პარტნიორობა მშვიდობის კონსორციუმის დისტანციური სწავლების სამუშაო ჯგუფის ყოველწლიური კონფერენცია

საბერძნეთის ქალაქ ხანიაში გაიმართა პარტნიორობა მშვიდობის კონსორციუმის მიერ ორგანიზებული დისტანციური სწავლების სამუშაო ჯგუფის ყოველწლიური კონფერენცია, რომელში მონაწილეობასაც იღებდნენ ეროვნული სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის დისტანციური სწავლების ცენტრის თანამშრომლები სწავლების კოორდინატორი ნინო კანდელაკი და მთავარი სპეციალისტი სალომე პოპიაშვილი.

კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა კონფერენციის მონაწილე ქვეყნებს შორის ინფორმაციის და გამოცდილების გაზიარება, ახალი ტენდენციელბის გაცნობა დისტანციური სწავლების მიმართულებით მნიშვნელოვანი საკითხების მიმოხილვა.