დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულმა თავდაცვის აკადემიამ უმასპინძლა რუმინეთის ნიკოლაე ბალჩესკუს სახელობის სახმელეთო ძალების აკადემიის და უნგრეთის ლუდოვიკას საჯარო სამსახურის ეროვნული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების თანამშრომლებს და „ერასმუს+“ პროგრამის კოორდინატორებს.
აკადემია მჭიდროდ თანამშრომლობს აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ორმხრივი თანამშრომლობისა და „ერასმუს+“ პროგრამის ფარგლებში.
ვიზიტის დროს განხორციელდა სამუშაო შეხვედრები აკადემიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან, რომლის დროსაც მოხდა მიმდინარე თანამშრომლობის საკითხების შეჯამება და სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვა, რაც მეტად მნიშვნელოვანია აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების და შემდგომი განვითარებისათვის.
სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებისთვის წარმატებით ჩატარდა ნატოს სტანდარტებით შექმნილი ხუთდღიანი სასწავლო კურსი „სტრატეგიული ოპერაციები ტერორიზმისა და ამბოხებულთა წინააღმდეგ“.
კურსში მონაწილეობა მიიღო თავდაცვის სამინისტროს სისტემის 19-მა წარმომადგენელმა თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფებიდან.
კურსის მიზანი იყო მონაწილეთათვის თეორიული ცოდნის გადაცემა და პრაქტიკული უნარების გაღრმავება, რათა მათ შეძლონ ეფექტურად გაუმკლავდნენ ტერორიზმისა და ამბოხებული მოძრაობებისგან მომდინარე საფრთხეებს. სწავლების შინაარსი ითვალისწინებდა თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევებზე რეაგირებისთვის აუცილებელი სტრატეგიული ხედვის, ანალიზისა და ოპერაციული დაგეგმვის უნარების განვითარებას.
სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.
ეროვნული თავდაცვის აკადემია მომავალშიც გააგრძელებს ნატოს სტანდარტებით შექმნილი სასწავლო პროგრამების განხორციელებას, რაც ხელს შეუწყობს თავდაცვის ძალების წარმომადგენელთა უწყვეტ განვითარებას.
სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის წარმატებით ჩატარდა სასწავლო კურსი „ეფექტური კომუნიკაცია“.
სასწავლო კურსი განხორციელდა სამ ეტაპად და მასში მონაწილეობა მიიღო სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის 44-მა თანამშრომელმა.
კურსის მიზანს წარმოადგენდა ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული სამხედრო და სამოქალაქო პერსონალისთვის.
სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.
ეროვნული თავდაცვის აკადემია მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი ტიპის სასწავლო კურსების ორგანიზებას, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის განათლების მიღების ხელმისაწვდომობას და ხელს შეუწყობს სამხედრო მოსამსახურეების და სამოქალაქო პერსონალის უწყვეტი განვითარების შესაძლებლობას.
სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიამ, ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში უმასპინძლა პარტნიორობა მშვიდობისთვის კონსორციუმის დისტანციური სწავლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრას თემაზე: „დისტანციური სწავლების და ხელოვნური ინტელექტის როლი სამხედრო მზადყოფნისა და სწავლების გაუმჯობესებაში“.
შეხვედრაში ეროვნული თავდაცვის აკადემიასთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ათი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა.
ღონისძიება გახსნა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ზურაბ ზერეკიძემ.
აღნიშნული შეხვედრა მიზნად ისახავდა ნატოს მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის ციფრული განათლების სფეროში ცოდნის გაზიარებას, ახალი ტენდენციების განხილვას და ერთობლივი სტრატეგიების შემუშავებას.
სამუშაო შეხვედრის ძირითადი საკითხები მოიცავდა: ციფრული სასწავლო მასალების გაზიარებას მოკავშირე ქვეყნებს შორის, ახალი სტრატეგიების განხილვასა და პრაქტიკულ მიდგომებს, დისტანციური სწავლების როლს ინფორმაციულ და ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებაში, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს სამხედრო მომზადებაში.
შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს დისტანციური სწავლებისა და ხელოვნური ინტელექტის როლზე სამხედრო მომზადების გაუმჯობესებაში და განიხილეს, თუ როგორ შეიძლება ახალი ტექნოლოგიების ეფექტური ინტეგრაცია თავდაცვის სფეროში.
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიასა და ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის კოლეჯს შორის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, აშშ-ს ფლორიდის შტატში, ქ. ორლანდოში გამართულ ინდუსტრიული სწავლების, სიმულაციისა და განათლების კონფერენციაზე დაესწრნენ ეროვნული თავდაცვის აკადემიის დისტანციური სწავლების ცენტრის უფროსი ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი სხირტლაძე და დისტანციური სწავლების ცენტრის სწავლების ადმინისტრატორი ნინო კანდელაკი.
აღნიშნული კონფერენცია მსოფლიოში უდიდესი ღონისძიებაა მოდელირების, სიმულაციისა და ტრენინგის მიმართულებით, რომელიც მოიცავს კვლევითი სტატიების პრეზენტაციებს, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოფენებს და სხვა. ღონისძიების ორგანიზატორია აშშ-ის ეროვნული ტრენინგისა და სიმულაციის ასოციაცია, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას სწავლების, განათლების ანალიზისა და მასთან დაკავშირებული დისციპლინების მიმართულებით.
ღონისძიების ფარგლებში აკადემიის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს სასწავლო ტექნოლოგიების გლობალური პარტნიორობის ქსელის დირექტორატის შეხვედრაში, სადაც დისტანციური სწავლების ცენტრის უფროსმა წარადგინა მოხსენება ცენტრის საქმიანობისა და მიღწევების შესახებ.
სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიამ და ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის კოლეჯმა (NDUC) ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში 2024 წლის 16-17 ოქტომბერს ქ. თბილისში, სასტუმრო ჰილტონ გარდენ ინნ - ში ჰიბრიდულ ფორმატში ჩაატარეს დისტანციური სწავლების რიგით მესამე საერთაშორისო კონფერენცია თემაზე - „ დისტანციური სწავლების გამოწვევები და მომავალი“, სადაც მონაწილეობა მიიღეს ათი ქვეყნის წარმომადგენლებმა და მათ შორის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულმა პირებმა. კონფერენცია გახსნა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ.
კონფერენციას ესწრებოდნენ ბრიგადის გენერალი ულე ანდერს უე, რომელიც წარმოადგენდა ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის კოლეჯს და ბულგარეთის რაკოვსკის სახელობის ეროვნული თავდაცვის კოლეჯის რექტორი გენერალ მაიორი სტაიკო პროკოპიევი.
კონფერენციაზე ისაუბრეს დისტანციური სწავლების ისეთ აქტუალურ საკითხებზე როგორიცაა: მოტივაცია, კიბერუსაფრთხოება, ხელოვნური ინტელექტი, ახალი ტექნოლოგიები და სხვა.
კონფერენციის დასასრულს მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება, იდეები, ინოვაციური მიდგომების დისტანციური სწავლების შესახებ და დაგეგმეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის თანამშრომლებისთვის, აკადემიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ნატოს თავდაცვის განათლების განვითარების პროგრამის ელექტრონული აკადემიის (NATO DEEP eAcademy) წარმომადგენელმა ჩაატარა სემინარი თემაზე: დისტანციური სწავლების შესაძლებლობების განვითარება. სემინარის მიზანი იყო თანამედროვე საგანმანათლებლო პრაქტიკების და ტექნოლოგიების გამოყენება სამხედრო განათლებაში, რაც ხელს შეუწყობს დისტანციური სწავლების შესაძლებლობების გაძლიერებას ეროვნული თავდაცვის აკადემიაში. სემინარი მოიცავდა ისეთ აქტუალურ თემებს როგორიცაა: თავდაცვის განათლების განვითარების პროგრამის ელექტრონული აკადემიის საუკეთესო პრაქტიკები სამხედრო განათლებაში, ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოები, CAMEL-T&T პროგრამის მაგალითი თუ როგორ შეიძლება ტექნოლოგიური მიღწევები გამოყენებულ იქნეს სამხედრო სწავლებისას.
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დისტანციური სწავლების ცენტრის თანამშრომლები - ვიცე-პოლკოვნიკი რომან ჯავრიშვილი, ნინო კანდელაკი და სალომე პოპიაშვილი პოლონეთში სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ. ერთობლივი პრაქტიკული სამუშაო შეხვედრა - ILIAS BOOTCAMP ქალაქ ოლსტინში ნატოს თავდაცვის განათლების განვითარების პროგრამის ელექტრონული აკადემიისა (NATO DEEP E-academy) და პოლონური ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა. სამუშაო შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სწავლების მართვის სისტემის ILIAS სასწავლო პლატფორმის ადმინისტრირებისათვის საჭირო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. სამუშაო შეხვედრა მოიცავდა აქტუალურ საკითხებს, რაც აუცილებელია სასწავლო პლატფორმის ეფექტიანად მართვისთვის.
სამუშაო შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ საქართველოს, უკრაინისა და ტუნისის წარმომადგენლები.
მსგავსი სამუშაო შეხვედრები მიზნად ისახავს პარტნიორ ორგანიზაციებთან ურთიერთანამშრომლობას, ასევე, მონაწილეებს გამოცდილების გაზიარების საშუალებას აძლევს.
სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მიმდინარეობს ღონისძიებები ნატოს ინსტიტუციური აკრედიტაციის მოპოვების მიზნით. დაგეგმილი აქტივობების დასრულების შემდეგ მოხდება აკადემიის ორგანიზაციული და სასწავლო პროცესების მართვის ციკლის შესაბამისობა ნატო-ს სტანდარტებთან და მიღებული იქნება ინსტიტუციურ აკრედიტაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება.
აკადემიის, ხილვა უკვე შესაძლებელია ნატოს ხარისხის უზრუნველყოფის საინფორმაციო პორტალზე (NATO QA HUB)
https://qa.sidecloud.net/newcomers/national-defence-academy-georgia
შვედეთში, ქ. ჰალმშტადში ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის კოლეჯის მოწვევით ეროვნული თავდაცვის აკადემიის დისტანციური სწავლების ცენტრის თანამშრომლები ვიცე-პოლკოვნიკი რომან ჯავრიშვილი და ნინო კანდელაკი, შტაბის G-5 თანამშრომელი დაჩი მამულაშვილი დაესწრნენ დისტანციური სწავლების მე-12 ყოველწლიურ კონფერენციას (NORDEFCO ADL 2024).
კონფერენციას ესწრებოდა 14 ქვეყნის 120 წარმომადგენელი. მთავარ მომხსენებლებად წარმოდგენილი იყვნენ პირები სკანდინავიური ქვეყნებიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან, გაერთიანებული სამეფოდან, ნიდერლანდებიდან, იტალიიდან და რუმინეთიდან.
დისტანციური სწავლების კონფერენციის ძირითადი მიმართულებები გახლდათ: დისტანციური სწავლების სასწავლო ინსტრუმენტები, სწავლების მეთოდოლოგია, ტექნოლოგია, ანიმაციების და გრაფიკის დამზადება, ვიდეო ლექციების შემუშავება, სასწავლო ტექნოლოგიების პრაქტიკული გამოყენება და შერეული დისტანციური სასწავლო კურსების შემუშავება.
კონფერენციის განმავლობაში გარდა მთავარი მომხსენებლებისა, მიმდინარეობდა პარალელური სასესიო შეხვედრები, რომელიც საშუალებას აძლევდა დამსწრე აუდიტორიას გარკვეული დიალოგების და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამოვლინების. ასევე წარმოდგენილი იყო ვირტუალური რეალობის გამოფენის სივრცე, სადაც უშუალოდ მიმდინარეობდა პრაქტიკული გამოყენება სხვადასხვა ტექნოლოგიების.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები სასწავლო დაწესებულებებს შორის ავითარებს სოციალურ და კომუნიკაციურ უნარებს, მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ, რაც შეიძლება მეტი ცოდნა თანამედროვე ტექნოლოგიური გამოწვევების შესახებ და შეიძინონ გამოცდილება მსგავს სფეროებში.
2024 წლის აპრილის პერიოდში, ეროვნული თავდაცვის აკადემიის დელეგაცია, აკადემიის რექტორის, ბრიგადის გენერალ მამია ბალახაძის ხელმძღვანელობით, ერასმუს + პროგრამის ფარგლებში სამუშაო სახის ვიზიტით ბულგარეთის რაკოვსკის ეროვნული თავდაცვის კოლეჯში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში აკადემიის დელეგაცია დაესწრო ბულგარეთის რაკოვსკის ეროვნული თავდაცვის კოლეჯში გამართულ სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც ეძღვნებოდა ბულგარეთის ნატოში გაწევრიანების 20 წლისთავს. აღნიშნულ კონფერენციას ესწრებოდნენ სხვადასხვა ორგანიზაციებისა და უცხოური სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები.
ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლებს რაკოვსკის ეროვნული თავდაცვის კოლეჯის რექტორმა, გენერალ-მაიორმა თოდორ დოჩევმა უმასპინძლა. ვიზიტის განმავლობაში გაიმართა სამუშაო სახის შეხვედრები, სადაც მხარეებმა მემორანდუმის ფარგლებში არსებულ და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.
ეროვნული თავდაცვის აკადემიას სამუშაო ვიზიტით დანიის სამეფოს თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი იენს ერიკ ჰიორტი და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესტუმრნენ. მათ აკადემიის რექტორის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ლევან ქავთარაძემ და რექტორის მოადგილემ, პოლკოვნიკმა დავით რაზმაძემ უმასპინძლეს.
სამუშაო შეხვედრაზე მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. დანიელმა სტუმრებმა აკადემიის ინფრასტრუქტურაც დაათვალიერეს. რექტორის პირველმა მოადგილემ დანიის თავდაცვის ატაშეს მადლობა გადაუხადა დანიური მხარის მიერ ეროვნული თავდაცვის აკადემიისთვის გაწეული მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. აღსანიშნავია, რომ ეროვნული თავდაცვის აკადემია დანიის სამეფო თავდაცვის კოლეჯთან სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მიმართულებით თანამშრომლობს. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, მიმდინარე წელს ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციის ჩატარება იგეგმება.
მსგავსი სახის შეხვედრები ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას უწყობს ხელს და გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად.
2024 წლის 12-16 თებერვალს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე თანმხლებ პირებთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის კოლეჯში, რომელთანაც აკადემიას მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს, როგორც გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, ასევე დისტანციური სწავლების განვითარების მიმართულებით.
აკადემიის რექტორის სამუშაო ვიზიტი ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის კოლეჯში დაიწყო შეხვედრით კოლეჯის შტაბის უფროსთან, ბრიგადის გენერალ ოულე ანდერს ოუისთან. შეხვედრის დროს, მასპინძელმა მხარემ აკადემიის წარმომადგენლებს გააცნო პრეზენტაცია ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის კოლეჯის, მისი ხარისხის მართვის სისტემის, დისტანციური სწავლების, აკადემიური კურსების მხარდაჭერის და სამხედრო ოპერაციების ახალი სამაგისტრო პროგრამის შესახებ. მომდევნო დღეს კი, ვიზიტი გაგრძელდა ნორვეგიის ომის კოლეჯში.
ვიზიტის განმავლობაში დაიგეგმა ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის კოლეჯის მე-3 ერთობლივი დისტანციური სწავლების საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ჩატარდება მიმდინარე წლის ოქტომბერში. ნორვეგიელი კოლეგების მიერ მოხდა გამოცდილების გაზიარება კოლეჯის საერთაშორისო პროგრამების შესახებ და გამოიკვეთა თანამშრომლობის ახალი სფეროები.
ვიზიტის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, რომელსაც ხელი მოაწერეს აკადემიის რექტორმა ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ და კოლეჯის შტაბის უფროსმა ბრიგადის გენერალმა ოულე ანდერს ოუიმ. ოფიციალური შეხვედრების გარდა, ვიზიტი ასევე დატვირთული იყო კულტურული ღონისძიებებით, რომლის დროსაც აკადემიის წარმომადგენლებმა მოინახულეს მასპინძელი ქვეყნის კულტურული და ისტორიულ ადგილები.
2024 წლის 26 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით ქ. ვარშავაში და ქ. ოლშტინში (პოლონეთის რესპუბლიკა), ნატოს თავდაცვის განათლების განვითარების პროგრამის, ელექტრონული აკადემიის (NATO DEEP E-Academy) ორგანიზებით, ჩატარებულ გაფართოებულ სასწავლო სემინარში, მონაწილეობა მიიღო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოადგილემ პოლკოვნიკმა დავით რაზმაძემ, დისტანციური სწავლების ცენტრის უფროსმა ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი სხირტლაძემ, უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის უფროსმა ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა კლიმიაშვილმა და იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეთაურმა ვიცე-პოლკოვნიკმა მანუჩარ დვალიშვილმა.
2024 წლის 12-16 თებერვალს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე თანმხლებ პირებთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის კოლეჯში, რომელთანაც აკადემიას მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს, როგორც გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, ასევე დისტანციური სწავლების განვითარების მიმართულებით.
2024 წლის 22 იანვრიდან 26 იანვრის ჩათვლით, NATO-ს სკოლა ობერამერგაუს ორგანიზებით განხორციელდა NATO სისტემური მიდგომა ტრენინგებთან მიმართებაში/SYSTEM APPROACH TRAINING COURSE - NATO SCHOOL OBERAMERGAU
2023 წლის 2 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით ნატოს სკოლის ორგანიზებით განხორციელდა NATO-ს ელექტრონული სწავლების დიზაინის კურსი / NATO eLearning Instructional Design Course (S7-126-B), სადაც მიწვეული ვიყავი როგორც მსმენელი ეროვნული თავდაცვის აკადემიის დისტანციური სწავლების ცენტრიდან. NATO-ს სკოლის ორგანიზებით პროგრამას უძღვებოდნენ ნატოს სკოლის დისტანციური სწავლების ცენტრის დირექტორი და მოწვეული დისტანციური სწავლების ამერიკელი და გერმანელი ისტრუქტორები.
2023 წლის 24 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით აშშ-ის შტატ ფლორიდაში, კერძოდ ორლანდოში გაიმართა სამსახურთაშორისი/ინდუსტრიული სწავლების, სიმულაციისა და განათლების კონფერენცია (I/ITSEC).
სსიპ-დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიამ და ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის კოლეჯმა (NDUC), ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში 2023 წლის 10-11 ოქტომბერს ქ. თბილისში (სასტუმრო ბილტმორში) ჩატაარეს ჰიბრიდულ რეჟიმში რიგით მეორე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია თემაზე - „დისტანციური სწავლება, გამოწვევები და მომავალი“, სადაც მონაწილეობა მიიღეს სხვადასხა ქვეყნის წარმომადგენლებმა, მათ შორის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულმა პირებმა.
2023 წლის 20 მაისიდან 27 მაისის ჩათვლით ქ. გოლში (ნორვეგიის სამეფო), ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის ორგანიზებით, ჩატარებულ „მე-11 დისტანციური სწავლებების კონფერენციაში" (11th NORDEFCO ADL Conference), მონაწილეობა მიიღო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოადგილემ პოლკოვნიკმა დავით რაზმაძემ, რექტორის მოადგილე-შტაბის უფროსმა პოლკოვნიკმა იმედა გვრიტიშვილმა და დისტანციური სწავლების ცენტრის უფროსმა ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი სხირტლაძემ.
2023 წლის 6 თებერვლიდან 24 თებერვლამდე გერმანიის ქალაქ ობერამერგაუში დისტანციური სწავლების ცენტრის თანამშრომელმა, მთავარმა სპეციალისტმა სალომე პოპიაშვილმა, მონაწილეობა მიიღო ნატოს სკოლა ობერამერგაუს ელექტრონული სწავლების დიზაინის კურსში.
სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის დისტანციური სწავლების ცენტრი თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული სამხედრო და სამოქალაქო პირებისთვის, წარმატებით ახორციელებს დისტანციურ სწავლების კურსებს.
სსიპ დავით აღმაშენებლის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში არსებულმა დისტანციური სწავლების ცენტრმა და ნორვეგიის უნივერსიტეტის თავდაცვის უნივერსიტეტის კოლეჯმა (NDUC) ურთიერთ თანამშრომლობის მეშვეობით 2022 წლის 7-8 ნოემბერს განახორციელეს საერთაშორისო კონფერენცია - "დისტანციური სწავლება, გამოწვევები და შესაძლებლობები".
2022 წლის დეკემბერში აშშ-ის შტატ ფლორიდაში, კერძოდ ორლანდოში გაიმართა სამსახურთაშორისი/ინდუსტრიული ტრენინგის, სიმულაციისა და განათლების კონფერენცია (I/ITSEC), რომელსაც დაესწრნენ ეროვნული თავდაცვის აკადმეიის დისტანციური სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი ვიცე-პოლკოვნიკი შალვა გელაძე და ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის პირველი მოადგილე პოლკოვნილკი ლევან ქავთარაძე.
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, გაცნობითი სახის ვიზიტით, სტუმრად, ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის კოლეჯის (NDUC) წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
საბერძნეთის ქალაქ ხანიაში გაიმართა პარტნიორობა მშვიდობის კონსორციუმის მიერ ორგანიზებული დისტანციური სწავლების სამუშაო ჯგუფის ყოველწლიური კონფერენცია, რომელში მონაწილეობასაც იღებდნენ ეროვნული სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის დისტანციური სწავლების ცენტრის თანამშრომლები სწავლების კოორდინატორი ნინო კანდელაკი და მთავარი სპეციალისტი სალომე პოპიაშვილი.
2021 წლის დეკემბერში აშშ-ის შტატ ფლორიდაში, კერძოდ ორლანდოში გაიმართა სამსახურთაშორისი/ინდუსტრიული ტრენინგის, სიმულაციისა და განათლების კონფერენცია (I/ITSEC), რომელსაც დაესწრნენ ეროვნული თავდაცვის აკადმეიის დისტანციური სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი ვიცე-პოლკოვნიკი შალვა გელაძე და ელექტრონული სწავლების მართვის სისტემების კურატორი დავით ჯანდიერი.
2021 წლის 18-19 ოქტომბერს, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა ჯეფერსონის ინსტიტუტის, ნორვეგიის შესაძლებლობების განვითარების პროექტის და უკრაინის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის წარმომადგენლების დელეგაცია. სტუმრებს აკადემიის რექტორის მოადგილემ, პოლკოვნიკმა დავით რაზმაძემ, დისტანციური სწავლების ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად უმასპინძლა.