სსიპ დავით აღმაშენებლის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში არსებულმა დისტანციური სწავლების ცენტრმა და ნორვეგიის უნივერსიტეტის თავდაცვის უნივერსიტეტის კოლეჯმა (NDUC) ურთიერთ თანამშრომლობის მეშვეობით 2022 წლის 7-8 ნოემბერს განახორციელეს საერთაშორისო კონფერენცია - "დისტანციური სწავლება, გამოწვევები და შესაძლებლობები".
კონფერენციაზე მონაწილეობა მიიღეს თავდაცვის ძალების, თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა უწყების, ადგილობრივი საგანმანათლებლო დაწესებულების და პარტნიორი უწყების წარმომადგენლებმა. ასევე, კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის კოლეჯის (NDUC), ნორვეგიის სამეფო საჰაერო ძალების სასწავლო ცენტრი დელეგაცია, ნატო თავდაცვის კოლეჯის და ასევე ნატოს სხვადასხვა სასწავლო ცენტრების წარმომადგენლებმა. გარდა ადგილზე დასწრებისა, კონფერენციას დისტანციურად დაესწრნენ და გამოცდილება გაუზიარეს ამერიკის შეერთებული შტატების ჯეფერსონის ინსტიტუტის, უკრაინის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის (NDUU) და ნატოს თავდაცვის განათლების განვითარების პროგრამის დისტანციური NATO DEEP e-Academy-ის წარმომადგენლებმა.
კონფერენციის მიზანის წარმოადგენდა მონაწილე ქვეყნების გამოცდილების გაზიარება დისტანციური სწავლების მიმართულებით, შესაძლებლობების და დისტანციური სწავლების სამომავლო პერსპექტივების განხილვა.