2023 წლის 24 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით აშშ-ის შტატ ფლორიდაში, კერძოდ ორლანდოში გაიმართა სამსახურთაშორისი/ინდუსტრიული სწავლების, სიმულაციისა და განათლების კონფერენცია (I/ITSEC). აღნიშნული კონფერენცია მსოფლიოში უდიდეს მოდელირების, სიმულაციებისა და სწავლების ღონისძიებას წარმოადგენს, რომელსაც დაესწრნენ ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოადგილე პოლკოვნიკი დავით რაზმაძე და დისტანციური სწავლების ცენტრის მთავარი სპეციალისტი სალომე პოპიაშვილი. კონფერენცია მოიცავდა სხვადასხვა ღონისძიებებს, როგორიცაა: თემატური და ტექნოლოგიური გამოფენები, პროფესიული სწავლებები და სამუშაო შეხვედრები და სხვა. I/ITSEC ორგანიზებულია სწავლებებისა და სიმულაციის ეროვნული ასოციაციის (NTSA) მიერ, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო და შიდადისციპლინურ თანამშრომლობას სწავლების, განათლების, ანალიზისა და მასთან დაკავშირებული დისციპლინების, მოდელირებისა და სიმულაციის (M&S) სფეროებში. კონფერენციის ფარგლებში აკადემიის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს გლობალური ურთიერთანამშრობმლობის ქსელის ყოველწლიურ შეკრებაში, სადაც მოხდა გამოცდილების გაზიარება და სამომავლო გეგმების დასახვა.