რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენცია

სსიპ-დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიამ და ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის კოლეჯმა (NDUC), ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში 2023 წლის 10-11 ოქტომბერს ქ. თბილისში (სასტუმრო ბილტმორში) ჩატაარეს ჰიბრიდულ რეჟიმში რიგით მეორე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია თემაზე - „დისტანციური სწავლება, გამოწვევები და მომავალი“, სადაც მონაწილეობა მიიღეს სხვადასხა ქვეყნის წარმომადგენლებმა, მათ შორის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულმა პირებმა.

კონფერენციას ესწრებოდა გენერალ-მაიორი თოდორ დოჩევი, რომელიც წარმოადგენდა ბულგარეთის რაკოვსკის ეროვნული თავდაცვის კოლეჯს. კონფერენციაზე მონაწილეთა შორის იყვნენ: ჩეხეთის რესპუბლიკის, ნიდერლანდების სამეფოს, დანიის სამეფოს, ნორვეგიის სამეფოს, სომხეთის რესპუბლიკის, ნატო-ს თავდაცვის განათლების განვითარების პროგრამის ელექტრონული აკადემიის, სამხედრო მედიცინის ცენტრის და თავდაცვის კოლეჯის წარმომადგენლები. კონფერენციას დისტანციურად დაესწრნენ და გამოცდილება გაუზიარეს ამერიკის შეერთებული შტატების ჯეფერსონის ინსტიტუტის პრეზიდენტმა და უკრაინის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის დისტანციური ცენტრის ხელმძღვანელმა. ქართულ მხარეს აკადემიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად წარმოადგენდნენ განათლების სარდლობის, J - 7 -ის დეპარტამენტის და კიბერუსაფრთხოების ბიუროს თანამშრომლები.

კონფერენციაზე გამომსვლელებმა წარმოადგინეს მოხსენებები, რომელიც შეეხებოდა დისტანციურ სწავლებაში არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებს. ასევე, მოხდა დანერგილი პრაქტიკის გაზიარება და სამომავლო პერსპექტივების განხილვა.