კურსის ხანგრძლივობა: 1 კვირა, სულ 5 შეხვედრა. სესიის ხანგრძლივობა - 2 საათი, სულ 10 საათი.
ღირებულება: 150₾
ენა: ქართული
მსმენელების მაქსიმალური რაოდენობა ჯგუფში: 30 მსმენელი
სწავლების ფორმა: დისტანციური - ონლაინ ჩართვები პლატფორმა Microsoft Teams - ში.
კონკურსის არსებობის შემთხვევაში, პროგრამის ხელმძღვანელი ჩაატარებს ინდივიდუალურ გასაუბრებას დაინტერესებულ პირებთან დისტანციურად
კახა ფუტკარაძე:
სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი კონფლიქტების ანალიზსა და მართვაში უსაფრთხოების კვლევების მაგისტრი/სამართლის მაგისტრი;
სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულების ასოცირებული პროფესორი;
სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის მიმართულების ასისტენტ პროფესორი.
კახა ფუტკარაძე არის სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი. მას მინიჭებული აქვს კონფლიქტების ანალიზისა და მართვის (უსაფრთხოების კვლევების სპეციალიზაციით) მაგისტრის აკადემიური ხარისხი, ასევე სამართლის მაგისტრის ხარისხი.
ამჟამად იგი არის დავით აღმ აშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების ასოცირებული პროფესორი. პარალელურად, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობას იკავებს.
დოქტორ ფუტკარაძეს აქვს თერთმეტ წელზე მეტი პროფესიული გამოცდილება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს სამართლებრივ საკითხებს, უსაფრთხოების ანალიზს, სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასა და უმაღლეს განათლებას.
იგი არის 27-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, რომლებიც ეძღვნება ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების, ტერორიზმის, რადიკალიზაციის, ექსტრემიზმისა და კონფლიქტების კვლევის საკითხებს. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია საერთაშორისო აღიარების მქონე რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალებში და ინდექსირებულია როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ არსებულ სამეცნიერო ბაზებში.
დოქტორი ფუტკარაძე აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და საქართველოსა და უცხოეთის აკადემიურ ინსტიტუტებთან განხორციელებულ ერთობლივ კვლევით პროექტებში. იგი არაერთი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ავტორი, მთავარი მკვლევარი (Principal Investigator) და კოორდინატორია, ასევე უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით გამოცემული რამდენიმე წიგნის ავტორი.
მისი სამეცნიერო ინტერესების ძირითად სფეროებს წარმოადგენს ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოება, ტერორიზმი, რადიკალიზაცია, ექსტრემიზმი, ჰიბრიდული ომი, კონფლიქტების ანალიზი და თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევები.
კურსის მიზანია საერთაშორისო სამეცნიერო კვლევების საფუძველზე მსმენელებს მისცეს თეორიული ცოდნა ეროვნული უსაფრთხოების სფეროს მიკუთვნებული საკითხების შესახებ, კერძოდ:
ეროვნული უსაფრთხოების ძირითადი კონცეფციების, პრინციპებისა და მართვის მექანიზმების შესახებ კურსის მონაწილეთათვის სისტემური ცოდნის გაღრმავება.
ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის, სტრატეგიული მიდგომებისა და საქართველოს უსაფრთხოების გარემოს გააზრების ხელშეწყობა.
თანამედროვე საფრთხეების, მათ შორის ტერორიზმის, ჰიბრიდული გამოწვევებისა და კიბერსაფრთხეების ანალიზისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება.
დაზვერვისა და კონტრდაზვერვის როლის, ფუნქციებისა და მნიშვნელობის გაცნობიერება ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.
უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული აზროვნებისა და ანალიტიკური უნარების განვითარების ხელშეწყობა.
ტრენინგ-კურსის აქტუალობა:
უსაფრთხოების თანამედროვე გარემოს ცვლილება და ახალი ტიპის საფრთხეებისა და გამოწვევების გაჩენა.
ეროვნული უსაფრთხოების კომპლექსური ბუნება, რომელიც მოიცავს სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საინფორმაციო და კიბერ განზომილებებს.
საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა და რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები.
ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკისა და მართვის მექანიზმების ცოდნის აუცილებლობა ეფექტიანი გადაწყვეტილებების მისაღებად.
შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო ტერორიზმის ხარისხობრივი და რაოდენობრივი ზრდა;
საქართველოს წინაშე მდგარი შიდა/საერთაშორისო ტერორისტული, ექსტრემისტული და ჰიბრიდული გამოწვევები და საფრთხეები;
სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო საქმიანობის მნიშვნელობისა და როლის ზრდა ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში.
კვალიფიციური უსაფრთხოების სპეციალისტების მომზადების აუცილებლობა სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორებისთვის.
ეროვნული მდგრადობისა და კრიზისების მართვის შესაძლებლობების გაძლიერების საჭიროება.
სამიზნე აუდიტორია:
კურსი განკუთვნილია თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში, სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული საჯარო მოხელეებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისათვის, თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისათვის, კერძოდ: სტუდენტებისთვის (ბაკალავრები, მაგისტრანტები, მაგისტრები, დოქტორანტები), აკადემიური პერსონალისათვის, მეცნიერ-თანამშრომლებისთვის, ასევე ყველა პირისთვის, ვინც დაინტერესებულია ეროვნული უსაფრთხოების საკითხების შესწავლითა და ანალიზით. აკადემიის პირადი შემადგენლობისთვის. საქართველოს თავდაცვის სისტემაში დასაქმებული სამხედრო და სამოქალაქო პირებისთვის.
ტრენინგ-კურსი მოიცავს შემდეგ თემებს:
რა არის ეროვნული უსაფრთხოება;
ეროვნული უსაფრთხოების პრიმციპები და მართვის მექანიზმები;
საქართველო ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა;
დაზვერვა და კონტრდაზვერვა;
ტერორიზმი და კონტრტერორიზმი.
ტრენინგ-კურსის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:
ტრენინგ-კურსის მოცულობა განხორციელების სტრატეგია და ფორმა:
კურსის დასრულებისათვის საჭიროა 1 კვირა, სულ 5 შეხვედრა.
თითოეული შეხვედრა - 2 საათი.
შეხვედრები იქნება სრულად ონლაინ
მსმენელი, რომელიც ვერ შეძლებს ონლაინ ფორმატით ჩართვას, შესაძლებლობა ექნება, მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, მიიღოს ლექციის ვიდეო ჩანაწერი. (აღნიშნული არ ჩაითვლება კურსის პროგრამით გათვალისწინებულ საათებში).
შეფასება იქნება მხოლოდ განმავითარებელი ხასიათის.
კურსის ფარგლებში მსმენელებს მოუწევთ ჯგუფური მუშაობის დროს ცალკეული ქეისების განხილვა და მათი კრიტიკული ანალიზი, როლური სიტუაციური მოდელების მორგება, დებატებში აქტიური მონაწილეობა.
კურსის მსვლელობის ფარგლებში თითოეული მსმენელი მინიმუმ ერთხელ მოამზადებს კურსის თემატიკასთან დაკაშირებულ ანალიტიკურ სტატიას, კურსის ხელმძღვანელთან შეთანხმებით.
სერტიფიკატის გაცემის კრიტერიუმებია:
სერტიფიკატი „წარმატებით დაასრულა“ გადაეცემა მსმენელს, რომელიც დაესწრება სატრენინგო საათებით გათვლილ კურსს (8 დან 10 საათის ჩათვლით) და აქტიურად იქნება ჩართული იქნება ტრენინგის მსვლელობაში.
სერტიფიკატი „გაიარა“ გადაეცემა მსმენელს, რომელიც დაესწრება სატრენინგო საათებით გათვლილი კურსის 7-8 საათს და ჩართული იქნება ტრენინგის მსვლელობაში.
გარდა დასწრებისა, სერტიფიკატის გაცემის საფუძველია ფინალური შეფასების 75% პროცენტის გადალახვა.
სერტიფიკატი არ გადაეცემა მსმენელს, რომელიც დაესწრება სატრენინგო საათებით გათვლილი კურსის 7 საათზე ნაკლებს.
კურსის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს გადაეცემა სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სერტიფიკატი.
გადახდის პირობები და ვადები:
გადახდის პირობებზე და ვადებზე ინფორმაციას მიიღებთ სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ხელშეკრულების გაფორმების დროს (პირველი შეხევდრა).