კურსი განკუთვნილია - თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში მომუშავე სამხედრო და სამოქალაქო პირი.
I ნაკადი: 03.05.2023 – 10.05.2023;
II ნაკადი: 12.05.2023 – 19.05.2023.
კურსის მოკლე აღწერა
ეფექტური კომუნიკაცია, თანამშრომლობა და გუნდური მუშაობა - ნებისმიერი დაწესებულების ეფექტიანი ფუნქციონირების საყრდენს წარმოადგენს. ეს არის კომპლექსური და დინამიური პროცესების ჯაჭვი, რომელიც უზრუნველყოფს ინდივიდებისა და ჯგუფების კოორდინირებულ მოქმედებას და მნიშვნელოვან როლს ასრულებს სოციალიზაციის, გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემების მართვაში.
იმისთვის, რომ საჯარო სამსახურმა მოიპოვოს მიუკერძოებელი, ობიექტური და კოლეგიალური უწყების სტატუსი და აიმაღლოს საზოგადოების ნდობა, საჭიროა პასუხობდეს ეთიკური გარემოს შექმნისა და საჯარო მოსამსახურის პროფესიული სტანდარტების დამკვიდრების მოთხოვნებს, რაც საჯარო მოსამსახურის ქცევის წესების, პრინციპებისა და ღირებულებების შესრულებაში გამოიხატება. სწორედ ამას ემსახურება აღნიშნული კურსი და ხელს შეუწყობს მსმენელებმა წარმატებით გამოიყენონ მიღებული ინფორმაცია და უნარ-რჩევები როგორც პროფესიულ საქმიანობაში, ისე პირად ურთიერთობებში.
კურსის მიზანი
მსმენელები დაეუფლონ ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის პრინციპებსა და წესებს. ინტერპერსონალური კომუნიკაციის არსსა და მნიშვნელობას, თავისებურებებსა და მათი ეფექტიანი მართვის ფორმებს. ეტიკეტის თავისებურებებსა და ქართული ეტიკეტის საერთაშორისო კომუნიკაციის კულტურულ სტილს. და რაც მთავარია, არგუმენტირებული და კრიტიკული მსჯელობით, შესაბამისი ტერმინოლოგიითა და სალიტერატურო ნორმების დაცვით კომუნიკაციის წარმართვის უნარ-ჩვევებს ვერბალურად.
დისტანციური კურსის დასრულების შემდეგ კურს დამთავრებული:
დისტანციური კურსი მოიცავს შემდეგ თემებს: