განხორციელდა დისტანციური სწავლების ცენტრის ინოვაციური და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა

სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დისტანციური სწავლების ცენტრი თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული სამხედრო და სამოქალაქო პირებისთვის, წარმატებით ახორციელებს დისტანციურ სწავლების კურსებს.

დისტანციური სწავლების ცენტრის ვიდეო-ლაბორატორია და დისტანციური კურსების მართვის ოთახი აღიჭურვა ინოვაციური და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ტექნოლოგიებით.

ცენტრის კვალიფიციური თანამშრომელების მიერ მიმდინარეობს ახალი ვიდეო რგოლების გადაღება და დისტანციური კურსების მართვა, რაც უზრუნველყოფს თავდაცვის სამინისტროს სისტემის პერსონალისთვის (სამხედრო და სამოქალაქო) სწავლისა და განვითარების შესაძლებლობების გაფართოებას.