კურსის ხანგრძლივობა - ერთი კვირა
I.CON.DC. 901
სასერტიფიკატო კურსი
უფასო
სწავლის სინქრონული და ასინქრონული მეთოდი
კურსის განმახორციელებელი პირი - სამოქალაქო პირი ელინა შავდათუაშვილი, სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბატალიონის ფსიქოლოგი
კურსი განკუთვნილია - თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში მომუშავე სამხედრო და სამოქალაქო პირი
განხორციელების პერიოდი:
I ნაკადი: 19.06.2023 – 26.06.2023;
II ნაკადი: 03.07.2023 –10.07.2023.
კურსის მოკლე აღწერა
საკუთარი თავისა და შესაძლებლობების შესწავლა თანამშრომლებს ეხმარება მნიშვნელოვანი უნარებისა და თვისებების გამოვლენაში, რომელიც აუცილებელია პირადი და პროფესიული წარმატებისთვის. „მე“ კონცეფციის შესწავლის გზით მსმენელებს შეუძლიათ უკეთ დაადგინონ საკუთარი სიძლიერეები და სისუსტეები; გააცნობიერონ საკუთარი საჭიროებები, ღირებულებები და პერსპექტივები, რისი მეშვეობითაც შესაძლებელია კოლეგებთან უკეთესი კომუნიკაციის დამყარება და ურთიერთ თანამშრომლობის ხარისხის გაზრდა. კურსის განმავლობაში მსმენელი შეძლებს შეისწავლოს „მე“ კონცეფციის ის თეორიები, რომელიც ხელს უწყობს პიროვნების განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას.
კურსის მიზანი
მსმენელები გაეცნობიან „მე“ კონცეფციის არსს, შინაარსის ძირითად კანონზომიერებებს, იმ ფსიქოლოგიურ თეორიებს, რომლებიც მიზნად ისახავს ადეკვატური თვითშეფასების როლის შეცნობას ადამიანის ცხოვრებაში. იმ გარეგან პირობებს, კულტურის და თვით ჯგუფისათვის დამახასიათებელ თავისებურებებს, რომლებიც ხელს უწყობენ პიროვნების ჩამოყალიბებას.
დისტანციური კურსის დასრულების შემდეგ კურს დამთავრებული:
დისტანციური კურსი მოიცავს შემდეგ თემებს: