იმისთვის, რომ საჯარო სამსახურმა მოიპოვოს მიუკერძოებელი, ობიექტური და კოლეგიალური უწყების სტატუსი და აიმაღლოს საზოგადოების ნდობა, საჭიროა პასუხობდეს ეთიკური გარემოს შექმნისა და საჯარო მოსამსახურის პროფესიული სტანდარტების დამკვიდრების მოთხოვნებს, რაც საჯარო მოსამსახურის ქცევის წესების, პრინციპებისა და ღირებულებების შესრულებაში გამოიხატება. სწორედ ამას ემსახურება აღნიშნული კურსი და ხელს შეუწყობს მსმენელებმა წარმატებით გამოიყენონ მიღებული ინფორმაცია და უნარ-რჩევები როგორც პროფესიულ საქმიანობაში, ისე პირად ურთიერთობებში.
კურსი განკუთვნილია მათთვის, ვინც ტრენინგების ჩატარებას ახლა იწყებს, ლექტორებისთვის, რომლებსაც კვალიფიკაციის ამაღლება სურთ ასევე, გამოცდილი ტრენერებისთვის.
კურსი დაეხმარება ყველას, ვისაც ზრდასრულთა საგანმანათლებლო სფეროში უწევს მუშაობა და თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურის თანამშრომლებთან თუ სტუდენტებთან/იუნკერებთან/მსმენელებთან ყოველდღიურად აქვს შეხება.
მოტივაცია არის ყოველი წარმატებული მცდელობის მამოძრავებელი ძალა, ყოველი წარმატების წინაპირობა, მას დიდი გავლენა აქვს ყოველდღიურ ურთიერთობებსა თუ წარმატების მიწევაზე, ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს შესრულებულ სამუშაოში.
სამხედრო ტოპოგრაფიაში გეოინფორმაციული სისტემების გამოყენების შესწავლა ხელს შეუწყობს ნატოს წევრ და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთავსებადობას, უწყებათაშორის კოორდინაციას, დაზოგავს დროს, ადამიანურ და მატერიალურ რესურს, უზრუნველყოფს მაღალ სიზუსტეს.
შეიარაღებული კონფლიქტების სამართალი წარმოადგენს ფუნდამენტურ სამართლებრივ ბაზისს ყველა იმ სამხედროსთვის, რომლებიც გეგმავენ და ასრულებენ, როგორც საბრძოლო, ისე სამოქალაქო მხარდაჭერის ოპერაციებს, რადგანაც მათ ზუსტად უნდა იცოდნენ ყველა ის შეზღუდვა და აკრძალვა საომარ სიტუაციაში, რაც იცავს სამხედროებს ომის დანაშაულის ჩადენისაგან. კურსის განმავლობაში მსმენელები გააცნობიერებენ შეიარაღებული კონფლიქტების სამართლის პრინციპებს.
კურსის განმავლობაში მსმენელი გაიაზრებს დაგეგმვის ყველა საფეხურსა და მნიშვნელობას საბრძოლო ბრძანების შემუშავების დროს. კურსი აქტუალურია ყველა იმ უმცროსი ოფიცრისა და სერჟანტისთვის, რომლებსაც ყოველდღიურ საქმიანობაში უწევთ ზემდგომისგან მიღებული ბრძანებების დამუშავება და ოცეულის დონეზე მისი შესრულება.
კურსი მიზნად ისახავს ორგანიზაციული ქცევის რეგულირების პრინციპების გაცნობას, ორგანიზაციული ქცევის ამოცანებისა და ორგანიზაციის ეფექტიანობის ამაღლების გზების შესწავლას,მსმენელისათვის ეფექტური კომუნიკაციის პროცესის და მისი მნიშვნელობის გაცნობას,გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარების გამომუშავებას, რომელიც აუცილებელია ორგანიზაციული ქცევის რეგულირებისთვის, ორგანიზაციული ქცევის ეფექტურობის განმსაზღვრელი ფორმულის გამოყენების შესაძლებლობას და მის საფუძველზე, ძირითად, საკვანძო საკითხებზე აქცენტის გაკეთებას, რომელიც დაეხმარება ორგანიზაციას და მის რგოლურ სისტემას, ორგანიზაციული ქცევის რეგულირებასა და ორგანიზაციული ქცევის ეფექტურობის განსაზღვრაში.
კურსი მიზნად ისახავს ორგანიზაციული ქცევის არსის, თავისებურებების, შექმნის პრინციპებისა და განვითარების პერსპექტივების, ადამიანისეული კაპიტალის მნიშვნელობის გაცნობას, ორგანიზაციული ქცევის ფორმირებაში; კომუნიკაციის და მოტივაციის არსის და მათი ურთიერთკავშირის განსაზღვრას ორგანიზაციულ ქცევაში; მართვის ინოვაციური მოდელის ჩამოყალიბების თანმდევი სირთულეების და გადალახვის გზების გაცნობას; ინოვაციური პროცესების აუცილებლობის განსაზღვრას ორგანიზაციაში; ლიდერის პიროვნული თვისებების და ,,მენეჯერი ლიდერის’’ მახასიათებლების გაცნობას.
სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებისთვის წარმატებით ჩატარდა ნატოს სტანდარტებით შექმნილი ხუთდღიანი სასწავლო კურსი „სტრატეგიული ოპერაციები ტერორიზმისა და ამბოხებულთა წინააღმდეგ“.
კურსში მონაწილეობა მიიღო თავდაცვის სამინისტროს სისტემის 19-მა წარმომადგენელმა თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფებიდან.
კურსის მიზანი იყო მონაწილეთათვის თეორიული ცოდნის გადაცემა და პრაქტიკული უნარების გაღრმავება, რათა მათ შეძლონ ეფექტურად გაუმკლავდნენ ტერორიზმისა და ამბოხებული მოძრაობებისგან მომდინარე საფრთხეებს. სწავლების შინაარსი ითვალისწინებდა თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევებზე რეაგირებისთვის აუცილებელი სტრატეგიული ხედვის, ანალიზისა და ოპერაციული დაგეგმვის უნარების განვითარებას.
სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.
ეროვნული თავდაცვის აკადემია მომავალშიც გააგრძელებს ნატოს სტანდარტებით შექმნილი სასწავლო პროგრამების განხორციელებას, რაც ხელს შეუწყობს თავდაცვის ძალების წარმომადგენელთა უწყვეტ განვითარებას.
სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის წარმატებით ჩატარდა სასწავლო კურსი „ეფექტური კომუნიკაცია“.
სასწავლო კურსი განხორციელდა სამ ეტაპად და მასში მონაწილეობა მიიღო სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის 44-მა თანამშრომელმა.
კურსის მიზანს წარმოადგენდა ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული სამხედრო და სამოქალაქო პერსონალისთვის.
სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.
ეროვნული თავდაცვის აკადემია მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი ტიპის სასწავლო კურსების ორგანიზებას, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის განათლების მიღების ხელმისაწვდომობას და ხელს შეუწყობს სამხედრო მოსამსახურეების და სამოქალაქო პერსონალის უწყვეტი განვითარების შესაძლებლობას.
სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიამ, ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში უმასპინძლა პარტნიორობა მშვიდობისთვის კონსორციუმის დისტანციური სწავლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრას თემაზე: „დისტანციური სწავლების და ხელოვნური ინტელექტის როლი სამხედრო მზადყოფნისა და სწავლების გაუმჯობესებაში“.
შეხვედრაში ეროვნული თავდაცვის აკადემიასთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ათი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა.
ღონისძიება გახსნა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ზურაბ ზერეკიძემ.
აღნიშნული შეხვედრა მიზნად ისახავდა ნატოს მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის ციფრული განათლების სფეროში ცოდნის გაზიარებას, ახალი ტენდენციების განხილვას და ერთობლივი სტრატეგიების შემუშავებას.
სამუშაო შეხვედრის ძირითადი საკითხები მოიცავდა: ციფრული სასწავლო მასალების გაზიარებას მოკავშირე ქვეყნებს შორის, ახალი სტრატეგიების განხილვასა და პრაქტიკულ მიდგომებს, დისტანციური სწავლების როლს ინფორმაციულ და ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებაში, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს სამხედრო მომზადებაში.
შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს დისტანციური სწავლებისა და ხელოვნური ინტელექტის როლზე სამხედრო მომზადების გაუმჯობესებაში და განიხილეს, თუ როგორ შეიძლება ახალი ტექნოლოგიების ეფექტური ინტეგრაცია თავდაცვის სფეროში.
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიასა და ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის კოლეჯს შორის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, აშშ-ს ფლორიდის შტატში, ქ. ორლანდოში გამართულ ინდუსტრიული სწავლების, სიმულაციისა და განათლების კონფერენციაზე დაესწრნენ ეროვნული თავდაცვის აკადემიის დისტანციური სწავლების ცენტრის უფროსი ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი სხირტლაძე და დისტანციური სწავლების ცენტრის სწავლების ადმინისტრატორი ნინო კანდელაკი.
აღნიშნული კონფერენცია მსოფლიოში უდიდესი ღონისძიებაა მოდელირების, სიმულაციისა და ტრენინგის მიმართულებით, რომელიც მოიცავს კვლევითი სტატიების პრეზენტაციებს, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოფენებს და სხვა. ღონისძიების ორგანიზატორია აშშ-ის ეროვნული ტრენინგისა და სიმულაციის ასოციაცია, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას სწავლების, განათლების ანალიზისა და მასთან დაკავშირებული დისციპლინების მიმართულებით.
ღონისძიების ფარგლებში აკადემიის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს სასწავლო ტექნოლოგიების გლობალური პარტნიორობის ქსელის დირექტორატის შეხვედრაში, სადაც დისტანციური სწავლების ცენტრის უფროსმა წარადგინა მოხსენება ცენტრის საქმიანობისა და მიღწევების შესახებ.
სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიამ და ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის კოლეჯმა (NDUC) ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში 2024 წლის 16-17 ოქტომბერს ქ. თბილისში, სასტუმრო ჰილტონ გარდენ ინნ - ში ჰიბრიდულ ფორმატში ჩაატარეს დისტანციური სწავლების რიგით მესამე საერთაშორისო კონფერენცია თემაზე - „ დისტანციური სწავლების გამოწვევები და მომავალი“, სადაც მონაწილეობა მიიღეს ათი ქვეყნის წარმომადგენლებმა და მათ შორის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულმა პირებმა. კონფერენცია გახსნა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ.
კონფერენციას ესწრებოდნენ ბრიგადის გენერალი ულე ანდერს უე, რომელიც წარმოადგენდა ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის კოლეჯს და ბულგარეთის რაკოვსკის სახელობის ეროვნული თავდაცვის კოლეჯის რექტორი გენერალ მაიორი სტაიკო პროკოპიევი.
კონფერენციაზე ისაუბრეს დისტანციური სწავლების ისეთ აქტუალურ საკითხებზე როგორიცაა: მოტივაცია, კიბერუსაფრთხოება, ხელოვნური ინტელექტი, ახალი ტექნოლოგიები და სხვა.
კონფერენციის დასასრულს მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება, იდეები, ინოვაციური მიდგომების დისტანციური სწავლების შესახებ და დაგეგმეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის თანამშრომლებისთვის, აკადემიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ნატოს თავდაცვის განათლების განვითარების პროგრამის ელექტრონული აკადემიის (NATO DEEP eAcademy) წარმომადგენელმა ჩაატარა სემინარი თემაზე: დისტანციური სწავლების შესაძლებლობების განვითარება. სემინარის მიზანი იყო თანამედროვე საგანმანათლებლო პრაქტიკების და ტექნოლოგიების გამოყენება სამხედრო განათლებაში, რაც ხელს შეუწყობს დისტანციური სწავლების შესაძლებლობების გაძლიერებას ეროვნული თავდაცვის აკადემიაში. სემინარი მოიცავდა ისეთ აქტუალურ თემებს როგორიცაა: თავდაცვის განათლების განვითარების პროგრამის ელექტრონული აკადემიის საუკეთესო პრაქტიკები სამხედრო განათლებაში, ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოები, CAMEL-T&T პროგრამის მაგალითი თუ როგორ შეიძლება ტექნოლოგიური მიღწევები გამოყენებულ იქნეს სამხედრო სწავლებისას.