ძალოვანი სტრუქტურები (თავდაცვა უსაფრთხოება, სამართალდამცავი სტრუქტურები) და მედია
ფასიანი სასერტიფიკატო კურსი. ძალოვანი სტრუქტურები (თავდაცვა უსაფრთხოება, სამართალდამცავი სტრუქტურები) და მედია
კურსის ხანგრძლივობა: 8 კვირა, სულ 8 შეხვედრა. სესიის ხანგრძლივობა 3-4 საათი. (სულ 29 საათი)
ღირებულება: 300₾
ენა: ქართული
მსმენელების მინიმალური და მაქსიმალური რაოდენობა ჯგუფში: 20/25 მსმენელი
სწავლების ფორმა: ჰიბრიდული (დასწრებით და დისტანციური)
კონკურსის არსებობის შემთხვევაში, პროგრამის ხელმძღვანელი ჩაატარებს ინდივიდუალურ გასაუბრებას დაინტერესებულ პირებთან დისტანციურად

 

  • 30  წლიანი სამუშაო გამოცდილება საჯარო, თავდაცვის, უსაფრთხოების სექტორში, ,ანალიტიკური და საგანმანათლებლო მიმართულებებით.

  • ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების, სამეცნიერო სტატიის ავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია საერთაშორისო იმფაქტ-ფაქტორიან სამეცნიერო ბაზებში, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში.
  • საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებისა და კვლევითი პროექტების მონაწილე, სამეცნიერო კვლევითი პროექტების ავტორი და ხელმძღვანელი.
  • ეუთოს სამიტისა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მონაწილე, საქართველოში რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზების გაყვანის მოლაპარაკების მონაწილე და ექსპერტი
  • ეროვნული/საერთაშორისო უსაფრთხოების, პოლიტიკის, მიმართულებით საერთაშორისო და ადგილობრივი აკრედიტირებული სპეციალური სასწავლო კურსების მონაწილე.

       დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ რეზიუმე

 

ტრენინგ-კურსის მოკლე აღწერა

კურსის მიზანია: 

მსმენელს მისცეს ცოდნა თავდაცვისა  და ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციების, სტრუქტურებისა და მედიასთან ურთიერთობის შესახებ. ასევე გამოუმუშაოს პრაქტიკული უნარები აღნიშნულ სფეროში.

 

ტრენინგ-კურსის აქტუალობა: 

ძალოვან სტრუქტურებს, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, საკრებულოებს და მედიის წარმომადგენლებს შორის ხშირ შემთხვევაში შეინიშნება არაკოორდინირბული მოქმედებები, რაც აისახება ინფორმაციის არასწორ გავრცელებაზე, ასევე სახელმწიფო ინტერესების დაზარალებაზე. აღნიშნული კურსი დაეხმარება ორივე მხარის წარმომადგენლებს ნაკლოვანებების აღმოფხვრაში

 

სამიზნე აუდიტორია:

  • საქართველოს თავდაცვის, შსს, უშიშროების, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში, საკრებულოს და მედიის სისტემაში დასაქმებული და სხვა ნებისმიერი პირისთვის

 

ტრენინგ-კურსი მოიცავს შემდეგ თემებს: 
  • საგარეო პოლიტიკა და ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია
  • თავდაცვის, უსაფრთხოების და სამართალდამცავი სტრუქტურები

  • საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები

  • უსაფრთხოების სისტემების შესაძლებლობები და საზღვრები

  • სამოქალაქო საზოგადოება და დემოკრატია

  • დემოკრატია

  • ინტერეს ჯგუფები

  • ლობისტური ორგანიზაციების დანიშნულება და საქმიანობა

  • პოლიტიკური ძალაუფლება და პოლიტიკური პარტიები

  • საინფორმაციო ომი და პროპაგანდა

  • არასამთავრობო ორგანიზაციები

  • სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა

  • მასმედია და პოლიტიკური ძალაუფლება

ტრენინგ-კურსის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული: 
  • აღწერს  ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციებს;
  • აღწერს თავდაცვის, უსაფრთოებისა და სამართალდამცავი ინსტიტუტების სისტემებს.
  • აღწერს მედიასთან ურთიერთობის პრინციპებს
  • ფლობს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ანალიზის მეთოდებს;
  • აღწერს  ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის სტრუქტურასა და ჩამოთვლის მისი აღსრულების პრინციპებს.
  • აანალიზებს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს;
  • აცნობიერებს თავდაცვის, უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი ინსტიტუტების მიზნებს, ამოცანებსა და დანიშნულებას.
  • არგუმენტირებულად მსჯელობს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის აღსრულებასა და კონტროლზე.
  • აცნობიერებს მედიისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს თანამშრომლობის მიმართულებებს.
  • აცნობიერებს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის წესსა და პირობებს
  • კრიტიკულად აფასებს არსებული ვითარებას, განსაზღვრავს შიდა პოლიტიკის მიზნებს, დასახავს ალტერნატივებს, განახორციელებს შესაძლო შედეგების პროგნოზირებასა და შეფასებას.
  • ობიექტურად განიხილავს სხვის აზრს დებატებში მონაწილეობისას და დებატების დროს არგუმენტირებულად იცავს საკუთარ აზრს.

 

ტრენინგ-კურსის მოცულობა განხორციელების სტრატეგია და ფორმა: 

  • კურსის დასრულებისათვის საჭიროა 8 კვირა, სულ 8 შეხვედრა.
  • შეხვედრა კვირაში - 1-ჯერ. თითოეული შეხვედრა - 3-4 საათი.
  • შეხვედრები დასწრებით - სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში.
  • მსმენელი, რომელიც ვერ შეძლებს ონლაინ ფორმატით ჩართვას, შესაძლებლობა ექნება, მის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, მიიღოს ლექციის ვიდეო ჩანაწერი. (აღნიშნული არ ჩაითვლება კურსის  პროგრამით გათვალისწინებულ საათებში).

 

სერტიფიკატი გაიცემა ტრენინგ-კურსზე დასწრების მოცულობის მიხედვით. კერძოდ:

  • მსმენელს გადაეცემა სერტიფიკატი „გაიარა“ 50 % დასწრების შემთხვევაში;
  • მსმენელს გადაეცემა სერტიფიკატი „წარმატებით დაასრულა“ 70 % დასწრების შემთხვევაში.

 

გადახდის პირობები და ვადები: 

აღნიშნულზე ინფორმაციის მიღება მოხდება სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ხელშეკრულების გაფორმების დროს (პირველი შეხვედრა).

 

დაგვიკავშირდით: 

  • ტრენერი ლევან ნიკოლეიშვილი

 მობ: +995 577 555 041  

ელ.ფოსტა: [email protected]

  • ადმინისტრაციული საკითხები: ნინო კანდელაკი

მობ: +995 598 40 70 00

ელ.ფოსტა: [email protected]

 

რეგისტრაცია