კურსის ხანგრძლივობა - ორი კვირა
ACL.DC. 503
სასერტიფიკატო კურსი
უფასო
სწავლის სინქრონული და ასინქრონული მეთოდი
კურსის განმახორციელებელი პირი - პოლკოვნიკი ზურაბ ზერეკიძე, სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატის ხელმძღვანელი
კურსი განკუთვნილია - თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში მომუშავე სამხედრო და სამოქალაქო პირი
განხორციელების პერიოდი:
I ნაკადი: 05.11.2024 – 19.11.2024;
II ნაკადი: 03.12.2024 – 17.12.2024.
კურსის მოკლე აღწერა
შეიარაღებული კონფლიქტების სამართალი წარმოადგენს ფუნდამენტურ სამართლებრივ ბაზისს ყველა იმ სამხედროსთვის, რომლებიც გეგმავენ და ასრულებენ, როგორც საბრძოლო, ისე სამოქალაქო მხარდაჭერის ოპერაციებს, რადგანაც მათ ზუსტად უნდა იცოდნენ ყველა ის შეზღუდვა და აკრძალვა საომარ სიტუაციაში, რაც იცავს სამხედროებს ომის დანაშაულის ჩადენისაგან. კურსის განმავლობაში მსმენელები გააცნობიერებენ შეიარაღებული კონფლიქტების სამართლის პრინციპებს.
კურსის მიზანი
მსმენელები მიიღებენ ინფორმაციას რა არის შეიარაღებული კონფლიქტების სამართალი, ასევე გაეცნობიან შეიარაღებული კონფლიქტების სამართლის ზოგად პრინციპებს.
დისტანციური კურსის დასრულების შემდეგ კურს დამთავრებული:
- აყალიბებს რა არის შეიარაღებული კონფლიქტების სამართლის არსი;
- ახდენს თავდაცვის ძალების და შ.კ.ს-ს სამართლებრივი კავშირის გააზრებას;
- ჩამოთვლის შეიარაღებული კონფლიქტების სამართლის პრინციპებს.
დისტანციური კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:
- შეირაღებული კონფლიქტების სამართლის განსაზღვრება;
- შკს ძირითადი პრინციპები და დებულებები;
- შკს-ს ძირითადი ცნებები;
- პირები და ობიექტები, რომლებიც განსაკუთრებული დაცვით სარგებლობენ;
- ომის მხსვერპლი;
- საბრძოლო მოქმედებების წარმოების საშუალებები და მეთოდები;
- პასუხისმგებლობა სხვადასხვა დონეზე და მეთაურთა შემადგენლობის მოვალეობები