2023 წლის 6 თებერვლიდან 24 თებერვლამდე გერმანიის ქალაქ ობერამერგაუში დისტანციური სწავლების ცენტრის თანამშრომელმა, მთავარმა სპეციალისტმა სალომე პოპიაშვილმა, მონაწილეობა მიიღო ნატოს სკოლა ობერამერგაუს ელექტრონული სწავლების დიზაინის კურსში. სამ კვირიანი კურსის განმავლობაში მსმენელებმა ისწავლეს თუ როგორ უნდა შეიმუშაონ, დაგეგმონ, განახორციელონ, მიაწოდონ და შეაფასონ ელექტრონული სწავლება ნატოს მოთხოვნებისა და საჭიროებების მიხედვით. აღსანიშნავია ისიც, რომ კურსი მოიცავდა ინფორმაციის გაზიარებას თანამედროვე ტენდენციებისა და მოვლენების შესახებ, რომელსაც ნატო ნერგავს მის სასწავლო დაწესებულებებში დისტანციური სწავლების მიმართულებით.
კურსი იყო პრაქტიკული და მოიცავდა ყველა იმ კომპონენტს, რაც საჭირო არის როგორც წარმატებული ელექტრონული კურსების შესაქმნელად, ისე განსახორციელებლად. აღნიშნული ხელს შეუწყობს დისტანციური სწავლების ცენტრის კურსების ჩატარების ხარისხის ზრდას.