურსი განკუთვნილია დამწყები და მოქმედი მენეჯერებისთვის, სტუდენტებისთვის (მაგისტრანტები, დოქტორანტები), მეცნიერ-თანამშრომლებისთვის, ასევე ყველა პირისთვის, ვინც დაინტერესებულია ორგანიზაციაში, მართვის თანამედროვე მოდელის ფორმირებისთვის აუცილებელი ფაქტორების შესწავლით და ანალიზით, აკადემიის პირადი შემადგენლობისთვის, მათ შორის მსმენელი/იუნკერი. საქართველოს თავდაცვის სისტემაში დასაქმებული სამხედრო და სამოქალაქო პირებისთვის უფასო, სამსახურებრივი პირადობის მოწმობის (ID ბარათი) წარმოდგენის შემთხვევაში.
ტრენინგ-კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:
ორგანიზაციული ქცევა; არსი და თავისებურებები.
ქცევების ჩამოყალიბება, რომლებიც ორგანიზაციულ კულტურას ქმნიან.
ორგანიზაციის სასიცოცხლო ციკლი და მისი განვითრების ეტაპები.
ორგანიზაციული ქცევის შექმნის პრინციპები და განვითრების პერსპექტივები.
ძირითადი პიროვნული მახასიათებლები, რომელიც გავლენას ახდენს ორგანიზაციულ ქცევაზე.
ადამიანისეული კაპიტალის როლი ორგანიზაციული ქცევის ფორმირებაში.
კომუნიკაციის არსი; ეფექტური კომუნიკაცია და მისი მნიშვნელობა ორგანიზაციაში.
მოტივაცია - ცნებიდან გამოყენებამდე.
გუნდი, გუნდურობა.
ემოციებისა და განწყობის გამოყენება ორგანიზაციულ ქცევაში.
კონფლიქტი, კონფლიქტოგენები, მისი ბუნება და მართვა; გამომწვევი მიზეზები და აღმოფხვრის გზები.
ნევროზი, სტრესი, სტრესორები. როგორ ვმართოთ სტრესი.
რას ნიშნავს ,,მომსახურების ხელოვნება’’ და როგორ გამოვიყენოთ ის ორგანიზაციის სასარგებლოდ? ურთიერთობა უკმაყოფილო კლიენტებთან.
ურთიერთობა უკმაყოფილო კლიენტებთან.
როგორ გადავჭრათ კლიენტთა დაკარგვის პრობლემა.
შეჯამება, ანალიზი, რეზიუმე.
ტრენინგ-კურსის დასრულების შემდეგ კურდამთავრებული:
დაეუფლება ეფექტური კომუნიკაციის და ჯგუფში მუშაობის უნარს; დადებითი განწყობის მიღწევის უნარს;
გაეცნობა ორგანიზაციის სასიცოცხლო ციკლს და მისი განვითრების ეტაპებს;
შეძლებს კომუნიკაციის დამყარებას ორგანიზაციაში;
გაეცნობა ცვლილებების და ინოვაციური საქმიანობის განხორციელების აუცილებლობას ორგანიზაციაში;
გაეცნობა ორგანიზაციული ქცევის ეფექტურობის მაჩვენებლის გამოსათვლელი ფორმულას და მის ეფექტურობას ორგანიზაციისთვის;
შეძლებს მომსახურების ხელოვნების ეფექტური კომპონენტების გამოყენებას ორგანიზაციის სასარგებლოდ;
შეძლებს საკუთარი ქცევისა და კულტურის კონტროლს მომსახურების დროს;
გამოიმუშავებს სათანადო უნარ-ჩვევევბს, რაც საჭიროა წარმატებული, თანამედროვე და ეფექტური ორგანიზაციისთვის.
ტრენინგ-კურსის მოცულობა და განხორციელების ფორმა:
კურსის დასრულებისათვის საჭიროა 3 კვირა, სულ 6 შეხვედრა.
შეხვედრა კვირაში - 2-ჯერ. თითოეული შეხვედრა - 2 საათი.
აუდიტორიაში შეხვედრა - 4 საათი, ონლაინ - 8 საათი. სულ - 12 საათი.
პირველი შეხვედრა დასწრებით - გაცნობითი ხასიათის / პრეზენტაცია / ხელშეკრულების გაფორმება.
შემაჯამებელი შეხვედრა დასწრებით - სერტიფიკატების გადაცემა.
შეხვედრები დასწრებით - სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში.
შშმ პირებისთვის დასწრება სურვილისამებრ, ასევე მათთვის, ვინც ვერ ახერხებს პირისპირ დასწრებას, მოხდება ჩართვა დისტანციურად.
სერტიფიკატი გაიცემა ტრენინგ-კურსზე დასწრების მოცულობის მიხედვით. კერძოდ:
სერტიფიკატი „წარმატებით დაასრულა“ გადაეცემა მსმენელს, რომელიც დაესწრება სატრენინგო საათებით გათვლილ ტრენინგ-კურსს (8 დან 12 საათის ჩათვლით) და ჩართული იქნება ტრენინგის მსვლელობაში.
სერტიფიკატი „გაიარა“ გადაეცემა მსმენელს, რომელიც დაესწრება სატრენინგო საათებით გათვლილი ტრენინგ-კურსის 6 საათს და ჩართული იქნება ტრენინგის მსვლელობაში.
სერტიფიკატი არ გადაეცემა მსმენელს, რომელიც დაესწრება სატრენინგო საათებით გათვლილი ტრენინგ-კურსის 6 საათზე ნაკლებს.
კურსის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს გადაეცემა სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სერტიფიკატი.
გადახდის პირობები და ვადები:
აღნიშნულზე ინფორმაციის მიღება მოხდება სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ხელშეკრულების გაფორმების დროს (პირველი შეხევდრა).