2022 წლის დეკემბერში აშშ-ის შტატ ფლორიდაში, კერძოდ ორლანდოში გაიმართა სამსახურთაშორისი/ინდუსტრიული ტრენინგის, სიმულაციისა და განათლების კონფერენცია (I/ITSEC), რომელსაც დაესწრნენ ეროვნული თავდაცვის აკადმეიის დისტანციური სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი ვიცე-პოლკოვნიკი შალვა გელაძე და ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის პირველი მოადგილე პოლკოვნილკი ლევან ქავთარაძე. კონფერენცია მოიცავდა სხვადასხვა ღონისძიებებს, როგორიცაა: თემატური და ტექნოლოგიური გამოფენები, პროფესიული ტრენინგები და ვორქშოფები და სხვა. I/ITSEC ორგანიზებულია ტრენინგისა და სიმულაციის ეროვნული ასოციაციის (NTSA) მიერ, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო და ინტერდისციპლინურ თანამშრომლობას ტრენინგის, განათლების, ანალიზისა და მასთან დაკავშირებული დისციპლინების, მოდელირებისა და სიმულაციის (M&S) სფეროებში.